ჩვენს დროში, როდესაც სამედიცინო მომსახურების დონემ საკმაოდ აიწია, ხოლო თანამედროვე აპარატურა სტომატოლოგებს აძლევს სასწაულების კეთების საშუალებას, საკმაოდ მკაცრი მოთხოვნებია ინფექციური კონტროლის მიმართ. ტრადიციული ავტოკლავების და სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალებების მიუხედავად არებობს ერთჯერადი მოხმარების ინსტრუმენტები, რომლებიც არ სტერილდება!!! საკმაოდ ხშირია პაციენტების მხრიდან შეკითხვა სტერილურია თუ ახალია ნერწყვგამწოვი??? ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა ეს სტატია ჩვენი პაციენტებისათვის და არა მარტო მათთვის.
სტომატოლოგიური ინსტრუმენტები სტომატოლოგის ხელების გაგრძელება, ხარისხიანად შესრულებული სამუშაო და ბოლოს და ბოლოს პაციენტის ჯანმრთელობაა.
სტომატოლოგის ინსტრუმენტები პირობითად შესაძლოა დავყოთ რამოდენიმე ჯგუფად, რომლებიც განკუთვნილია:
- გაუტკივარებისათვის;
- პირის ღრუს იზოლაციისათვის;
- პაროდონტოლოგიისათვის;
- დაბჟენისათვის;
- კბილის ფესვის არხების და კარიესული ღრუს დასამუშავებლად;
- პირის ღრუს დათვალიერებისა და გამოკვლევისათვის.
თანამედროვე სტომატოლოგიური ინსტრუმენტები და დანადგარები გამუდმებით იხვეწებიან, რათა მაქსიმალურად შემცირდეს არასასიამოვნო შეგრძნებები.
XXI საუკუნის სტომატოლოგიაში არსებული ერთჯერადი ნივთების და ინსტრუმენტების წყალობით ჯვარედინი დაინფიცირების რისკი თითქმის ნულის ტოლია.
მინდა გაგაცნოთ ერჯერადი ნივთების ჩამონათვალი რასაც ჩვენ ვიყენებთ კლინიკაში:
1. ექიმის და ასისტენტის ხელთათმანები – ექიმი იცვამს ხელთათმანს უშუალოდ პროცედურის დაწყების წინ. არ იბანს ხელთათმანიან ხელს.
2. ნიღაბი (პირბადე)
3. გულსაფარი – უკეთდება ყველა პაციენტს ინდივიდუალურად, შესაძლოა იყოს ქაღალდის ან პოლიეთილენის.
4. ნერწყვგამწოვი – ნერწყვგამწოვი სტომატოლოგის დამხმარეა. იგი მზადდება პლასტმასის ან რეზინისაგან.
5. მტვერსასრუტი – გამოიყენება კბილის ნაქლიბებისა და ზედმეტი სითხის ასპირაციისათვის.
6. კოფერდამი, რაბერდამი – სამუშაო ველის იზოლაციის საშუალება, რომელიც მზადდება ლატექსისაგან, თუმცა ლატექსზე ალერგიული პაციენტებისათვის არის სპეციალური ულატექსო სისტემები.
7. საანესთეზიო მოწყობილობა მონოჯექტი, რომელსაც უმაგრდება ერთჯერადი ნემსი და კარპულა საანესთეზიო სითხით.
8. ვიზიოგრაფიული კვლევის დროს სენსორის ჩიხოლი, იცვლება ყველა პაციენტზე.
9. ჭიქა პირის ღრუს გამოსავლებად.
10. ბახილები – პოლიეთილენის პარკები ფეხსაცმელზე წამოსაცმელად, რომელიც გამოიყენება კლინიკაში სისუფთავის დასაცავად.
უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მსოფლიო ტენდენციაა და ალბათ ყველას სურვილი, რომ ყველაფერი რაც შესაძლებელია იყოს ერთჯერადი უნდა იყოს ერთჯერადი. რაც მეტი იქნება კიდე უკეთესი.
მაგრამ ამ მიზანს, როგორც ყოველთვის ერთი დიდი წინაღობა აქვს – ფული. ტექნიკურად შეუძლებელი არაფერია.
გარკვეული გამოთვლების ჩატარების შემდეგ ყველა ინსტრუმენტების ერთჯერადად გამოყენების შემთხვევაში არხების მკურნალობის ფასმა შესაძლოა შეადგინოს 100-200$ პლუს მკურნალობის ფასი. ამ ფასში ლომის წილი ეკუთვნის ერთჯერადი ბუნიკის ფასს. საზღვარგარეთ არის კლინიკები სადაც ყველა ინსტრუმენტს ხმარობენ მხოლოდ ერთჯერადად, სადაც ერთი კბილის მკურნალობა შესაძლოა დაგიჯდეთ რამოდენიმე ათეული ათასი დოლარი. თუმცა შესაძლოა გაკეთდეს ინდივიდუალური ანაწყობები პაციენტისათვის, თუკი მას აქვს ბევრი სამუშაო და მოხდეს ამ ანაწყობით არა მხოლოდ ერთი კბილის, არამედ მთელი პირის ღრუს მოწესრიგება.
საინტერესოა თქვენი აზრი – მზად ხართ გადაიხადოთ, რათა იყოთ 100% გარანტირებული?
თუ ეს თემა ჩვენთვის არ არის აქტუალური, ჩვეულებრივი მკურნალობის ფული შეგვაგროვებინა და….
კომენტარის დატოვება