მოსახსნელ აპარატებს იყენებენ, როგორც თანამედროვე ორთოდონტიული, კომპლექსური მკურნალობის პირველ ეტაპს. აპარატებს იყენებენ თანკბილვისა და კბილთა რიგის შესამჩნევი დეფორმაციებისას. მოსახსნელი აპარატებით, დამოუკიდებელი ორთოდონტიული მკურნალობა ძალზედ იშვიათად ტარდება, რიგი უარყოფითი მხარეების გამო: მკურნალობის ეფექტურობა დამოკიდებულია პაციენტთან თანამშრომლობაზე, რთულია კბილების კოპუსული გადაადგილება ყბის ძვალში.
ორყბიანი აპარატები
მოსახსნელი აპარატები იყოფა ერთყბიან და ორყბიან აპარატებად.
ორყბიანი აპარატები იხმარება ყბის ძვლების აქტიური ზრდის პერიოდში. აპარატის მოქმედება დაფუძნებულია ყბის ზრდის ზონებში ზემოქმედებაზე, ორყბიანი აპარატების ზოგიერთ ტიპს შეუძლია ცალკეული კბილების დგომის შეცვლა, მაგრამ ეს მეორე ხარისხოვანი ამოცანაა. ორყბიანი აპარატები განკუთვილია ღამის საათებში (ძილის დროს) ტარებისათვის.
აპარატები მზადდება სატექნიკო ლაბორატორიაში, პაციენტის ყბის ზომების წინასწარი აღებით.
ერთყბიანი აპარატები
ფირფიტოვანი აპარატები ზედა და ქვედა ყბისათვის. განკუთვნილია 24 საათიან რეჟიმში ტარებისათვის. ამ აპარატებს იყენებენ ზედა კბილთა რკალის გასადიდებლად, კბილების ნორმალურ პოზიციაში დაყენებისათვის.
ორთოდონტიული აპარატების მოვლა
აპარატების წმენდა ხდება ცალკე ჯაგრისით, უპასტოდ, დღეში 2-ჯერ ჰიგიენური პროცედურების დროს. მოსახსნელი კონსტრუქციებისათვის ეფექტურია მალ-ხსნადი ტაბლეტების გამოყენება. აპარატების მოთავსება ასეთ ხსნარებში ხდება ყოველდღიურად 10-20 წუთის განმვალობაში. აპარატების შენახვა სასურველია მყარ კონტეინერებში, მშრალ ადგილას.
შეგუების პერიოდი
შეგუების ხანგრძლივობამ შეიძლება გასტანოს რამოდენიმე დღიდან 3-4 კვირამდე. ვადა ინდივიდუალურია ყველა პაციენტისათვის. შეგუების პერიოდში მატულობს ნერწყვდენა, ჩნდება დიქციასთან და გემოსთან დაკავშირებული პრობლემები. მოსახსნელი აპარატები არ უნდა იწვევდნენ ტკივილს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ მკურნალ ორთოდონტს აპარატის კორექციისათვის.
პრეორთოდონტიული ტრეინერები
უკანასკნელი წლებია, ორთოდონტიულ ბაზარზე გაჩნდა მზა მოსახსნელი აპარატები. გარეგნულად ისინი ორყბიან კაპებს წააგავს და მზადდება ელასტომერული პოლიურეთანისგან. განკუთვნილია ღამით ტარებისათვის. მათი სახელი პრეორთოდონტიული ტრეინერებია. ტრეინერი ხელს უშლის პირით სუნთქვას, აკორექტირებს ენის მდებარეობას, ახდენს ზეგავლენას კბილების მდებარეობაზე და თანკბილვის გასწორებაზე.
პროფილაქტიკური პროთეზები
სარძევე და შერეული თანკბილვისას, კბილების ადრეული დაკარგვის შემთხვევაში მზადდება პროფილაქტიკური პროთეზები. ისინი აუცილებელია კბილთა რკალების დეფორმაციის თავიდან ასაცილებლად. წინასწარ აღებული ზედა და ქვედა ყბის ზომების მიხედვით, ბავშვებს უმზადდებათ მოსახსნელი პროთეზები. მოსახსნელი პროთეზები უნდა შეიცვალოს სარძევე თანკბილვისას 6-8 თვეში ერთხელ. პროთეზი ახდენს გამღიზიანებელ ზემოქმედებას, რაც ასტიმულირებს ყბის ზრდას და მუდმივი კბილების ამოჭრას.
ჰინცის ფირფიტები
ფირფიტები იხმარება ინფანტილური ყლაპვის, თითისა და ტუჩის წოვის დროს კბილთა რკალის პროფილაქტიკისა და კორექციისათვის. აღნიშნული ფირფიტები იხმარება როგორც სარძევე ასევე შერეული თანკბილვისას.
თვინ-ბლოკების გამოყენება
აპარატი გამოიყენება, მცირე ზომის ქვედა ყბით გამოწვეული, დისტალური თანკბილვის სამკურნალოდ. აპარატი შედგება ორი მოსახსნელი ზედა და ქვედა ყბის ფირფიტებისაგან. პირის დახურვისას აპარატები ქვედა ყბის მხოლოდ გარკვეული მდგომარეობისას ერთდება. აპარატი იხმარება ორთოდონტიული მკურნალობის პირველ ეტაპზე. ხელს უწყობს თანკბილვის პათოლოგიის გასწორებას პრემოლარების ამოღების გარეშე.
პაკო, გენიოსი ხარ და ძალიან მომწონს ბლოგი!
შევეცდები, სისტემატურად გავეცნო და მივიღო მონაწილეობა! 😉 😉
:)))
გაიხარე თენგო შენი შექება ჩემთვის დიდი პატივია, ასევე შეგიძლია იხილო ჩემი საიტი orthodont.ge