ამ გამოკითხვაში, რომელიც ჩატარდა პროფესიონალი სტომატოლოგების ჟურნალის RDH მიერ მონაწილეობა მიიღო 276 სტომატოლოგიაში მოღვაწე სპეციალისტმა, 262 ჰიგიენისტმა.
სტომატოლოგიური კლინიკის შესახებ პაციენტების აზრის გასაგებად ჩატარებულმა კვლევებმა, აჩვენა, რომ ყველაზე დადებითი განწყობით, როგორც ქალ ასევე მამაკაც პაციენტებში სარგებლობენ მკურნალი ექიმები. ხოლო უარყოფითი შესაფება დაიმსახურეს მომსახურების ფასებმა.
ორივე სქესის დადებით შეფასებებს სტომატოლოგიური მომსახურების სხვადასხვა ასპექტებში, მცირე განსხვავება აქვთ. მაგალითად, მამაკაცები მკურნალი ექიმის გარდა დადებითად აფასებენ სამედიცინო პერსონალის სხვა წევრებსაც, ხოლო ქალბატონები აღნიშნავენ კლინიკის კეთილმოწყობას.
1. მკურნალი ექიმი
2. პერსონალის სხვა წევრი
4. კლინიკის ადგილმდებარეობა3. კლინიკის დიზაინი
5. მომსახურების ფასები
ამ 5 ასპექტის გარდა ჰიგიენისტ-სტომატოლოგებს სთხოვეს დაესახელებინათ სტომატოლოგიური მომსახურების სხვა მხარეები, რომლებიც პაციენტების მხრიდან დადებით კომენტარებს იწვევდა. ძირითადად პაციენტები ყველაზე დადებითან აფასებენ მათდამი პერსონალის კეთილგანწყობას. თუმცა დასახელდა სხვა უპირატესობებიც:
მანდილოსნებს მოწონთ:
- პროცედურის შემდგომი თბილი ლავანდის პირსახოცები
- სამუშაო ოთახის თანამედროვე ინტერიერი
- უახლესი სტომატოლოგიური ტექნოლოგიები
- მიღება მოცდის და ლოდინის გარეშე
მამაკაცებს მოწონთ:
- ტელევიზორები, თამაშები კლინიკაში
- უახლესი სტომატოლოგიური ტექნოლოგიები
- მიღება მოცდის და ლოდინის გარეშე
მეორე მხრივ უარყოფით შეფასებას იწვევს მომსახურების ფასები, განსაკუთრებით ეს ფაქტი მამაკაცებს აწუხებთ. ჰიგიენისტების მესამედმა აღნიშნა ის ფაქტიც, რომ ქალბატონების უმრავლესობა უკმაყოფილოა სხვა მომსახურე პერსონალით.
“The RDH eVillage” მკითხველებმა ასევე მოიხსენიეს სხვა ასპექტები, რომლებიც პაციენტების უარყოფით განწყობას იწვევდა.
ქალბატონებს არ მოსწონთ:
- მიღებაზე მისვლა მკაცრად დანიშნულ დროს
- პარკირებასთან დაკავშირებული პრობლემები
- სადაზღვევო მომსახურება
- კლინიკის სამუშაო განრიგი
- კლინიკის ყოფილი თანამშრომლები
მამაკაცებს არ მოსწონთ:
- ექიმის ინსტრუქტაჟი პირის ღრუს ჰიგიენასთან დაკავშირებით
- მუდამ მათთვის სასურველ დროს ექიმთა მოხვედრის შეუძლებლობა
- სადაზღვევო მომსახურება
გამოკითხულების 60% აღნიშნა, რომ მომსახურე პერსონალი სამუშაო დროის უმეტესი ნაწილი კარგ განწყობაზეა. დარჩენილი 40% არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. ყველაზე “უჟმური” თანამშრომლად ქრონოლოგიურად დასახელდნენ: ოფის-მენეჯერი, ექიმი-სტომატოლოგის ასისტენტი, ადმინისტრაციის წარმომადგენელი, მკურნალი ექიმი, ჰიგიენისტი.
გამოკითხულებს ასევევ სთხოვეს დაესახელებინათ პერსონალის ყველაზე ქარიზმატული წევრი, მათ შორის: მკურნალი ექიმი, ჰიგიენისტი, ექიმის ასისტენტი, ოფის-მენეჯერი, ადმინისტრაციის წარმომადგენელი.
შეკითხვაზე, პაციენტები, როგორ თანამშრომელს თვლიან ქარიზმატულად დაფიქსირდა შემდეგი პასუხები:
- მეგობრულს და სანდომიანს
- ვინც ყურადღებით და გულდასმით მოუსმენს
- ვინც ინტერესდება მათი საქმეებით
- ისინი ვინც მართლაც, რომ გულით ზრუნავენ პაციენტებზე
- მათ ვისაც ძალუძს ახსნას ყველაფერი მარტივ “ადამიანურ” ენაზე
კომენტარის დატოვება