Feeds:
ჩანაწერები
Comments
481498_3554155111990_680352653_nროდის უნდა მივმართოთ ბავშვთა სტომატოლოგს? შეკითხვებს პასუხობს ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის ექიმი ელენე ხარაშვილი 
პირველი კბილის ამოჭრის შემდეგ.
რატომ ასე ადრე?
რადგან გვაქვს კბილი, ესე იგი არსებობს კარიესის გაჩენის საფრთხეც. სტომატოლოგი ზუსტად გირჩევთ, როგორ მოუაროთ კბილებს სწორად და აარიდოთ თავი მავნე ჩვევებს, მათ შორის თითის წოვას, მაწოვარას ხანგრძლივ გამოყენებას. ასევე მიიღებთ რეკომენდაციას სწორ კვებასთან დაკავშირებით. იყო ყურადღებიანი და აქტიური მშობელი დღეს, ნიშნავს დაეხმარო შვილს მომავალში ჰქონდეს ჯანმრთელი ღიმილი.
როგორ მოვამზადოთ ბავშვი სტომატოლოგთან ვიზიტისთვის?
კლინიკაში ვიზიტზე წინასწარ ისე ისაუბრეთ, როგორც საინტერესო მოგზაურობაზე. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი შიში და ნერვიულობა ბავშვსაც მარტივად გადაედება, ამიტომ ეცადეთ, არასოდეს აჩვენოთ თქვენი შფოთვა. მათ გასაგონად ნუ იტყვით ისეთ სიტყვებს, როგორიცაა „ნუ გეშინია“, „არ გეტკინება“ და „მოითმინე“. მათ ნაცვლად შეგიძლიათ უთხრათ, რომ კბილებს დაუთვლიან და დაუთვალიერებენ. შეგიძლიათ ვიზიტის სცენა სახლშიც გაითამაშოთ. არ არის საჭირო ოჯახის წევრებმა დეტალებში მოყვნენ თავიანთი ნეგატიური გამოცდილებები სტომატოლოგთან. სასურველია პირველი ვიზიტი დაემთხვას პროფილაქტიკურ მომართვას და არ იყოს დაკავშირებული ტკივილთან. ამ დროს პაციენტსა და ექიმს შორის მეტი ნდობა და მეგობრული ურთიერთობა ყალიბდება. 1. ვიზიტისთვის შეარჩიეთ დღის პირველი ნახევარი, მაშინ როცა ბავშვი უფრო დასვენებულია და კარგად თანამშრომლობს. ნუ დაამთხვევთ ვიზიტს ბავშვის ძილის დროს. 2. ბავშვი არ უნდა იყოს მშიერი. 3. თუ ბავშვი მოწყენილი გეჩვენებათ, ჩაერთეთ თქვენც, მიანიშნეთ სტომატოლოგს. გახსოვდეთ, რომ თქვენ ერთ გუნდში ხართ.
1012196_4533776721918_1644439079_nტკბილეული მართლაც ასეთი მავნეა კბილებითვის?
ეს სიმართლეა! შაქრის და ნახშირწყლების ხშირი მოხმარება კბილებისთვის მავნეა. როდესაც ბავშვი იღებს ტკბილეულს, პირის ღრუში მატულობს მჟავიანობა, რაც უარყოფითად აისახება კბილის მინანქარზე. ამიტომ როგორც კი ბავშვი ორცხობილით ან საწუწნი კანფეტით ჩაიტკბარუნებს პირს, ეცადეთ გაუწმინდოთ კბილები ან გამოავლოთ წყალი. ძილის წინ არ შეიძლება ტკბილეულის ან დამტკბარი სითხის მაწოვარათი მიღება.
როდის ამოდის სარძევე კბილები?
პირველი სარძევე კბილები ამოჭრას იწყებს 6 თვიდან 1 წალმდე პერიოდში. კბილების ამოსვლის პროცესი ინდივიდუალურია და ბევრი ბავშვისთვის ის შეიძლება საკმაოდ მტკივნეულიც აღმოჩნდეს. ბავშვების უმრავლესობას 3 წლის ასაკისთვის უკვე 20 სარძევე კბილი აქვს. რატომაა სარძევე კბილები მნიშვნელოვანი? სარძევე კბილები მნიშვნელოვანია ბავშვის ჯამრთელობისთვის და ზრდა-განვითარებისთვის. ისინი ეხმარებიან მას ღეჭვასა და საუბარში. უზრუნველყოფენ მათ მომხიბვლელ და თავდაჯერებულ ღიმილს. სარძევე კბილები სამომავლოდ ადგილს უმზადებენ მუდმივ კბილებს. თუ ბავშვმა სარძევე კბილი ნაადრევად ამოიღო, მუდმივი კბილისთვის განკუთვნლი სივრცე იკარგება, რაც მომავალში ბავშვს უყალიბებს არასწორ თანკბილვას. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ადრეული ასაკიდან სარძევე კბილების მოვლა.
16729114_1542757382420020_4110629265902896609_nროგორ მოვუაროთ ბავშვის სარძევე კბილებს?
3 წლამდე ბავშვს კბილების გახეხვაში უნდა ეხმარებოდეს მშობელი. კბილების გახეხვა აუცილებელია დღეში ორჯერ, დილას და საღამოს. თუ ბავშვი ამას დამოუკიდებლად ახერხებს, თქვენ მხოლოდ თვალი ადევნეთ, რამდენად სწორად აკეთებს და იყენებს თუ არა სათანადო რაოდენობის პასტას. მუდმივად შეახსენეთ პატარას, რომ კბილის პასტა არ უნდა გადაყლაპოს. იქამდე, სანამ არ დარწმუნდებით, რომ თქვენი შვილი სწორად იხეხავს კბილებს, აუცილებლად დაეხმარეთ მას. არ დაგავიწყდეთ პერიოდულად კბილის ჯაგრისის გამოცვლა.
როგორი უნდა იყოს კბილის პასტა ბავშვებისთვის?
პატარებისთვის განკუთვნილი კბილის პასტა აუცილებლად უნდა შეირჩეს ასაკობრივად, უზრუნველყოფდეს კბილების ფაქიზ, მაგრამ ხარისხიან წმენდას. საბავშვო კბილის პასტა უნდა იყოს უსაფრთხო, რადგან ბავშვებს უჭირთ პირის ღრუს სრულფასოვნად გამოვლება და ტუბის 30% უბრალოდ ყლაპავენ. 3 წლამდე ბავშვისთვის კბილის პასტის რაოდენობა უნდა იყოს ბარდის მარცვლის ნახევარი, სამი წლის ზევით კი ბარდის მარცვლის ოდენა.

IMG_2610_1_20ბრეკეტ-სისტემების მწარმოებლები ყოველდღიურად მუშაობენ რათა დახვეწონ ბრეკეტები, თუმცა მათი ტარება მაინც ბევრ პაციენტს აკარგვინებს ორთოდონტიული მკურნალობის სურვილს. არსებობს კი კბილების გასწორების მეთოდი ბრეკეტების გარეშე? არც ისე დიდი ხნის წინ ჩვენს ქალაქშიც შესაძლებელი გახდა კბილების გასწორება ორთოდონტიული კაპების ანუ ელაინერების საშუალებით.

თემაზე გვესაუბრება “ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის” ექიმი-ორთოდონტი ანნა მეტრეველი

ელაინერებით მკურნალობის დადებითი და უარყოფითი მხარეები:

გარეგნულად ელაინერები ცოტათი წააგავს იმ კაპებს, რომლებსაც სტომატოლოგები უნიშნავენ კბილების სახლის პირობებში გათეთრების ან ბრუქსიზმის დროს. ისინი ყველა პაციენტისთვის მზადდება ინდივიდუალურად სატექნიკო ლაბორატორიაში ან სპეციალურ ქარხნებში. ესთეტიურობის და გამჭირვალობის მხრივ ყველაზე ესთეტიური ბრეკეტებიც კი ვერ შეედრება კაპებს.

აღსანიშნავია ელაინერების ერთ-ერთი დიდი პლუსი ჰიგიენა. თუკი ბრეკეტების ტარების დროს ჯაგრისის და კბილის პასტის გარდა აუცილებელია დამატებითი ჰიგიენური საშუალებები: ფლოსი, ირიგატორი, კბილთაშუა ჯაგრისი. კაპების შემთხვევაში ყველაფერი გაცილებით მარტივია, იხსნით და იხეხავთ კბილებს.

17425877_1588993627796395_284869534932340868_nელაინერებით მკურნალობას აქვს გარკვეული ნიუანსები. ბრეკეტებით მკურნალობისგან განსხვავებით ელაინერები არის მოსახსნელი. პაციენტი ხმარობს 24 საათი, მცირე შუალედებით ჭამის და ჰიგიენის დროს. გარკვეული დროის შემდეგ კაპები იცვლება, ხოლო საბოლოო კაპებით ხდება მიღებული შედეგის შენარჩუნება. მკურნალობა პათოლოგიის სირთულიდან გამომდინარე შესაძლოა გაგრძელდეს, როგორც ბრეკეტების დროს 9 თვიდან 2 წლამდე.

აღნიშვნის ღირსია ექიმთა ვიზიტების რაოდენობის შემცირება, რიგ შემთხვევებში ორთოდონტი წინასწარ ამზადებს კაპებს და რამოდენიმე თვის სამკურნალო ელაინერებით ამარაგებს პაციენტს. პაციენტს ეძლევა მკურნალობის გეგმა და მის მიხედვით იცვლის კაპებს.

ელაინერებით მკურნალობა ტარდება მოზრდილ და მოზარდ ასაკში, როდესაც მოხდა სარძევე კბილების შეცვლა მუდმივით და დასრულდა ყბების ზრდის პროცესი.

ელაინერების მოვლა 

გამჭვირვალე ელაინერები არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას: საკმარისია ჯაგრისით გაწმენდა და წყალში გავლება. კაპების ტარების დროს არ არის შეზღუდვა საკვებზე, როგორც ბრეკეტების დროს. გამონაკლისს წარმოადგენს საღეჭი რეზინი, რომელიც ეწებება ელაინერებს. ექიმთან ვიზიტი საჭიროა 1-2 თვეში ერთჯერ.

ელაინერებით მკურნალობის ჩვენება უკუჩვენებები

ehlajnery-dlya-vyravnivaniya-zubovელაინერები ადვილად უმკლავდებიან კბილთაშუა სივრცეებს, ასწორებენ მცირედ გამოხატულ მჭიდრო დგომას, თანკბილვის მსუბუქ დარღვევებს. ელაინერები ასევე შესაძლოა გამოვიყენოთ როდესაც საჭიროა ერთეული კბილების გადაადგილება, ან ბრეკეტებით მკურნალობის დასასრულებლად და მიღებული შედეგის დასაფიქსირებლად. გთავაზობთ ძირითად ჩვენებებს:

იმისათვის რომ გაიგოთ რამდენად შესაძლებელია თქვენს შემთხვევაში ელაინერებით მკურნალობა დარეკეთ და ჩაეწერეთ კონსულტაციაზე 232-22-27

თუკი მკურნალობის მიზნით აირჩიეთ ელაინერები

თუკი გადაწყვიტეთ იმკურნალოთ ელაინერებით აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია სპეციალისტთან და ჩაიტაროთ სრული დიაგნოსტიკა. დათვალიერების დროს ექიმი-ორთოდონტი გადაწყვეტს შეძლებს თქვენი პრობლემის გადაჭრას ელაინერებით თუ ვერა.

მსოფლიო ვარსკვლავები, რომლებიც ატარებდნენ ელაინერებს

ცნობილი ადამიანების უმეტესობა ვერ ატარებს ბრეკეტებს და უწევთ ელეინერებით მკურნალობა.

foto_zhizel_byundhen_posle_lecheniya_ehlajneramiჟიზელ ბიუნდხენი

ჟიზელის ერთადერთი ნაკლი იყო არასწორად მდგარი წინა კბილი, რის გასასწორებლადაც მან იმკურნალა ელაინერით.

 

 

ზაკ ეფრონი

ბევრი ცნობილი ადამიანი ამაყობს კბილთაშორის სივრცით, მაგრამ არა ზაკ ეფრონი. დიასთემა რომელიც ჰქონდა ზაკს წინა კბილების არეში მას ძალიან არ მოსწონდა. ელაინერების წყალობით მსახიობის გარეგნობა კარდინალურად შეიცვალა

ქლოი კარდაშიანი

ქლოი სულ თვლიდა, რომ მას კბილების არასწორი დგომა ჰქონდა და ოცნებობდა გასწორებაზე, თუმცა ორთოდონტიული მკურნალობა მხოლოდ წინა წელს გაბედა.

foto_hloi_kardashyan_posle_lecheniya_ehlajnerami

ჯასტინ ბიბერი 

მოზარდი გოგონების უსაყვარლესი მომღერალი ჯასტინი ვერ დაუშვებდა იმიჯის შეცვლას ბრეკეტებით, ამიტომ იდეალური ღიმილის შექმნა გადაწყვიტა ელაინერებით

foto_dzhastina_bibera_posle_lecheniya_ehlajnerami

ევა ლონგორია 

სასოწარკვეთილ დიასახლისს ევა ლონგორიას იშვიათად აწუხებს ეჭვები. გადაწყვიტა გაესწორებინა კბილები – აირჩია ელაინერები – და მორჩა!

foto_evy_longoriya_posle_lecheniya_ehlajnerami

კეტრინ ჰეილი

“ცოტათი ფეხმძიმე” ფილმის ვარსკვლავმა, გადაწყვიტა კბილების გასწორება საკუთარი ქორწილის წინ. მსახიობს სურვილი ქონდა, რომ ქორწილის სურათებში ყოფილიყო იდეალური და ამისთვის მზად იყო ცერემონიაც გადაედო. კბილების გასწორებაში მას ელაინერები დაეხმარა.

foto_kehtrin_hejgl_posle_lecheniya_ehlajnerami

ერთმონენტიანი, მომენტალური ან დაუყოვნებელი იმპლანტაცია – პროცედურა რომელიც სტომატოლოგისგან გარკვეულ ცოდნას და გამოცდილებას მოითხოვს. აღნიშნული ტიპის ოპერაცია ექიმებისთვის და განსაკუთრებით კი პაციენტებისთვის  გამორჩეული მანიპულაციაა. რომ გავერკვეთ რით განსხვავდება და რა უპირატესობა აქვს მომენტალურ იმპლანტაციას კლასიკურთან შედარებით დაგვეხმარება ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის ორთოპედ-იმპლანტოლოგი პავლე ხუჯაძე

img_2674რა არის ერთმომენტიანი იმპლანტაცია?

ერთმომენტიანი ან მომენტალური იმპლანტაცია ეწოდება კბილის აღდგენის მანიპულაციას, როდესაც კბილის ამოღებისთანავე ჭრილობაში თავსდება იმპლანტი და ეს ყველაფერი ხდება ერთ ვიზიტში. მომენტალური იმპლანტაცია ყველაზე მოთხოვნადია ფრონტალურ არეში, ანუ იქ სადაც ყველაზე მნიშვნელოვანია ესთეტიკა.

მომენტალური მეთოდი საგრძნობლად ამცირებს რეაბილიტაციის ვადებს და პაციენტს საშუალება ეძლევა დაიფიქსიროს დროებითი კონსტრუქცია.

კბილის ამოღების შემდეგ იმპლანტაციის რა ტიპები არსებობს?

არსებობს აღნიშნული პროცედურის იმპლანტაციის 3 სახე.

პირველი – მომენტალური იმპლანტაცია, რომლის დროსაც იმპლანტის მოთავსების შემდეგ იკერება ღრძილი და შემდგომი მანიპულაციები ტარდება მხოლოდ სრული შეხორცების შემდეგ.

მეორე – იმპლანტის მოთავსების გარდა პაციენს უკეთდება ღრძილის მაფორმირებელი, რაც პაციენტს აარიდებს შემდგომში აღნიშნული მანიპულაციის ჩატარებს და ასევე ეხმარება ე.წ. “ვარდისფერი ესთეტიკის” შენარჩუნებაში ანუ იმპლანტაციის ადგილზე რბილი ქსოვილების ბუნებრივი იერსახის შექმნაში.

მესამე – ამოღებული კბილის ადგილზე მოთავსებულ იმპლანტზე კეთდება დროებით გვირგვინი. იმპლანტის შეხორცების შემდეგ დროებითი გვირგვინი იცვლება მუდმივით. მომენტალური იმპლანტაციის ეს სახეობა ესთეტიური თვალსაზრისით დღეისათვის ითვლება ყველაზე ეფექტურად. მისი დახმარებით პაციენტს არ უწევს უკბილოდ სიარული. ექსპრეს იმპლანტაციის ეს მეთოდი ძირითადად გამოიყენება ფრონტალურ არეში.

კბილების მომენტალური იმპლანტაცია და მისი უპირატესობები

ლამაზი იერის შექმნა განსაკუთრებით ფრონტალურ არეში – არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე – ღეჭვის და საუბრის ფუნქციები, ხოლო ღრძილის კონტური – არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე სწორად შერჩეული კბილის ფერი და ფორმა. მომენტალური იმპლანტაციის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მიუხედავად იმისა ვაკეთებთ მაფორმირებელს თუ დროებით გვირგვინს, ჩვენ ვინარჩუნებთ  რბილი ქსოვილების კონტურებს. ორმომენტიანი იმპლანტაციის შემთხვევაში გვიწევს ამ კონტურების ხელოვნურად შექმნა.

რა უკუჩვენებები აქ მომენტალურ იმპლანტაციას?

სამწუხაროდ მომენტალური იმპლანტაცია ყოველთვის არ წარმოადგენს მკურნალობის ოპტიმალურ ვარიანტს, რადგან კბილის ამოღებისთანავე იმპლანტის მოთავსება ვერ ხერხდება. მაგალითად მომენტალური იმპლანტაცია არ ტარდება როდესაც ამოღებული კბილის ადგილას აღინიშნება ანთების კერა. ასევე წინააღმდეგობად გვევლინება: დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი, ძლიერი ბრუქსიზმი ან უკონტროლო კბილების კრაჭუნი. რიგი ქრონიკული დაავადებების გამწვავების ან რეციდივის ფაზაში, ნახევარი წლის წინ გადატანილი ინფარქტები, ინსულტები ან ჰიპერტონიული კრიზები. რისკის ზონაში ასევე ხვდებიან მწეველები. მიუხედავად იმისა რომ მოწევა განეკუთვნება პირობით უკუჩვენებებს, იგი სრულებით შესაძლებელია, რომ გახდეს იმპლანტის გამოძევების მიზეზი.

სხვა შემთხვევებში კბილის ამოღების შემდგომი მომენტალური იმპლანტაცია დასაშვების, რასაც ვერ ვიტყვით მომენტალურ დატვირთვაზე, ანუ დროებითი გვირგვინის გაკეთებაზე. ასეთ სიტუაციებს განეკუთვნება მაგალითად კბილის ტრავმული ექსტრაქცია, არა საკმარისი მოცულობა რბილი და მაგარი ქსოვილების, იმპლანტის არასაიმედო ფიქსაცია და ძვლის რბილი სტრუქტურა. ასეთ შემთხვევებში მაქსიმუმ კეთდება ღრძილის მაფორმირებელი, ხოლო თუკი კბილი ესთეტიურ ზონაშია ხდება ორთოპედიული კონსტრუქციის დროებითი ფიქსაცია მეზობელ კბილებზე.

რისკები რომლებიც აქვს მომენტალურ იმპლანტაციას.

სიმართლე, რომ ითქვას მომენტალური იმპლანტაციის დროს რისკები მეტია ვიდრე ორ ეტაპიანი იმპლანტაციისას თუმცა პროცენტულად ეს დიდ სხვაობას არ იძლევა. მეტიც ეს რისკი გამართლებულია, როდესაც გვესაჭიროება მომენტალური მაღალესთეტიური შედეგი. იმპლანტის გამოძევება შესაძლოა გამოიწვიოს მისმა არასაკმარისმა ფიქსაციამ და დროებითი გვირგვინის დამაგრებამ. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კბილის ამოღების შემდეგ თუკი არ მოხდება ჭრილობის გაკერვა შესაძლოა მისი დაინფიცირება ნადებით რაც გამოიწვევს პერიიმპლანტიტს.

ამიტომ აუცილებელია ექიმმა სწორად შეაფასოს პირის ღრუს მდგომარეობა და მიიღოს გადაწყვეტილება დატვირთოს იმპლანტი მომენტალურად თუ მოიცადოს შეხორცებამდე.

 

perekrestnyj_prikus_1მსოფლიო მკვლევარების მონაცემების მიხედვით ჯვარედინი თანკბილვა გვხვდება ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების 26%. აღნიშნული პათოლოგიის მქონე ადამიანებს აწუხებთ არასრულფასოვნების კომპლექსი ულამაზო ღიმილის და სახის ასიმეტრიის გამო, თავს არიდებენ გარშემომყოფებთან ურთიერთობას. თუმცა ჯვარედინი თანკბილვა არაა ცხოვრების დასასრული და მისი მკურნალობა შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში. თუ როგორ წაიკითხეთ ჩვენს სტატიაში.

რას წარმოადგენს ჯვარედინი თანკბილვა?

ჯვარედინი თანკბილვა – არის ტრანსვერსალური ყბა-კბილთა ანომალია, რომლის დროსაც აღინიშნება კბილთა რკალების და/ან ყბების შეთანასოვნების დარღვევა ჰორიზონტალურ სიბრტყეში. ჯვარედინ თანკბილვას არსებობს: ბუკალური, ლინგვალური ან შერეული.

perekrestnyj-prikus-u-rebenkaბუკალური ტიპის დროს (bucca – ნიშნავს ლოყას) დამახასიათებელია ზედა ყბის კბილთა რკალის შევიწროება და/ან ყბის და გაფართოება ქვედა ყბის კბილთა რაკალის და/ან ყბის. ლინგვალურის დროს ყველაფერი პირიქითაა – ზედა საკმაოდ ფართეა ხოლო ქვედა ვიწრო. ბოლო ტიპისთვის კი დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი პათოლოგია. ჯვარედინი თანკბილვის დროს წინა და უკანა კბილების სწორი შეთანასოვნება არ ხდება.

ჯვარედინი თანკბილვის განვითარების მიზეზები

ჯვარედინი თანკვილვა შესაძლოა იყოს, როგორც თანდაყოლილი ასევე შეძენილი. პირველს ეკუთვნის ანომალიები, რომლებიც გადაეცემა მემკვიდრეობით მშოლებისგან ან ბებია-ბაბუებისგან, ასევე შესაძლოა განვითარდეს ორსულობის რომელიმე ეტაპზე.

შეძენილი პათოლოგია ვითარდება რიგი ტრავმების შედეგად ან არასწორად შეხორცებული მოტეხილობების დროს. არასწორი სუნთქვის და ინფანტილური ყლაპვის დროს; ძილის დროს ბავშვი არასწორი მდებარეობის შედეგად, აგრეთვე რაქიტის და სკოლიოზის დროს.

perekrestnyj-prikus-1საინტერესო ფაქტი: არასწორი აღნაგობის მქონე მქონე ადამიანებში, ჯვარედინი თანკბილვა გვხვდება 1,5 უფრო ხშირად ვიდრე სწორი ხერხემალის მქონე პაციენტებში. 

პათლოგიის განვითარებაში არანაკლებ როლს თამაშობს კბილების უდროოდ დაკარგვა და მათი პათოლოგიური ამოჭრა. ცუდი ჰიგიენა ბავშვებში იწვევს უამრავ პრობლემებს, მათ შორის სარძევე კბილების ნაადრევ დაკარგვას და მუდმივი ჩანასახების დაზიანებას. შედეგად კბილთა რკალების ფორმირება ხდება არასწორედ, ირღვევა ყბების ზრდა, რაც იწვევს არასწორ თანკბილვას. კბილების დიდხნიანი ნაკლებობა დიდებშიც იწვევს ტრანვერსალური ანომალიების განვითარებას.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია სათანადო ყურადღება მიაქციოთ პირის ღრუს ჯანმრთელობას და დროულად მოახდინოთ ნაკლული კბილების ჩანაცვლება ხელოვნური კონსტრუქციებით.

ჯვარედინი თანკბილვა – მკურნალობა მოზრდილებში და ბავშვებში

ანომალიის თავიდან აცილებაში გვეხმარება დროული პროფილაქტიკა, მაგრამ რა ვქნათ თუკი ჯვარედინი თანკბილვა უკვე ჩამოყალიბდა? მკურნალობის მეთოდის არჩევა დამოდიკებულია სხვადასხვა ფაქტორებზე: ანომალიის სახეზე, მის ხარისხზე, აგრეთვე პაციენტის ასაკზე. როგორც წესი ჯვარედინი თანკბილვა ყველაზე კარგად მკურნალობას ემორჩილება ბავშვებში.

perekrestnyj-prikusროგორ ხდება ჯვარედინი თანკბილვის მკურნალობა ბავშვებში?

თუკი ბავშვს დაუსვეს აღნიშნული დიაგნოზი პირველ რიგში აუცილებელია გამომწვევის მოშორება, ანუ გადააჩვიოთ ბავშვი მავნე ჩვევებს, უყიდოთ მას სწორი მატყუარა და ბოთლი, ასევე ყურადღება მიაქციეთ ეძინოს ერთი და იგივე პოზაში. მოზრდილ ბავშვს აიძულეთ მიიღოს მაგარი საკვები და დიდხანს ღეჭოს დეფორმირებულ მხარეზე. ადრეულ ცალმხრივ ასიმეტრიას შესაძლოა უშველოს კბილების მოქლიბვამაც, მაგრამ მხოლოდ საწყის სტადიებზე.

ყბების არასწორი განვითარების შედეგად ჩამოყალიბებული ჯვარედინი თანკბილვა შესაძლოა გამოვასწორდეს დამწოლი ნახვევით ან სასის გამაფართოებლებით. თუმცა აღნიშნული კონსტრუქციები უნდა გამოვიყენოთ განსაკთრებული სიფრთხილით. ზედმეტმა ზეწოლამ შესაძლოა გამოიწვიოს ნიკაპის ან სახის საგრძნობი დეფორმაციები. თუკი ჯვარედინი თანკბილვა განვითარდა კბილების ნაადრევი დაკარგვის შედეგად, პირველ რიგში აუცილებელია მათი აღდგენა ხოლო შემდგომ უკვე მკურნალობა.

საინტერესო ფაქტი: სასის გამაფართოებლების გამოყენება შესაძლებელია მოზრდილ ასაკშიც, სასის ნაკერის გაძვალებამდე ანუ დაახლოებით 18-22 წლამდე. უფრო დიდ ასაკში ხდება სასის ნაკერის ქირურგიული გზით გახსნა.

კბილთა რკალების მდებარეობის და ზომების ნორმალიზება სარძევე და ცვლადი თანკბილვის დროს ხდება ფირფიტების და ტრეინერების დახმარებით, ხოლო 12 წლის შემდეგ ბრეკეტებით ან ელაინერებით. მუდმივი თანკბილვის დროს აღნიშნული ანომალიის აღმოსაფხვრელად გამოიყენება სხვა მეთოდები.

ჯვარედინი თანკბილვის მკურნალობა დიდებში

დიდებში ჯვარედინი თანკბილვის გასწორებაში გვეხმარება კომბინირებული ორთოდონტიული მკურნალობა, რაც ხშირად მოიცავს ორთოგნათიულ ქირურგიას. თუმცა ოპერაცია ყველა შემთხვევაში საჭირო არაა. მაგალითად კბილთა რკალების დონეზე განვითარებული ანომალიის გამოსწორება შესაძლებელია ბრეკეტებით ან ელაინერებით.

რიგ შემთხვევებში, როდესაც პაციენტს აღენიშნება კბილების მჭიდრო დგომა, ხოლო ყბაზე ადგილი არასაკმარისია, ექიმები მიმართავენ კბილების ამოღებას – ძირითადად პრემოლარები (4-5 კბილები) ან სიბრძნის კბილები.

ადამიანებს რომელთაც აღენიშნებათ ყბის ძვლის ანომალიები აგზავნიან ოპერაციაზე. მისი ჩატარება ხდება ზოგადი ნარკოზის ფონზე. უნდა გახსოვდეთ, რომ ქირურგიული ეტაპი არ გამორიცხავს ორთდონტიული კონსტრუქციების ტარებას. ჯვარედინი თანკბილვის დროს პაციენტს მოუწევს ბრეკეტების ტარება ქირურგიულ ჩარევამდე და მერეც.

რას იქნება თუკი ჯვარედინი თანკბილვის მკურნალობა არ მოხდება მოზრდილ ასაკში?

ყველაზე საწყისი სტადიაც ადრე თუ გვიან გადადის მძიმეში და იწვევს სამწუხარო და საშიშ შედეგებსაც. ჯვარედინი თანკბილვის მქონე ყველა პაციენტს მიუხედავად ანომალიის ფორმისა, აღენიშნებათ სახის ასიმეტრია. ბუკალური სახეობის მქონე პაციენტებს ყველა ჩამოთვლილი დეფორმაციის გარდა აღენიშნებათ ქვედა ყბის გადიდება, ხოლო ლინგავლურის დროს – ნიკაპის დეფორმაციაც.  რაც შეეხება ანომალიების თანხვედრას, იგი მოიცავს ერთდროულად ყველა ჩამოთვლილ სიმპტომს. ამას გარდა ჯვარედინი თანკბილვის მქონეების გამოცნობა შესაძლებელია ზედა ან ქვედა ტუჩის ჩავარდნით და საუბარში არსებული პრობლემებით.

აღნიშნული პათოლოგია იწვევს არა მხოლოდ ესთეტიკურ პრობლემებს – ირღვევა ღეჭვის და საჭმლის მონელების ფუნქციები, ასევე ჩნდება კუნთების ჰიპერტონუსი, თავის ტკივილები და საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ჰიპერტონუსი. ამას გარდა თანკბილვა ადრე თუ გვიან ხდება ტრავმული და აზიანებს პირის ღრუს რბილ ქსოვილებს. გაჩენილ ჭრილობებში ხვდება ბაქტერიები, შედეგად ჩნდება ძლიერი ანთებები და პაროდონტის დაავადებები. ამიტომ ყველაფრის ასე დატოვება არც თუ ისე კარგი იდეაა.

whiteningრომელი გათეთრება ავირჩიო? ამ შეკითხვას სვამს ადამიანი, რომელსაც უკვე გადაწყვეტილი აქვს აღნიშნული პროცედურის ჩატარება, მაგრამ ჯერ ვერ ჩამოყალიბდა თუ რომელი მეთოდი გამოიყენოს. პროფესიონალურ სისტემებში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს კბილების ლაზერით გათეთრებას. რომლის შესახებაც გიამბობთ ჩვენს სტატიაში.

რა არის ლაზერით გათეთრება?

ლაზერით გათეთრება წარმოადგენს კაბინეტური პროფესიონალური გათეთრების ერთ-ერთ მეთოდს, რომელიც გამოიყენება მხოლოდ კლინიკაში და ტარდება უშუალოდ ექიმის მიერ. ინტერნეტში შესაძლოა უამრავი ინფორმაციის მოძიება იმის შესახებ რომ იგი ძალიან გავს ფოტოგათეთრებას (ე.წ. ზუმ მეთოდს). თავდაპირველად ხდება კბილებზე მათეთრებელი გელის მოთავსება, ხოლო შემდგომ ექიმი ლაზერის სხივის საშუალებით ახდენს მის აქტივაციას. თითოეული კბილი მუშავდება 1-2 წუთის მანძილზე. საშუალოდ მთლიანი პროცედურა მოითხოვს 20 წუთს, აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლოა პროცედურის გამეორება.

img_simpler_iiრითი სჯობს ლაზერით გათეთრება ფოტოგათეთრებას?

კბილების ლაზერით გათეთრების ძირითადი კონკურენტი ფოტოგათეთრებაა. როგორც სახელიდან ჩანს მათი ძირითადი განსხვავება კატალიზატორშია, რომელიც ახდენს მათეთრებელი გელის აქტივაციას. თუკი ლაზერით გათეთრების შემთხვევაში კატალიზატორი არის სტომატოლოგიური ლაზერი, ფოტოგათეთრების შემთხვევაში გელის აქტივაციას იწვევს ჰალოგენური, დიოდური ან ულტრაიისფერი შუქის ლამპა. თუმცა ულტრაიისფერისგან განსხვავებით ლაზერის სხივი არ აცხელებს კბილის ქსოვილებს და გამორიცხავს კბილის ნერვის გადახურების ან დამწვრობის რისკებს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია! კბილის ქსოვილები თეთრდება მაგრამ არ ხდება არანაირი ზიანის მიყენება.

რამდენად ეფექტურია ლაზერით გათეთრება?

როცა ვსაუბრობთ გათეთრების ეფექტურობაზე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ რა იგულისხმება ამაში. პროფესიონალური ტერმინოლოგიის თანახმად, ნებისმიერი მათეთრებელი ტექნოლოგიის შედეგიანობა გამოიხატება კბილების მაქსიმალურად შესაძლო სითეთრის სწრაფად მიღებაში.

თუკი შევადარებთ ფოტო და ლაზერით გათეთრებას ეს უკანასკნელი მართლაც მოითხოვს შედარებით მცირე დროს. ლაზერით გათეთრების 1 სეანსი საშუალოდ იკავებს 10დან 20 წუთამდე დროს, როცა ფოტოგათეთრებას სჭირდება 1 დან 1,5 საათამდე დრო.

რაც ეხება მაღალ შედეგიანობას, ლაზერით გათეთრება მართლაც საშუალებას იძლევა მივიღოთ მაქსიმალური სითეთრე, რადგან ლაზერის გამოსხივებას აქვს მიმართული სხივის ნაკადი, ხოლო ლამპის შუქი იფანტება რაც ანელებს მათეთრებელი გელის მოქმედებას.

უსაფრთხოა თუ არა ლაზერით გათეთრება?

ლაზერი ექიმს საშუალებას აძლევს შეარჩიოს ინტენსივობის და მოქმედების ხანგრძლივობის მაქსიმალურად ზუსტი პარამეტრები ე.ი. მთელი პროცესი ხდება კონტროლირებადი. ამიტომაც ლაზერით გათეთრება ითვლება საუკეთესო მეთოდად.

როგორც ზევით ავღნიშნეთ, ლაზერის სხივი, ლამპის შუქისგან განსხვავებით მოქმედებს ლოკალურად და იმპულსურად, შედეგად სრულიად გამორიცხულია ღრძილების თერმული დამწვრობა ან რაიმე სხვა დისკომფორტის გამოვლინება.

როგორც ცნობილია, ოფისში გათეთრების დროს ხდება მაქსიმალურად მაღალი კონცენტრაციის გელების გამოყენება. ლაზერი საშუალებას იძლევა მინიმალური კონცენტრაციით მივიღოთ მაქსიმალური შედეგი, თან ამასთან გელს საშუალება აქვს ღრმად შეაღწიოს დენტინში.

როგორია ლაზერით გათეთრების ჩვენებები და უკუჩვენებები?

ლაზერით, როგორც სხვა ნებისმიერი მეთოდით გათეთრების ჩვენება კბილების არაესთეტიური შეფერილობაა, მათ შორის ყვითელი ფერი. საქმე იმაშია, რომ კბილის მინანქარი საკმაოდ გამჭვირვალე ქსოვილია, მასში გამოსჭვივის გაცილებით მუქი ფერის ღრმად მდებარე ქსოვილი დენტინი. ლაზერით გათეთრება, როგორც სხვა სისტემები მიმართულია დენტინის გაუფეროვნებაზე. ამ ქსოვილის დეპიგმენტაცია არ არის მავნე პროცედურა, თუმცა მის დაწყებამდე აუცილებელია დავრწმუნდეთ რომ არ გვაქ უკუჩვენებები.

ლაზერით გათეთრების აბსოლუტური უკუჩვენებაა

  • 16 წლამდე ასაკი;
  • ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება;
  • ალერგია გელის შემადგენელ კომპონენტებზე.

არსებობს აგერთვე შედარებითი უკუჩვენებები. მათ შორისაა მაგალითად ძალზედ გამჭვირვალე კბილები. მათი გათეთრება საკმაოდ რთულია, რადგან იძლევიან მოსერო შეფერილობას. ასევე არსებობს ისეთი დაავადება როგორიცაა ფლუოროზი, რომლის დროსაც კბილების გათეთრება თითქმის შეუძლებელია.

მავნეა თუ არა ლაზერით გათეთრება?

ლაზერით გათეთრების შესახებ გამოხმაურებების წაკითხვის დროს ხშირად შეხვდებით პაციენტების შეკითხვებს გათეთრების მავნებლობაზე. დღეისათვის თამამად შეიძება ითქვას, რომ საჭირო მომზადების, უკუჩვენებების არ არსებობის და ექიმის მიერ ყველა საჭირო წესების დაცვის შემდეგ ლაზერით გათეთრება არის აბსოლუტურად უსაფრთხო. იგი არანაირად არ აზიანებს კბილის მინანქარს. პირიქით ლაზერით გათეთრების შემდეგ კბილის მინანქარი ხდება 35% უფრო კომპაქტური და ეს ფაქტი მეცნიერულადაა დამტკიცებული.

თუმცა დარწმუნებული რომ იყოთ და თავიდან აირიდოთ უსიამოვნო შეგრძნებები, რეკომენდებულია მოსამზადებელ ეტაპზე გაიაროთ რემინერალიზაციური თერაპია, ხოლო თუკი ამჩნევთ კბილების მგრძნობელობის პერიოდულ მომატებას გამოიყენოთ სპეციალური დესენსიტაიზერი გელები.

1466775563_dental_32სიმართლე უნდა ითქვას კბილების ხეხვის მიჩვევა ზოგიერთ ზრდასრულსაც არ აწყენდა 🙂

დრო და დრო გამოჩნდებიან ეგზემპლიარები, რომლებიც ჯაგრისს თვეში ერთხელ თუ იყენებენ და ესეც კი დიდი მიღწევაა მათთვის.

kak-priuchit-rebyonka-k-chistke-zubov-1036-15010ეს, რომ არ მოხდეს დიდობაში მოდით დავიწყოთ ბავშვებით, რადგან პატარა უფრო მალეც ეჩვევა და ეს ჩვევა დიდი ალბათობით მას ცხოვრების ბოლომდე გაყვება.

brand-kidsme-child-font-b-baby-b-font-teeth-font-b-finger-b-font-massage-toothზუსტი თარიღი თუ როდის უნდა დავიწყოთ კბილების ხეხვა როგორც ასეთი დადგენილი არ არის, რადგან ბავშვების პირის ღრუს თვითწმენდის უნარი გაცილებით მაღალია ვიდრე დიდების. მარტივად, რომ ვთქვათ ნერწყვები მოდის და მოდის, შედეგად კბილები ირეცხება თავისით ისე რომ შეიძლება ჯაგრისიც არ დაჭირდეს. მაგრამ მაინც სჯობს არ გავაჯანჯლოთ ეს პროცესი და დავიწყოთ კბილების გასუფთავება პირველივე კბილიდან. დაახლოებით 6 თვის ასაკში. ამ ასაკში ვერანაირ სრულფასოვან წმენდაზე ვერ იქნება საუბარი, უბრალოდ შეიძინეთ სპეციალური თითზე გასაკეთებილი და იმით გაუხეხეთ თქვენს პატარას კბილები. დრო გადის და ოდესღაც დგება ჯაგრისის გამოყენების მომენტიც.კარგია როცა ბავშვი დამჯერია და გააკეთებს ამას თავადაც სიამოვნებით, მაგრამ თუკი არა? მოდით განვიხილოთ მეთოდები, როგორ დავარწმუნოთ პატარა პიროვნება, რომ კბილების ხეხვა – მაგარია 🙂

  • ბავშვებს ძალიან უყვართ უფროსების მიბაძვა, ამიტომ თქვენი მაგალითი მნიშვნელოვანია. თუკი ბავშვი ყოველდღე ხედავს, თუ როგორ იხეხავენ კბილებს მშობლები, ადრე თუ გვიან აუცილებლად მოუნდება მასაც ამის გაკეთება, იგი უბრალოდ ასეა მოწყობილი.
  • charlotte-using-daddys-brush-1024x682არ დააძალოთ. დაძალების ცდა – საუკეთესო საშუალებაა ბავშვს გაუქროთ ყველანაირი სურვილი რამის კეთების.
  • არ გაუჯავრდეთ. თუკი იგი ცდილობს, როგორ ცუდადაც არ უნდა გამოსდიოდეს ნუ გაუჯავრდებით. ხეხვა არ უნდა ასოცირდებოდეს მშობლების უკმაყოფილებასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გამოიწვევს სრულ უარყოფას. თუკი თქვენ მემარჯვენე ხართ სცადეთ კბილების გამოხეხვა მარცხენა ხელით და ნახავთ თუ რისი გამოვლა უწევს ბავშვს. ასეთ ასაკში საჭირო მოძრაობების შესრულება საკმაოდ რთულია.
  • კბილის ჯაგრისი ბავშვმა თავად უნდა აირჩიოს. თქვენი შეხედულებით ჯაგრისზე დახატული “რაღაცა” ულამაზოა და კაცმა არ იცის რას გავს. ბავშვისთვის ნახატში შესაძლოა იმალებოდეს მთელი სამყარო. (რასაკვირველია იგულისხმება, რომ კბილის ჯაგრისი უნდა იყოს ასაკის და უსაფრთხოების შესაბამისი.)
  • kak_priuchit_rebenka_chistit_zuby_libo_chist_218ეცადეთ, რომ კბილის ჯაგრისი არ იყოს ერთი ცალი. ყოველ დილით ახალი ჯაგრისის არჩევა შესაძლოა გადაიქცეს სახალისო თამაშად.
  • გამოიყენეთ სათამაშოები. ბავშვს არ უნდა კბილების გამოხეხვა? დაიწყეთ მცირედით: ნახოს თუ როგორ უხეხავენ მისი საყვარელი სათამაშოები ერთმანეთს კბილებს. ჯერ თქვენი ხელებით, მერე მისი ხელებით. შემდგომ ეტაპზე სათამაშოები უხეხავენ პატარას, ხოლო ის მათ. ეტაპობრივად გადავალთ რეალურ წმენდამდე სათამაშო მაყურებლების წინაშე.
  • ჩართეთ საყვარელი მუსიკა. შეარჩიეთ სიმღერა, მელოდია, რომელიც უყვარს თქვენს შვილს და რომელიც გრძელდება დაახლოებით 3 წუთი.
  • მოიგონეთ და უყურეთ ზღაპრებს კბილებზე. ზღაპარი კეთილ ჯაგრისზე და ბოროტ მიკრობებზე ადრე თუ გვიან მაინც შეასრულებს თავის, როლს.
  • https://www.youtube.com/watch?v=OGcUSsbPsQQ

ყველაზე მთავარი –  კბილების ხეხვას უნდა ქონდეს თამაშის სახე და არა აუცილებლობის. ბოლოსარ დაგავიწყდეთ შეამოწმოთ შედეგი და აუცილებლობის შემთხვევაში თავად დაუსრულოთ ხეხვის პროცესი.

ბოლოს ორიოდ სიტყვით პასტებზე. ნუ გამოეკიდებით ძვირადღირებულს, გაცილებით მნიშვნელოვანია როგორ ვიდრე რით. ერთადერთი – ბავშვის პასტა უნდა იყოს საბავშვო, პირველ ეტაპზე სასურველია ფტორის გარეშე. რატომ? იმიტომ რომ ფტორი სასარგებლოა მხოლოდ პირის ღრუში, ხოლო გადაყლაპვის დროს იგი ავლენს მის ტოქსიურ თვისებებს. ნუ შეგეშინდებათ ერთი ორჯერ გადაყლაპული პასტა არაფერს ავნებს თქვენს პატარას, მაგრამ ამას არ უნდა ქონდეს სისტემატური ხასიათი. ამიტომ სანამ ბავშვი არ ისწავლის პასტის გადმოფურთხებას და არა გადაყლაპვას (ხოლო თავდაპირველად ყველა ბავშვი ასე იქცევა), სასურველია იგი იყოს ფტორის გარეშე. აქვე უნდა აღინიშნოს ადგილებში სადაც სასმელ წყალში ფტორის შემცველობა დაშვებულზე მაღალია, ფტორშემცველი კბილის პასტების გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია. ფტორის ზედმეტი შემცველობა აზიანებს კბილებს და აძლევს მათ მოყავისფრო შეფერილობას.

ზემოთ ჩამოთვლილი ერთი შეხედვით ძალიან მარტივი შესასრულებელია, მაგრამ ბავშვის წინააღმდოგობის შემთხვევაში მშობლები (განსაკუთრებით კი ახალგაზრდა მშობლები) იბნევიან. ამიტომ მოთმინება და კიდევ ერთხელ მოთმინება ყველაფერი აუცილებლად გამოგივათ.

  • main-qimg-636d98e4582b2a40536831326d179bb6პირველი და გაყიდვების ლიდერი შეკითხვა : “თქვენ კარგი მასალები გაქვთ?“. შეკითხვა რომელსაც ხშირად სვამენ ადამიანები, რომლებმაც ჩაიარას და მოდი შევივლის ვარიანტში შეიხედეს კლინიკაში. პასუხია: “რა თქმა უნდა ყველაზე ცუდი”, ამის შემდეგ როგორც წესი მცირე ხნით “დაეკიდება” ხოლმე პროგრამა. ძვირფასო მომხმარებელო, პაციენტო რა პასუხის მოსმენა გსურთ??? თუკი ადამიანი მუშაობს ხარისხიანი მასალით ეს ჩვეულებრივი ამბავია მისთვის, ხოლო თუ არ მუშაობს რაღა თქმა უნდა ის არასოდეს არ გამოგიტყდებათ ამაში.
  • საპატიო მეორე ადგილს იკავებს შეკითხვა : “თქვენ ჩვეულებრივი ბჟენები გაქვთ?“. აქ პროგრამის “ჩამოკიდებას” იწვევს შემხვედრი კითხვა: “ეგ როგორია?” თუმცა მინდა გამოგიტყდეთ რომ ძლივს ვიკავებ სხვა პასუხის გაცემისაგან: “არა, რას ბრძანებთ არაჩვეულებრივი, ცოცხალია და თან ლაპარაკობს”. ახსნან თუ რას გულისხმობდნენ ჩვეულებრივში ძირითადად ხდება შემდეგი უნივერსალური სიტყვებით: “ნუუუუ”, “აიიი” და ა.შ. იშვიათად ზოგი იხსენებს ცემენტს. ჩემო ძვირფასებო “ჩვეულებრივი” ბჟენები არ არსებობს, როგორც არ არსებობს ჩვეულებრივი სარეცხი ფხვნილები, გამათეთრებლები და სხვა სისულეები რასაც აჩვენებენ რეკლამებში. ეს უბრალო გამოთქმაა, რადგან თუკი მწარმოებელი იტყვის რომ ფხვნილი A უკეთესია ვიდრე B მას სასამართლოში უჩივლებენ.

277292306მაშ რა შეკითხვა უნდა დავსვათ ამ ორის მაგივრად? თუკი ექიმთან პირველად მოხვდით პირდაპირ კარებში მასალებზე საუბარს აზრი არ აქვს. თავდაპირველად გაიარეთ პირველადი დათვალიერება, კონსულტაცია. ხოლო შემდგომ დაინტერესდით ექიმის აზრით დაახლოებით რამდენ ხანს გაძლებს თქვენი კბილი მკურნალობის შემდეგ. რა თქმა უნდა ზუსტ ვადებს ვერავინ გეტყვით, მაგრამ ზოგადად შეგექმნებათ წარმოდგენა კბილის და ჩასატარებელი მკურნალობის საიმედოობაზე.

  • მესამე ადგილი “ხიდი რომელიც ყურიდან ყურამდე მქონდა ორ კბილზე დაფიქსირებული გაძლო ამდენ ხანს, და თქვენ რატომ ვერ მიკეთებთ იგივეს თავიდან? ან ბჟენი ამ კბილზე მქონდა წლები, თქვენ კი მეუბნებით რომ კბილი ამოსაღებია?

რატო? იმავე მიზეზით რა მიზეზითაც ომის მონაწილეები დადიან ნამსხვრევებით და არაფერი, იმავე მიზეზით რა მიზეზითაც ძველი დამპალი ღობე წლებია დგას და არაფერი, იმავე მიზეზით რა მიზეზითაც ყველანაირი წესების დარღვევით აშენებული სახლები დგას და არაფერი. იმიტომ რომ ბანქო დაჯდა ასე და გაგიმართლათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ასე უნდა იყოს. შემდგომში 100 დან 99 არ გაგიმართლებთ და მე საერთოდ არ მინდა ცდები, რომ ვატარო. არ გაგიმართლებთ თქვენ და პასუხი უნდა ვაგო მე. რატო?

მეოთხე არასაპრიზო ადგილი. კითხვა კარის ზღურბლზე “დაშენება მინდა და აკეთებთ?

საქმე იმაშია, რომ სიტყვა “დაშენება” როგორც ჩანს შემოღებულია საქმეში არც თუ ისე ჩახედული პირების მიერ. რადგან იგი შესაძლოა გულისხმობდეს ნებისმიერ რამეს და თავად საერთოდ არაფერზე არ მეტყველებს. დაახლოებით იგივე იქნება მშენებელს რომ კითხოთ “თქვენ აშენებთ სახლებს?” ვაშენებთ მაგრამ თქვენ რას გულისხმობთ? ერთსართულიანს, ორსართულიანს, სამსართულიანს? ხის, აგურის, ქვის? ფასადი თეთრი, წითელი მწვანე? აივნები გინდათ? ტერასა? და კიდევ მილიონი კითხვა.

implant-consultation-y250რისი გაკეთება გსურთ? ბჟენი, ჩანართი, ვინირი, გვირგვინი თუ ხიდი? ნებისმიერი ზემოთ ხსენებულით შესაძლებელია კბილის დაშენება, ამასთან თითოეულის ფასი რადიკალურად განსხვავდება და სამუშაოს შესრულებასაც სჭირდება განსხვავებული დრო. ა არ იცოდით? მაშინ რისთვის იყენებთ ტერმინს რაც არ იცით? და როტომ იწვევს ეს შეკითხვა ასეთ ემოციებს? რადგან თავდაპირველად არც იცი რა უპასუხო. პასუხები შესაძლოა დიამეტრალურად საწინააღმდეგო იყოს ხოლო კონკრეტული პასუხისთვის უნდა ინახოს მაინც თუ რა არის დასაშენებელი.

საერთოდ რაიმეზე კონტრეტულად საუბარი შესაძლებელია მხოლოდ საფუძვლიანი დათვალიერების შემდეგ. მოისმინეთ ყველაფერი რასაც ექიმი გთავაზობთ და მხოლოდ ამის შემდეგ დასვით კითხვები თქვენთვის გაუგებარ თემებზე. ეს დაზოგავს თქვენს დროს და ფულს რაც მთავარია.

საფუძვლიანი პირველადი კონსულტაციის შემდეგ თქვენთვის ნათელი უნდა იყოს უმეტესობა ახსნილისა თუ რა შეიძლება გაკეთდეს თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში.