Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘მავნე ჩვევები’

2.    ფუნქციის ანომალიები

ყბა-კბილთა სისტემის ძირითად ფუნქციებს მიეკუთვნება ღეჭვა, ყლაპვა და საუბარი, აგრეთვე ზოგიერთ შემთხვევაში – ფიზიოლოგიური პირით სუნთქვა (მომატებული ფიზიკური დატვირთვისას).

ღეჭვა, ყლაპვა, სუნთქვა, საუბარი – სასიცოცხლო ფუნქციებია, მაგრამ შესაძლოა ყოველივე გაუკუღმართებულად მიმდინარეობდეს და შემდგომ ჩვევაში გადაიზარდოს.

2.1. ღეჭვის ფუნქციის დარღვევა.

ყბა-კბილთა სისტემის ნორმალური განვითარებისათვის  ღეჭვით ფუნქციის მნიშვნელობა ეჭვს არ ბადებს. ღეჭვის დროს წარმოქმნილი ფუნქციონალური გაღიზიანება, ხელს უწყობს ყბებისა და სხვა სახის ძვლების განვითარებას.

ღეჭვის ეფექტურობა იკლებს კბილების მოცვლის და ახალი საკონტაქტო წერტილების შექმნისას, შემდგომ ეს ფუნქცია აღდგება. ამასთან საჭრელებისა და ეშვების მოცვლა არ იწვევს ისეთ ცვლილებებს, როგორც სარძევე მოლარების. საღეჭი ფუნცია რჩება ორგანიზმის მოთხოვნების ფარგლებში. ცალ მხარეს ან წინა კბილებით ღეჭვის ჩვევამ შესაძლოა გამოიწვიოს ჯვარედინი ან მედიალური თანკბილვის ჩამოყალიბება.

2.1.1.   არასწორი ყლაპვა და ენით ტუჩებზე ზეწოლის ჩვევა

ყლაპვა – საკვების მიღების მნიშვნელოვანია რგოლია. ყლაპვა წარმოადგენს მოძრაობითი რეაქციების ჯამს, რის შედეგადაც საკვები გადაადგილდება პირის ღრუდან საყლაპავში და შემდგომ კუჭში. ყლაპვითი რეფლექსი მიეკუთვნება თანდაყოლილ რეფლექსებს. ყლაპვის ცენტრი განთავსებულია მოგრძო ტვინში IV პარკუჭის ფსკერზე. ყლაპვის ცენტრთან მდებარეობს სასუნთქი და გულის მუშაობის მარეგულირებელი ცენტრები. სამივე ცენტრის ფუნქციები ურთიერთ კავშირშია, რაც გამოიხატება უმნიშვნელო გულის აჩქარებაში და სასუნთქი ცენტრის აღგზნებადობის დაქვეითებაში, რაც იწვევს სუნთქვის რეფლექსურ შეჩერებას ყლაპვის დროს.

ყლაპვის პროცესი შემდეგნაირად ხორციელდება. მას შემდეგ რაც საკვები დაიღეჭა და ნერწყვით დასველდა, ენა, ლოყები და ტუჩები აძლევენ მას გუნდის ფორმას, შემდგომ თავსდება ენის ზურგზე არსებულ ღარში. ამ დროს ტუჩები მოკუმულია, ყვედა და ზედა ყბის კბილები იმყოფებიან ცენტრალურ ოკლუზიაში. ასეთ მდგომარეობაში ფიქსირდება ქვედა ყბა მთელი ყლაპვის განმავლობაში. ზემოხსენებულიდან გამომდინარე ენა იმყოფება თითქოსდა ხისტ ღრუში, რომელიც ასრულებს საყრდენის როლს ენის ბიძგისათვის.

უკბილო ჩვილების ენის წინა მდებარეობა, შესაძლოა დამკვიდრდეს და იქცეს არასწორი ყლაპვის მიზეზად, კბილების ამოჭრის შემდგომ.

კუნთები ამ დროს არ უზრუნველყოფენ ქვედა ყბის შეხებას ზედასთან და ყლაპვისას ენის წვერი ებჯინება ტუჩებს და ლოყებს. შედეგად არასწორი ყლაპვისას კბილები არაა შეხებაში, ტუჩები და ლოყა შეხებაშია ენასთან, ასეთ მდგომარეობაში პირის ღრუში იქმნება უარყოფითის ნაცვლად დადებითი წნევა. ხდება ყლაპვაში მონაწილე და სხვა კუნთების დამატებითი, კომპენსირებული შეკუმშვა. ბუნებრივია ყოველივე ზემო თქმული ისახება ყბების და სახის სხვა ძვლების ფორმირებაზე.
ენით კბილებზე ზეწოლის კლინიკურ ნიშანს წარმოადგენს დიასთემების და ტრემების არსებობა, ალვეოლური მორჩის ატროფია.

2.1.2. არასწორი ხელოვნური კვება (ყველაზე ხშირი შეცდომები)
ხშირად ხელოვნური კვების დროს სარგებლობენ გრძელი მატყუარით, რომელიც იკავებს მთელ პირის ღრუს და აღწევს რბილ სასამდე. ეს კი ხელს უშლის ენის, რბილი სასისა და საყლაპავის კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას.
რიგ შემთხვევებში მატყუარას უკეთებენ დიდ ნახვრეტს, შედეგად რძე თავისუფლად ჩაედინება პირის ღრუში. ენერგიულ წოვას კი მოჰყვება დიდი რაოდენობით რძის გამოსვლა, ბავშვი ვერ ასწრებს სულის მოთქმას და ყლაპავს რძეს მხოლოდ მაშინ როდესაც გამოუღებენ მატყუარას ან ზედმეტი რძე გადმოეღვრება პირის ღრუდან. შედეგად უპირატესობა ენიჭება ყბის ყლაპვით და არა წოვით მოძრაობებს. ყბა-სახის მიდამოს კუნთები აქტიურად არ მონაწილებენ წოვის აქტში. ასეთივე მდგომარეობა შესაძლოა შეიქმნეს ძუძუთი კვების დროსაც, როდესაც დედის მკერდში ვითარდება ზედმეტად დიდი წნევა და ბავშვი ვერ ასწრებს ყლაპვას.

ყბა-კბილთა სისტემის განვითარებაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კვებისას ბავშვის თავის სწორი მდებარეობა. ამას გარდა ხშირად, ხელოვნური კვების დროს ბავშვის თავი არასწორადაა – იგი გადაგდებულია უკან. ამიტომ ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვების ქვედა ყბის განვითარება ჩამორჩება, ვითარდება დისტალური ოკლუზია.

ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მატყუარის ფორმა და ზომა. გრძელი და მრგვალი მატყუარა ცვლის ენის მდგომარეობას, საღეჭ და ენის კუნთებს შორის არღვევს მიოდინამიურ წონასწორობას. ირგვლივი კუნთის ფუნქცია მომატებულია, მატყუარას ხმარებისას ლოყები იწელება.

ბუნებრივი კვება ხელს უწყობს არა მხოლოდ ყბა-კბილთა სისტემის, არამედ მთელი ორგანიზმის სწორ განვითარებას. ძუძუთი კვებისას რძესთან ერთად ბავშვი იღებს სრულფასოვან საკვებს. ხელოვნურ კვებზე მყოფ ბავშვებს, უფრო ხშირად ემუქრებათ ინფექციური  და ალერგიური დაავადებები. ამიტომ ხელოვნური კვება არ უნდა განიხილებოდეს, როგორც მხოლოდ ადგილობრივი მოქმედების არასასურველი ფაქტორი.

2.2. პირით სუნთქვა (გაძნელებული ცხვირით სუნთქვა)
როგორც ცნობილია ნორმაში, ჩვეული ფიზიკური დატვირთვისას ჩასუნთქული და ამოსუნთქული ჰაერი მოძრაობს ცხვირის ღრუს გავლით. ჰაერის ჭავლი, ცხვირში მოხვედრისას ხვდება ცხვირის შუა გასავალში, ხოლო შემდგომ ქვედა მიმართულებით გადადის ცხვირ-ხახაში. ჰაერი გაივლის ლორწოთი დასველებულ გზას, იცვლის ტემპერატურას, თბება და მნიშვნელოვნად გაწმენდილ გასუფთავებული ხვდება ფილტვებში. აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც იმატებს დატვირთვა ჰაერის ჭავლი ხვდება პირის ღრუში.

ცხვირით სუნთქვის დარღვევას შესაძლოა მოჰყვეს მთელი რიგი ყბა-კბილთა სისტემის ანომალიები. სტატისტიკური მონაცემებით ბავშვების 34% ყბა-კბილთა სისტემის ანომალიებით, აღენიშნებათ ცხვირ-ხახის ქრონიკული დაავადებები. ხოლო ნორმალური თანკბილვის მქონე ბავშვებში ამ დაავადებების რიცხვი 6%-ია. ცხვირის ძგიდის გამრუდება, ცხვირის ქვედა ნიჟარების ჰიპერტროფია, გადიდებული ადენოიდები (48,5%) და ნუშურები (44%), აგრეთვე  სასუნთქი გზების სხვა ქრონიკული დაავადებები (60%) ქმნიან ცხვირით სუნთქვის მექანიკურ ბარიერს. თუმცა მიუხედავად ცხვირის ნორმალური გამავლობისა, ყბა-კბილთა ანომალიების მქონე ბავშვების გარკვეული რაოდენობა (39%-მდე) მაინც სუნთქავს პირით.

პირით სუნთქვა შესაძლოა განპირობებული იყოს სამი მიზეზით:
. კუნთების დაქვეითებული ფუნქციით;
. ზედა სასუნთქ გზებში არსებული დაბრკოლებებით (ადენოიდები, ლორწოვანი გარსის ანთება, პოლიპეპი, გამრუდებული ძგიდე და ა.შ.)
. პირით სუნთქვის ჩვევით, რომელიც შესაძლოა დარჩეს მექანიკური დაბრკოლების მოშორების შემდგომაც.

ანომალიის განვითარების მიზეზი შესაძლოა გახდეს ხვირ-ხახის ალერგიული რეაქციები. დამტკიცებულია მათი ზეგავლენა ცხვირ-ხახის რკალების და ცხვირის ზედა გასავლების განვითარებაზე, რის შედეგადაც აღინიშნება ზედა კბილების პროტრუზია, ქვედა რეტროგენია.

სპეციალისტები ასევე თვლიან, რომ სასის ნუშურების ჰიპერტროფია და ცხვირის ქვედა ნიჟარების ადენოიდები იწვევენ ყბა-კბილთა ანომალიებს. მათი აზრით ასეთ ბავშვებს უვითარდებათ კბილთა რიგების დისტალური ოკლუზია და ვერტიკალური საჭრელოვანი დიზოკლუზია. გაძნელებული ცხვირით სუნთქვა იწვევს ორგანიზმის სიცოცხლის უნარიანობის დარღვევას და განიხილება, როგორც გონებრივი და ფიზიკური განვითარების მოშლის მიზეზი (ლ.დემნერი, ფ. მანანოვა). ფსიქიკური განვითარების დარღვევა, საერთო სისუსტესთან, ფერმკრთალობასთან, დაქვეითებულ იმუნიტეტთან ერთად წარმოადგენს ცხვირ-ხახაში ადენოიდების ზრდის და გაძნელებული ცხვირით სუნთქვის კლინიკურ ნიშანს.

ქრონიკულად პირით სუნთქვას მოყვება მაღალი ე.წ. “გოთიკური” სასის განვითარება. პირის ღრუსა და ცხვირის ღრუს გამყოფი ძგიდე ბავშვებში ძალიან რბილია. ცხვირით სუნთქვის დროს პირის ღრუში პერიოდულად ვითარდება უარყოფითი წნევა, ცხვირის ღრუში კი მასში შემავალი და გამავალი ჰაერის ნაკადების გამო წნევა დადებითია. ანუ ძგიდეზე მუდამ მოქმედებს მუდმივი ძალა, რომლის ვექტორიც ქვევითაა მიმართული.

პირით სუნთქვის დროს ყველაფერი პირიქითაა. ცხვირში იქმნება უარყოფითი წნევა, ხოლო პირის ღრუში დადებითი. შესაბამისად ძალის ვექტორი იცვლება საწინააღმდეგო მიმართულებით. შედეგად წლების განმავლობაში სასის ფორმა იცვლება და ვითარდება ჩაღრმავება.

3.1. სხეულის არასწორი პოზა და ტანადობის დარღვევა

3.1.1. ძილის დროს არასწორი მდებარეობა (ძილის ატიპიური ჩვევა)

უკან “თავგადაგდებულ” ძილის ჩვევას მოჰყვება ყბის უკან გადანაცვლება, რაც იწვევს დისტალური ოკლუზიის ფორმირებას. თავდახრილი ძილის ჩვევას კი მოჰყვება ყბის წინ გადმონაწვლება და მიზიალური ოკლუზიის ჩამოყალიბება.

ერთ პოზაში – ზურგზე, მუცელზე, გვერდზე, აგრეთვე ლოყაზე ხელამოდებულ ძილს შესაძლოა მოჰყვეს ყბების არა სიმეტრიული განვითარება, ყბის გადაადგილება ან შევიწროება. ბავშვის თავის მდებარეობა, სხეული ვერტიკალური ღერძიდან წინა მიმართულებით იწვევს თანკბილვის ანომალიებს, მაშინ როდესაც სწორი ტანადობისას თავი და სხეული მდებარეობს ერთ სიბრტყეში.

3.1.2. სხეულის არასწორი მდებარეობა

სხეულის არასწორი მდებარეობა ჯდომისას – ხელისგულებით თავის დაფიქსირება, ან ნიკაპით მაგარ საგანზე დაყრდნობა იწვევს თანკბილვის ანომალიებს.

Read Full Post »

მავნე ჩვევების ერთი ნაწილი წარმოადგენს დაავადებების განვითარების რისკ ფაქტორს, მეორე – ხელს უწყობს მის განვითარებას, მესამე – აუცილებლად იწვევს სტომატოლოგიურ დაავადებას. მავნე ჩვევების დროული აღმოჩენა და აღკვეთა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტომატოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკაში.

მავნე ჩვევების ერთ-ერთი თავისებურება მდგომარეობს მათ უნებლიობაში, ავტომატიზმში, რაც ართულებს მათ აღმოფხვრას. მეორე თავისებურებას წარმოადგენს, კონკრეტული და სპეციალური ზომების მიღება ყოველ მავნე ჩვევაზე. მესამე თავისებურება – ცოდნის არ ქონა, თუ რა ზიანი შეიძლება მოიტანოს არსებულმა მავნე ჩვევამ, რაც ახანგრძლივებს მის მოქმედებას.

ყოველი მავნე ჩვევის მოცილება, ითხოვს ყურადღებით მობყრობას, ხოლო ბევრ შემთხვევაში დიდ დროს და მოთმინებას, როგორც სტომატოლოგის,  ასევე მშობლის და აღმზრდელის მხრიდან.

მავნე ჩვევები, რომლებიც იწვევენ ყბა-კბილთა ანომალიებს:

1.      წოვის ჩვევები

· თითების წოვის ჩვევა;

· ლოყების, ტუჩების, ნივთების წოვისა და კბეჩის ჩვევა;

· ენის წოვისა და კბეჩის ჩვევა.

2.      ფუნქციის ანომალიები

· ღეჭვის ფუნქციის დარღვევა;

· არასწორი ყლაპვა და ენით კბილებზე ზეწოლის ჩვევა;

· პირით სუნთქვა;

· არასწორი ბგერითი არტიკულაცია.

3.      სხეულის ნაწილების არასწორი მდებარეობა მშვიდ მდგომარეობაში

· სხეულის არასწორი პოზა და ტანადობის დარღვევა;

· ენისა და ყბის არასწორი მდებარეობა მოდუნებულ მდგომარეობაში.

ყბა-კბილთა სისტემის განვითარების, განმსაზღვრელ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ყბა-სახის კუნთების მოქმედება, რომელიც გამოიხატება, როგორც ღეჭვის, ყლაპვის, სუნთქვისა და საუბრის დროს, ასევე ყბის ფიზიოლოგიური მოსვენების პერიოდში. ყბა-კბილთა სისტემის ნორმალური განვითარების პირობებს ქმნის, მიოდინამიური წონასწორობის შენარჩუნება ანტაგონისტ და სინერგისტ კუნთებს შორის. ანტაგონისტ და სინერგისტ კუნთებს შორის მიოდინამიური წონასწორობის დარღვევით გამოწვეული ღეჭვითი ფუნქციის ცვლილება, წარმოადგენს ძლიერ ეტიოლოგიურ ფაქტორს თანკბილვის ანომალიების ჩამოყალიბებაში.

1.    წოვის ჩვევები

1.1. თითების წოვის ჩვევა.

ლიტერატურის მონაცემებით, ყველაზე ხშირ შემთხვევას წარმოადგენს ცერა თითის წოვა.  ეს ჩვევა ვითარდება სიცოცხლის პირველ თვეებში, იშვიათად – კბილების ამოჭრისას. ასევე ფეხმძიმობის პერიოდში, ნაყოფის განვითარების ბოლო ეტაპზე, რენტგენოლოგიური კვლევებისას ხშრიად ჩანს აღნიშნული პათოლოგია.

ეს ჩვევა წარმოადგენს წოვის რეფლექსის მომატებული აქტივობის და ძუძუთი კვების უკმარისობის შედეგს. თუმცა ზედმეტად გახანგრძლივებულმა ძუძუთი კვებამაც და მატყუარას მოხმარებამას, შესაძლოა გამოიწვიოს ეს ჩვევა.

თითის წოვის ხანგრძლივობიდან, სიხშირიდან და ინტენსივობიდან გამომდინარე, ასევე თითის განლაგებით პირის ღრუში ვითარდება ესა თუ ის ყბა-კბილთა ანომალია.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ჩვევის არსებობისას ხშირად ვითარდება ქვედა ყბის დისტალური გადანაცვლება, ქვედა კბილთა რკალის წინა ნაწილის შემჭიდროებით, ღია თანკბილვა ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად.

ქვევით დახრილი საჩვენებელი თითის წოვისას, შესაძლოა განვითარდეს ქვედა ყბის წინ გადაადგილება (ცრუ პროგენიის მეორე ფორმა) ან გვერდზე (ჯვარედინი თანკბილვა), თუკი თითი მოთავსებულია პირის კუთხის მხრიდან.

რამოდენიმე თითის წოვა იწვევს ღია თანკბილვის განვითარებას, ამასთან ენა გადანაცვლებულია უკან, რაც აძნელებს სუნთქვას და ყბა-კბილთა სისტემის სხვა ფუნქციებს.

1.2. ტუჩების, ლოყების, ენის და ნივთების წოვისა და კბეჩის ჩვევა.

ამ ჩვევის მიზეზს წარმოადგენს წოვის უპირობო რეფლექსი. ეს ჩვევა გამოიხატება ზედა ან ქვედა ტუჩის, ენის, ლოყების, ფრჩხილების, ფანქრების, კალმების და სხვა ნივთების წოვასა და კბეჩაში.

ასევე აღინიშნება, რომ ქვედა ტუჩის არასწორი მდებარეობა (მოკბეჩის ჩვევა) იწვევს ზედა საჭრელების პროტრუზიას.

უნდა აღინიშნოს ქვედა ყბის გადანაცვლება, ძილის დროს თავის არასწორი მდებარეობით, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ტკივილებისას. ეს კი თავის მხრივ ხელს უწყობს ქვედა ტუჩის კბეჩის ჩვევის ჩამოყალიბებას.

ცხვირ-ხახის პათოლოგიისას, რომელიც ხელს უშლის ნორმალურ სუნთქვას, ბავშვები იძულებული არიან ჩაკბიჩონ ტუჩი, რითაც ათავსებენ ქვედა ყბას მათთვის ხელსაყრელ პოზიციაში.

ქვედა ტუჩისა და სხვა ნივთების წოვა და კბეჩა იწვევს პროგნათიის განვითარებას, ზედა საჭრელების პროტრუზიით და მარაოსებრი გაშლით. ასევე ქვედა ყბის დისტალურ გადაადგილებას და ქვედა კბილთა რკალის წინა ნაწილის განვითარების შეფერხებას, რასაც მოჰყვება ქვედა, წინა კბილების მჭიდრო დგომა.

ზედა ტუჩის წოვა, ხელს უწყობს ზედა ყბის საჭრელების სასისკენ დახრას და აფერხებს ზედა კბილთა რკალის, წინა ნაწილის განვითარებას. შედეგად ვითარდება ცრუ პროგენია (ფრონტალური).

ქვედა ტუჩის კვნეტა და პირით სუნთქვა აღინიშნება ცხვირ-ხახის პათოლოგიის დროს (მაგ.: ნუშურების ჰიპერტროფია, ადენოიდები), განიხილება, როგორც იძულებითი მოქმედება, რის შედეგადაც მარტივდება ქვედა ყბის დაფიქსირება სასურველ პოზიციაში.

1.3. ენის წოვისა და კბეჩის ჩვევა.

მავნე ჩვევებში აუცილებელია ყურადღება მიექცეს ენის წოვის და მის კბილებშორის მოთავსების ჩვევას.

ენის წოვისა და კბეჩის ჩვევა იწვევს აშკარად გამოხატულ ღია თანკბილვას.

ენის გვერდით კბილებში მოთავსებას, შესაძლოა მოჰყვეს ღია თანკბილვა საღეჭი კბილების უბანში და საკვების დაღეჭვის პრობლემა.

ენის შემოდებამ ზედა საჭრელების ვესტიბულარულ მხარეზე შესაძლოა გამოიწვიოს პროგენია, ხოლო მისმა ცალმხრივმა გაჩერებამ წინა კბილების ვესტიბულარულ ზედაპირზე – ჯვარედინი თანკბილვა.

ნუშურების შესიებისას ენის წოვა შესაძლოა განპირობებული იყოს როგორც ჰომეოსტაზის ელემენტი. ენის წვერის კბილებს შორის მოთავსებით, ბავშვები ცდილობენ გაწიონ ენის ძირი წინ და გაათავისუფლონ ცხვირ-ხახა სუნთქვისათვის.

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 714 other followers