სიტყვა რესტავრაცია ლათინურიდან ითარგმნება, როგორც – ხელოვნების ნიმუშების აღდგენა, შენარჩუნება, პირველადი იერსახის დაბრუნება. მაგრამ როგორაა დაკავშირებული ის სტომატოლოგიასთან?
დღეისათვის სტომატოლოგია ვითარდება დიდი და სწრაფი ნაბიჯებით: ეტაპობრივად ხელობიდან გადაიქცა ნამდვილ ხელოვნებად, რომელიც ექიმისგან ითხოვს ხელოვან-რესტავრატორის პროფესიონალიზმს. კბილების მხატვრული რესტავრაცია ძალიან გავს იუველირულ ხელოვნებას, სკულპტურას და არქიტექტურასაც. ექიმი მუშაობს მცირე სივრცეში, აშენებს რა დაშლილის სანაცვლოდ ახალ კონსტრუქციას პაციენტის პირის ღრუში. წინასწარ ხდება ყველა ეტაპის გათვლა: “ფუნდამენტის” მომზადება, “საშენი მასალის” შერჩევა და თავად კონსტრუქციის ესთეტიურობა.
გვესაუბრება “ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის” ექიმი-სტომატოლოგი ეკა ჩიხრაძე.
მხატვრული რესტავრაცია სრულდება ორი მეთოდით: პირდაპირი და არაპირდაპირი
რომელი მეთოდი სჭირდება კონკრეტულ პაციენტს განისაზღვრება დათვალიერების და ექიმთან საუბრის შემდეგ, ჩვენებების და პაციენტის სურვილების გათვალისწინებით.
პირდაპირი რესტავრაცია სრულდება უშუალოდ პაციენტის პირის ღრუში. კბილების საჭიროებს მინიმალურ პრეპარირებას (შორდება მხოლოდ დაზიანებული ქსოვილები).
საჭირო ცოდნისა და თანამედროვე საშუალებების მქონე ექიმ-სტომატოლოგს შეუძლია ააშენოს, გამოწიოს წინ, გაზარდოს ზომებში, აღადგინოს კბილები, რომლებიც დაზიანდა ან შეიცვალა ფერი, გაიცვითა ცხოვრების მანძილზე ან რაიმე ჰორმონალური პროცესების შედეგად დაიკარგა რაღაც ქსოვილები.
ექიმი აშენებს ახალ კბილს თანამედროვე მასალებით, ათავსებს რა მათ ფენა ფენა და ამყარებს სპეციალური ნათების საშუალებით. ეს საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივი სამუშაოა.
ხშირად ექიმთან მოდის პაციენტი მხოლოდ კბილის ფესვით, ხოლო ექიმი იწყებს აღმშენებლობას ფესვიდან გვირგვინამდე სპეციალური მასალების გამოყენებით, მთავარია ყველა ანატომიური თავისებურებების გამეორება, მიკრორელიეფის, ბზარების, ჩაღრმავებების შექმნა. რაც მკაცრად შეესაბამება მეზობელ და ანტაგონისტ კბილებს სწორი და ფუნქციურად გამართული თანკბილვისთვის. მნიშვნელოვანია, რომ აღდგენილი კბილი სრულიად შეესაბამებოდეს ყველა ფიზიოლოგიურ ფუნქციებს. რა თქმა უნდა ჩვენ არ მივსდევთ იმ გზას რომ აღდგენილი კბილი საკუთარ კბილებზე ლამაზი იყოს.
კბილები პირის ღრუში განსხვავდებიან ფერით, მისი ადგილმდებარეობის მიხედვით. გვერდითა კბილები უფრო მუქია ვიდრე წინები. თითოეული კბილის ფერიც კი განსხვავებულია მის სხვადასხვა ზედაპირზე. ყელის არეში კბილი უფრო მუქია, შუაში ღია, ხოლო საჭრელ კიდეზე გამჭვირვალე. ერთ დროს მოდაში მყოფი “სანტექნიკის”, არაბუნებრივი თეთრი ფერის კბილები არც თუ ისე ლამაზი სანახავია. თუმცა ყველაფერი გემოვნების საკითხია. ჩვენი კლინიკის ძირითადი არსი ჰარმონიულობაა, რომელიც ბუნებრიობის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ვცდილობთ ეს პრინციპი მივიტანოთ პაციენტამდე. რესტავრატორს, როგორც ნამდვილ მხატვარს კბილის თითოეული ნიუანსის აღსადგენად აქვს ფერთა ფართო გამა. თანამედროვე მასალები ეწყობიან კბილის ფერს, როგორც ქამელეონი. საბოლოო ეტაპი პოლირებაა. სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით აუცილებელია აღდგენილი კბილის მაქსიმალურად გაპრიალება. ეს ეტაპი მნიშვნელოვანია და საკმაოდ ხანგრძლივი. პირდაპირი რესტავრაციის მეთოდს შეუძლია ფორმის, ზომის და ფერის შეცვლა.
გვინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება რესტავრაციის თანამედროვე მასალებზე, რომლებიც ეხმარება ექიმს შეასრულოს ყველა ეტაპი ხარისხიანად და პაციენტის ჯანმრთელობის დაუზიანებლად. ჩვენს კლინიკაში ვიყენებთ მეექვსე თაობის კომპოზიტურ სისტემებს, რომლებიც უნივერსალურია და აქვთ მაღალი ცვეთამედეგობა. ეს არის ნანო, ჰიბრიდული და მიკროშემავსებლიანი კომპოზიტები.
მხატვრული რესტავრაციის არაპირდაპირი ტექნიკა – ვინირები. თხელი ფირფიტები რომლებიც ეკრობა კბილის ზედაპირზე და საშუალებას იძლევა მიიღოთ ჰოლივუდის ღიმილი. ამ მეთოდის მინუსი მისი მაღალი ფასი და დამზადების დროა. ეს მეთოდი ორთოპედიულია. იგი საჭიროებს როგორც ექიმი სტომატოლოგის ასევე სატექნიკო ლაბორატორიის არსებობას. იქ მზადდება ფირფიტები ექიმის მიერ წინასწარ მომზადებული კბილებიდან აღებული ზომების მიხედვით. კბილის ქსოვილები მინიმალურად იქლიბება რაც ითხოვს როგორც ექიმისგან ასევე ტექნიკოსისგან ვირტუოზულ შესრულებას.
ცალკე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება რესტავრაციების მოვლაზე. აღგენილი კბილები საჭიროებენ სპეციალურ მოვლას. აუცილებელია დროული ვიზიტები პროფესიულ წმენდაზე. ჩვენ პაციენტებს ურჩევთ ირიგატორის, როგორც დამატებითი ჰიგიენური საშუალების გამოყენებას, სპეციალურ პასტებს აგრეთვე დროულ ვიზიტებს კლინიკაში (არაუგვიანეს ექვს თვეში ერთხელ) პროფილაქტიკურ შემოწმებაზე.
ბოლოს მინდა უსურვო ჩვენს პაციენტებს იყვნენ ჯანმრთელები და ბევრი იღიმონ. ხოლო ჩვენ ჩვენის მხრივ დავეხმარებით ლამაზი ღიმილის შექმნაში.
კომენტარის დატოვება