ესთეტიკური მეთოდებით, კბილების გასწორების მუდმივ ძიებაში მყოფებს გვინდა შემოგთავაზოთ ფაიფურის ბრეკეტები.
დავიწყოთ იქიდან, რომ ფაიფურის ბრეკეტები მიეკუთვნება ვესტიბულარული ანუ კბილის გარე მხრიდან მიმაგრებად ბრეკეტებს. ფაიფურის კონსტრუქცია ნებისმიერი შეფერილობის კბილის მინანქარზე თითქმის შეუმჩნეველია. საფირის ბრეკეტებისგან განსხვავებით, ფაიფურს არა აქვს გამჭირვალობა და სიპრიალე, აქვს ხაოიანი ზედაპირი, რომელიც შუქს არ
ატარებს. აღნიშნული ფაქტი მხოლოდ მის დადებით მხარეზე მიუთითებს, რადგან მისი წყალობით ფაიფურის ბრეკეტ
სისტემა თითქოს და „შერწყმულია“ კბილებთან და არ ითხოვს გათეთრების პროცედურებს.
ფაიფურის ბრეკეტები ძალზედ ესთეტიურად და მიმზიდველად გამოიყურება, რითაც დაიმსახურეს დიდი პოპულარობა როგორც უფროს თაობაში ასევე ახალგაზრდებშიც.
მათ აქვთ მკაცრი მომრგვალებული ფორმები, მდგრადები არიან საკვები საღებავების მიმართ, თითქმის შეუმჩნეველნი ერწყმიან კბილის ფერს.
ფაიფურის ბრეკეტების უპირატესობებია:
- შესანიშნავი ესთეტიკა
- შეუმჩნევლობა
- მაღალი სიმყარე
- კბილებთან საიმედო მიმაგრება
უარყოფით თვისებად მხოლოდ მისი შედარებით მაღალი ფასი უნდა მივიჩნიოთ.
ფაიფურის ბრეკეტების ტარებისას ჰიგიენის მაქსიმალური დაცვაა საჭირო.
მკურნალობის უკუჩვენება პრაქტიკულად არ არსებობს, გარდა:
- მკვეთრად გამოხატული პაროდონტიტის
- ფსიქიური აშლილობის
- მძიმედ მიმდინარე ალერგიის გარდა
„ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი“ გთავაზობთ მსოფლიო ორთოდონტიაში ერთ-ერთ საუკეთესო ესთეტიკურ ბრეკეტებად აღიარებულ “3M Unitek”-ის ფირმის ფაიფურის ბრეკეტებს „Clarity“.
ლამაზი, მოდური და ელეგანტური ფაიფურის ბრეკეტები – თვალისმომჭრელი ღიმილის საფუძველია! ამასთან არანაირი დისკომფორტი!
ra ghis?
ინფორმაციისათვის დარეკეთ კლინიკაში 210-30-64 ან 218-40-18
ეს რა ღირს?
750 ლარი თვის ბოლომდე აქციის ფარგლებში. ისე 1000 ლარიდან.
ახლო მომავალში კიდევ როდის გექნებათ კერამიკულ ბრეკეტებზე ფასდაკლება?
725ლარი ორივე ყბაზე თუ ერთზე???
750 ლარი ერთ ყბაზე. გთავაზობთ შიდა და საბანკო განვადებას. შიდა განვადების შემთხვევაში იხდით 1 ყბის საფასურს მთლიანად და მეორე გინაწილდებათ 6 თვეზე. საბანკო განვადების შემთხვევაში მთლიანად ნაწილდება თანხა 3 დან 12 თვემდე
ამაზე დაბალფასიანი ბრეკეტი გაქვთ?
მეტალის ბრეკეტები 450 ლარიდან