Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘კალციუმი’

-         ექიმო, ცოლი მღალატობს და რქები კი არ ამომდის?

-         იცით ეს უბრალოდ გამოთქმაა ასეთი…

-         ააა! კიდევ კარგი, თორე ვიფიქრე კალცის ნაკლებობა ხომ არ მაქვსთქო….

მოდით ვისაუბროთ კალციუმის როლზე ორგანიზმში.

მართალია, რომ კბილების და ძვლების დაშლის მიზეზი – ორგანიზმში კალცის დეფიციტია? აქვს თუ არა აზრი კალცის პრეპარატების მიღებას, ცარცის ღეჭვას და ა.შ. რამდენად საიმედოა რეკლამა კალციუმის შემცველ პრეპარატებზე, საკვებ დანამატებზე და კბილის პასტებზე?

შველის კი?

ცოტაოდენი ფიზიკა და ქიმია.

ბევრი გაოცდება მაგრამ კალციუმი – ლითონია. თან საკმაოდ აქტიური ლითონი, ამიტომ სუფთა სახით ბუნებაში არ გვხვდება. სამაგიეროთ მისი ნაერთები საკმაოდ გავრცელებულია. დედამიწაზე გავრცელების მხრივ მას საპატიო მეხუთე ადგილი უკავია, ჟანგბადის, სილიციუმის ალუმინის და რკინის შემდეგ.

არაა გასაკვირი, რომ იგი საკმაოდ მნიშვნელოვან, როლს ასრულებს ცხოველებისა და მცენარეების ნივთიერებათა ცვლის პროცესებში.

ცოტაოდენი ბიოლოგია.

კალციუმის აქტიური ცვლა თითქმის ყველა ცხოველისა და მცენარისთვისაა დამახასიათებელი. მისი შენაერთებისაგანაა ზოგიერთი უხერხემლოს ჯავშანი, მოლუსკების ნიჟარები, მარჯნები, ადამიანის და ცხოველების ძვლოვანი ქსოვილი, ცალკეული ბაქტერიების ცისტები და სხვა.

დიდი რაოდენობით კალციუმს შეიცავს მცენარეების თესლები, განსაკუთრებით პარკოსნები, თხილეული, მარცვლეული კულტურები. ცხოველური პროდუქტებიდან კალციუმის შემცველობით ყველაზე მდიდარია რძე და რძის ნაწარმი. რა თქმა უნდა ხორციც.

სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ადამიანის კვების რაციონი შეიცავს საკმარისზე მეტ კალციუმს.

ფიზიოლოგია.

კალციუმის ნაერთები – ეს არა მხოლოდ „საშენი მასალაა“ ძვლებისა და კბილებისათვის. კალციუმის იონები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, როგორც კუნთოვანი შეკუმშვების ინიციაციაში (მათ შორის გულის კუნთის შეკუმშვები) ასევე ჰორმონების პროდუქციაში. ასევე კალციუმის ბიოორგანული ნაერთები მონაწილეობენ სისხლის შედედებაში და ოსმოსური წნევის შენარჩუნებაში.

კალციუმის შეწოვა ხდება კუჭში D და C ჯგუფის ვიტამინების დახმარებით.

მნიშვნელოვანია კალციუმის, მაგნიუმის და ფოსფორის ცვლის ურთიერთკავშირი – ამ უკანასკნელის დეფიციტისას ზარალდება კალციუმის ცვლაც.

პათფიზიოლოგია.

არსებობს ორგანიზმის მდგომარეობა, როდესაც ვითარდება კალციუმის დეფიციტი. ასეთი შეიძლება იყოს მაგ.: ზოგიერთი ენდოკრინული დაავადება, გარკვეული პრეპარატების მიღება, ზოგჯერ მავნე ჩვევების ზემოქმედებაც (მათ შორის ალკოჰოლი და ნიკოტინი).

მიუხედავად ყველაფრისა კალციუმის ალიმენტარული (კვებითი) დეფიციტი  ძალზედ იშვიათია.

უნდა აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: რაც უფრო მაღალია ორგანოებში და ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლის სიჩქარე, მით უფრო განიცდიან ისინი მაკროელემენტების დეფიციტს და მით უფრო მიდრეკილნი არიან დაავადებებისადმი.

მაგალითისათვის ნივთიერებათა ცვლა ძვლოვან ქსოვილში მიდის ძალიან ნელა, როდესაც სისხლში, კუნთოვან და სეკრეტორულ ქსოვილებში მეტაბოლიზმის პროცესი ძალზედ აქტიურია.

კიდევ უფრო ნელი ტემპებით მიდის ცვლის პროცესები მინანქარში, აღნიშნულ ცვლას კი ახორციელებს არა სისხლი არამედ ნერწყვი. თავის მხრივ ნერწყვის ქიმიურ შემადგენლობაზე დიდ გავლენას ახდენს ჰორმონალური ფონი.

მაშასადამე, კალციუმის დეფიციტისას პირველ რიგში ზიანდება „სწრაფი“ ცვლის მქონე ქსოვილები და ორგანოები: სისხლი, კუნთები, შიდა სეკრეციის ჯირკვლები, შედეგად ვიღებთ ორგანიზმში კალციუმის დეფიციტის ადრეულ ნიშნებს – სისხლის შედედების დარღვევა, კუნთოვანი სპაზმები, გულის რითმის დარღვევა და ა.შ.

რა თქმა უნდა, ორგანიზმი ცდილობს მოახდინოს კალციუმის დეფიციტის კომპენსაცია, ამიტომ „იღებს“ მათ „ნელი ცვლის“ მქონე ქსოვილებიდან, პირველ რიგში ძვლებიდან. ასე ვითარდება ოსტეოპოროზი. უფრო მარტივად, რომ ვთქვათ კბილების და ძვლების პრობლემები ორგანიზმში კალციუმის დეფიციტის უკიდურესი ნიშანია. მას წინ ახლავს გაცილებით უსიამოვნო უამრავი სიმპტომი, სინდრომი და დაავადება.

ოსტეოპოროზი და კალციუმის ცვლა.

ჩნდება საინტერესო შემთხვევა, ოსტეოპოროზის დროს კალციუმის შემცველობა ძვლებში კლებულობს, ხოლო სისხლში პირიქით – მატულობს. კალციუმი ვერ ჩერდება ძვლოვან ქსოვილებში, იმ დროს, როდესაც მისი შემცველობა სხვაგან საკმარისზე მეტია.

რაშია საქმე?

საქმე იმაშია, რომ ძვლოვანი ქსოვილის შენება, მიმდინარეობს D და C ჯგუფის ვიტამინების და მაგნიუმის ნაერთების აქტიური მონაწილეობით. აღნიშნული ნივთიერებების ნაკლებობისას კალციუმის ცვლის პროცესები ირღვევა.

შესაბამისად ვიტამინი D3 ის დეფიციტის ალბათობა გაცილებით მეტია ვიდრე კალციუმის.

შედეგად ოსტეოპოროზის დროსაც უფრო გონებრივია კალციუმის ცვლის ხელშემწყობი პრეპარატების მიღება: ვიტამინები, სხვა მიკროელემენტები, რომლებიც მონაწილეობენ მეტებოლიზმში: მაგნიუმის და ფოსფორის პრეპარატები. თუმცა ამ უკანასკნელების დეფიციტი ნაკლებ შესაძლებელია.

რას გვეუბნება რეკლამა?

სარეკლამო რგოლებით გვეუბნებიან, რომ კბილების და ძვლების პრობლემები ჩნდებიან ორგანიზმში ძირითადად კალციუმის ნაკლებობისას. ამიტომ აუცილებელია აღნიშნული პრეპარატის მიღება, თან რაც მეტი მით უკეთესი და ოსტეოპოროზსაც და კარიესს ერთდროულად ეშველებაო. ამას ისიც ემატება, რომ ბავშვობაში ცარცისა და საშენი მასალების ჭამა სასარგებლოა ბავშვების ძვლებისა და კბილებისათვისო. ა

მაგრამ, როგორც ზევით ავღნიშნე საშუალო სტატისტიკური ადამიანი, ჩვეულებრივი კვების რაციონით იღებს საკმარისზე მეტ კალციუმს. მისი რაოდენობის გაზრდა საკვები დანამატების, კალციუმის  გლუკონატის, ცარცის და სხვა საშუალებებით, არანაირად არ მოქმედებს სისხლში მის შემცველობაზე, ვინაიდან იგი უბრალოდ არ შეიწოვება დამატებითი ფაქტორების გარეშე.

თუკი კალციუმის დეფიციტი მაინც ვითარდებდა, პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ რაიმე ენდოკრინულ პათოლოგიაზე, მერე – ვიტამინების და კალციუმის დამაკავშირებელი ფაქტორების ნაკლებობაზე და ბოლოს უკვე კალცის შემცველი პრეპარატების ნაკლებობაზე.

ამიტომ, თუკი ეჭვი შეგეპარათ, რომ ოსტეოპოროზის ნიშნები გაქვთ, ან რაიმე პრობლემები გაქვთ კბილის ქსოვილების, დაანებეთ თავი ცარცს და საკვებ დანამატებს, მიმართეთ ექიმ-სპეციალისტს, იპოვეთ ნამდვილი მიზეზი და იმკურნალეთ.

არაფერი, რომ აღარ ვთქვა ხშირ მოტეხილობებზე და კარიესის განვითარებაზე, რომელიც არანაირ კავშირში არ არის საკვებით მიღებულ კალციუმთან. ძირითადად ეს ცხოვრების წესის შედეგია.

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 692 other followers