Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘იმპლანტაცია’

სტომატოლოგიის რომელ განხრაზე გაინტერესებთ ინფორმაციის მიღება?

Read Full Post »

საჭიროა თუ არა კომპიუტერული ტომოგრაფია იმპლანტაციამდე? საჭიროა თუ არა საერთოდ იგი სტომატოლოგიაში?

ნებისმიერი ოპერაცია, თუნდაც ისეთი ნაკლებ ტრავმული, როგორიცაა დენტალური იმპლანტაცია – რისკია. რისკის ხარისხი განისაზღვრება არა მხოლოდ ქირურგის პროფესიონალიზმით და გამოყენებული მასალების ხარისხიანობით, არამედ საწყისი სიტუაციით.

საწყისი სიტუაცია განისაზღვრება გამოკვლევის საშუალებით. გამოკვლევა გულისხმობს როგორც უშუალოდ დათვალიერებას, რომელსაც ატარებს ექიმი საკუთარი ძალებით, აგრეთვე სპეციალური მეთოდებით, რომლებიც ტარდება სპეციალური დანადგარების დახმარებით.

ისე მოხდა, რომ ყბა-კბილთა სისტემა – ძალზედ რთულად მისადგომი ადგილია ვიზუალურ-ტაქტილური კვლევებისათვის. მარტივად, რომ ვთქვათ ძნელია რამის დანახვა, გასინჯვა და თვალით გაზომვა: კბილებზე ვხედავთ მხოლოდ გვირგვინოვან ნაწილს, ყბის ძვლები დაფარულია ლორწოვანი გარსით და ა.შ.

ამიტომ სტომატოლოგიაში დიდი ყურადღება ეთმობა კვლევის სპეციალურ მეთოდებს – პირველ რიგში რენტგენოგრაფიას. მის ერთ-ერთ სახეობას ორთოპანთომოგრაფიას უკვე გავეცანით.

არსებობს დენტალური რენტგენოგრაფია ანუ კონკრეტული კბილის რენტგენი, ტელერენტგენოგრაფია, ქალას კლასიკური რენტგენოგრაფია სხვადასხვა პროექციებში… ყველა ეს მეთოდი კარგია თავისი სიმარტივით და სიიაფით, მათი გამოყენება შეიძლება ყველგან და ყოველთვის. მაგრამ არსებობს ორი საერთო და უმნიშვნელოვანესი ნაკლი – ქსოვილების ერთმანეთზე დაშრევება და სურათის უზუსტობები.

 

 

 

 

 

 

 

დენტალური იმპლანტოლოგია – ძალზედ ზუსტი მეცნიერებაა. მასში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება იმპლანტების და ტრანსპლანტატების პოზიცირებას, მათ ურთიერთობას გარშემო მყოფ ქსოვილებთან, მათ ზომებთან და თვისებებთან.

კბილის ან კბილების აღდგენისას აუცილებელია ზუსტად ვიცოდეთ საწტისი სიტუაცია. უზუსტობები და მასთან დაკავშირებული დაგეგმარების  შეცდომები ხშირად იწვევენ არასასურველ შედეგებს. შედეგად კი ვიღებთ იმედგაცრუებას იმპლანტაციის შესაძლებლობებზე.

მაგრამ, როგორ მივიღოთ ზუსტი სურათი? როგორ შევამციროთ ოპერაციის რისკები და გავხადოთ შედეგი მაქსიმალურად პროგნოზირებადი?

ამისათვის არსებობს დენტალური კომპიუტერული ტომოგრაფია. 

რატომ?

1. კომპიუტერული ტომოგრაფიით შეგვიძლია დავინახოთ ის რაც შეიარაღებული თვალითაც შეუძლებელია: მარტივად, რომ ვთქვათ კბილის ფესვები, არხები, ძვალში გამავალი მსხვილი ნერვ-სისხლძარღვოვანი კონები, ზედა-ყბის წიაღი და ა.შ. უზუსტობების გარეშე ამ ყველაფრის დანახვა შესაძლებელია მხოლოდ კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე.  საჭიროა კი იმაზე საუბარი, რომ ყველა ეს სტრუქტურა მნიშვნელოვანია იმპლანტაციისას, რადგან მარტივად შეიძლება მათი დაზიანება ოპერაციის დროს.

2. რადგან კტ არ იძლევა ცდომილებებს და დაშრევებებს, მისი დახმარებით მარტივად შეიძლება გარკვეული სტრუქტურების გაზომვა, საჭირო ზომის იმპლანტის მორგება. დიდი ზომის იმპლანტის ჩასმით შესაძლოა დავაზიანოთ გარშემო მყოფი ქსოვილები.

3. ზოგიერთ სტრუქტურას გააჩნია რთული სივრცობრივი კონფიგურაცია. ამ კონფიგურაციების არ ცოდნა ართულებს იმპლანტების ან ტრანსპლანტატების პოზიცირებას.

4. ყბებში მიმდინარე ზოგიერთი პათოლოგიური პროცესი შესაძლოა აღმოვაჩინოთ მხოლოდ კომპიუტერული ტომოგრაფიის დახმარებით. კლასიკური რენტგენოგრაფია აქ არ გამოდგება, რადგან ხდება ქსოვილების დაშრევება.

ვფიქრობ ეს ოთხი პუნქტი სრულიად საკმარისია, იმისათვის, რომ მივხვდეთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კომპიუტერული ტომოგრაფიის როლი დენტალურ იმპლანტოლოგიაში. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ ეს კვლევის უმნიშვნელოვანესი მეთოდია. თამამად ვიტყვი, რომ არ შეიძლება იმპლანტაციის დაწყება ტომოგრაფიის გარეშე.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩვეულებრივი ტომოგრაფია არაა გამოყოფილი სტომატოლოგიისათვის, ამიტომ გამოვიდა სპეციალური სტომატოლოგიური ტომოგრაფები. მათი საშუალებით შეგვიძლია მივიღოთ სამგანზომილებიანი გამოსახულება, რომელიც იწერება DVD დისკებზე.

კომპიუტერული ტომოგრაფიაზე დაყრდნობით შესაძლოა ქირურგიული შაბლონების დასამზადებლად მონაცემების 3D მოდელირება.

ასე გამოიყურება ქირურგიული შაბლონები იმპლანტაციისათვის.

 

 

 

 

 

რა შეიძლება მოხდეს თუკი არ ჩავიტარებთ კომპიუტერულ ტომოგრაფიას იმპლანტაციამდე?

საწყის სიტუაციაზე ინფორმაციის არ ქონისას, მნიშვნელოვნად ვზრდით გართულებების რისკს, ხოლო შედეგი ხდება ამოუცნობი.

(მინდა მოვიყვანო მაგალითი, რომელიც მოვიძიე ინტერნეტში!)

მოვიდა პაციენტი, ექიმმა ჩათვალა, რომ იმპლანტაციისათვის იდეალური შემთხვევაა, არ ჩათვალა საჭიროდ ტომოგრაფიის გადაღება. “ჩახრახნა” იმპლანტი, რაზეც შემდგომ ორთოპედმა დაამაგრა გვირგვინი.

ორთოპანთომოგრამაზე ყველაფერი კარგადაა.

 

 

 

 

მაგრამ პაციენტს დაეწყო პრობლემები! მოირყა იმპლანტი, გაჩნდა ტკივილები, მიმართა სხვა ექიმს და კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე მიიღეს შემდეგი სურათი:

 

 

 

 

 

უფრო დაწვრილებით:

 

 

 

 

 

 

აი კიდევ:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სახეზეა ექიმის შეცდომა – სათანადო კვლევის არ არსებობა და შედეგად, იმპლანტის არასწორი პოზიცირება.

მკურნალობის შემდგომი გეგმა – იმპლანტის მოცილება, ძვლოვანი პლასტიკა, განმეორებითი იმპლანტაცია და პროთეზირება. როგორ ფიქრობთ ღირდა ამათ?

Read Full Post »

- გამარჯობათ, მე თქვენი პაციენტი ვარ! დამიბრუნეთ იმპლანტაციის ფული! ვერც ერთი ორთოპედი თქვენს გაკეთებულ იმპლანტებზე ვერ მიკეთებს გვირგვინს!

- ეეეე… რატომ უნდა დაგიბრუნოთ ფული?

- მე ჯერ გარანტიაც არ გამსვლია!

- და რაზე გაქვთ გარანტია?

- როგორ თუ რაზე? იმპლანტაციაზე!

- მოიცათ, გეთაყვა. თქვენ იმპლანტაციის ოპერაციაზე გაქვთ გარანტია?

- დიახ!

- იმპლანტი ინეგრირდა? შეგიხორცდათ?

- დიახ!

- ე.ი. ოპერაციამ შედეგიანად ჩაირა?

- ალბათ.. კი…

- მაშინ რა პრეტენზიები გაქვთ? თქვენ გადაიხადეთ ფული ჩვენ ჩავსვით იმპლანტი, იგი შეხორცდა. ის, რომ ვერავინ ახდენს პროთეზირებას თქვენი ორთოპედის პრობლემაა და არა ჩვენი კლინიკის.

- მაგრამ …

- არავითარი მაგრამ! იქნება და თქვენმა ორთოპედმა საერთოდ არ იცის მუშაობა?

ეს რეალური ისტორიაა, რომელიც საქართველოში არ მომხდარა, მაგრამ მოხდა. (ისე ალბათ არ ვიცი მარა ჩვენთანაც მოხდებოდა, რაღაც ამდაგვარი :))

პერიოდულად ისმის სტომატოლოგიური კლინიკების რეკლამებში ფრაზა “გარანტია ყველა სახის მომსახურებაზე”, “გარანტია იმპლანტებზე 15 (20-30-100) წელი” და “კბილების იმპლანტაცია გარანტიით” ან “სიბრძნის კბილის ექსტრაქცია გარანტიით”. იგივე შესაძლოა მოვისმინოთ პაციენტებისაგან და გარანტია რამდენი აქვს? ალბათ ეს კითხვა იწვევს ამგვარ დაპირებებს (ჩემი აზრით)

მოდით ვიყოთ გულახდილები. გარანტია ქირურგიულ მანიპულაციებზე, მათ შორის ოსტეოპლასტიკაზე, სინუსლიფტინგზე და დენტალურ იმპლანტაციაზე ბლეფია და სისულელე. რადგან ოპერაციის წარმატება დამოკიდებულია არა მხოლოდ ექიმის კვალიფიკაციაზე, არამედ ორგანიზმის ჯანმრთელობაზე და პაციენტის გულმოდგინებაზე. ქირურგს უბრალოდ შეუძლია შექმნას ხელსაყრელი პირობები იმპლანტის ოსტეოინტეგრაციისათვის, მაშინ როდესაც თავად ოსტეოინტეგრაცია – უდაოდ ადამიანის ორგანიზმის დამსახურებაა. მედიცინაში არ არსებობს ოპერაცია 100% იანი წარმატებით. ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე მარტივ ქირურგიულ ოპერაციას ყოველთვის აქვს გართულების გარკვეული რისკი.

დიახ, იმპლანტებს აქვს მწარმოებლის გარანტია. მაგრამ იმ გაგებით, რომ იმპლანტი – ლითონის რთული ნაკეთობაა. თუკი იგი გატყდება, ან აღმოჩნდება ქარხნული წუნი, მაშინ აუცილებლად იცვლება მწარმოებლის მიერ. მაგრამ დამეთანხმეთ, თუკი ავიღებთ სერიოზულ საიმპლანტაციო სისტემას, ასეთი შემთხვევები ძალზე დიდი იშვიათობაა. ამიტომ მწარმოებებლი იძლევა  გარანტიას სიცოცხლის ბოლომდე საკუთარ პროდუქტზე. თუკი იმპლანტი გაიბზარა, გატყდა ხრახნი და ა.შ. – უპრობლემოდ გამოგიცვლით ახლით ჩვენს ხარჯზე. მაგრამ თუკი იმპლანტი გამოვარდა 10 წლის შემდეგ, იმიტომ, რომ პაციენტი არ იცავდა ელემენტარულ ჰიგიენას – ბოდიში, ეს პაციენტის პრობლემაა და არა მწარმოებლის.

სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ სიცოცხლის ბოლომდე (ან 15-20 წლიანი) გარანტია იმპლანტაციაზე – ესაა გარანტია, რომ იმპლანტი ამ ხნის მანძილზე შეინარჩუნებს საკუთარ ფიზიკურ მახასიათებლებს და ფორმას. მაგრამ არავითარ შემთხვევაში იმაზე, რომ იმპლანტს გამოგიცვლით 10 წლის შემდეგ პერიიმპლანტიტის გამო.

არავინ და არასდროს ჯანსაღი აზროვნებთ არ იძლევა გარანტიას ოსტეოპლასტიკურ ოპერაციებზე, სინუსლიფტინგი ან რბილი ქსოვილების პლასტიკა. იმიტომ, რომ სინუსლიფტინგისას – ყველაზე მარტივი იმპლანტოლოგიური ოპერაცია, შეუძლებელია იწინასწარმეტყველო, მემბრანა გაიხევა თუ არა, ხომ არ გაიშლება ნაკერები, ხომ არ გაიწოვება ოსტეოპლასტიკური მასალა. ქირურგ იმპლანტოლოგს მხოლოდ შეუძლია მინიმუმანდე დაიყვანოს რისკები, ჩაატაროს რა ოპერაცია ყველა წესის დაცვით და ხარისხიანი ინსტრუმენტების და მასალების გამოყენებით. მაგრამ თავად რეგენერაციის პროცესზე (მთელი იმპლანტოლოგია რეგენერაციაა) სამწუხაროდ ზეგავლენას ვერავინ ვერ მოახდენს.

სხვა საქმეა – სამედიცინო მომსახურების გაწევაზე ხელშეკრულების შედგენა. მოკლედ, რომ ვთქვათ “კლინიკა ვალდებულია მოემსახუროს პაციენტს” ხოლო “პაციენტი ვალდებულია გადაიხადოს ამ მომსახურების საფასური, და არა”ცდილობს მოემსახუროს”. წინააღმდეგ შემთხვევაში “პაციენტი ცდილობს გადაიხადოს”.

ამიტომ ნუ ენდობით გარანტიას, რასაც არ უნდა გპირდებოდნენ რეკლამაში. საერთოდ სჯობს მაქსიმალურად კრიტიკულად მიუდგეთ ამ საკითხს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

Read Full Post »

დღეს მინდა ვისაუბროთ, თუ, როგორ მოვემზადოთ დენტალური იმპლანტაციის ოპერაციისათვის, რა წინა საოპერაციო კვლევებია აუცილებელი, რა ჩვენებები და უკუჩვენებები არსებობს.

სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე თუ რა უნდა გააკეთოს პაციენტმა, რათა მშვიდად და უსაფრთხოდ გაიაროს იმპლანტოლოგიური მკურნალობის ყველა ეტაპი და ამასთან არ დახარჯოს ზედმეტი ფული, დრო და ემოციები.

დავიწყოთ ჩვენება უკუჩვენებებით.

დენტალური იმპლანტაციის ჩვენებებია:

ერთი, რამოდენიმე ან კბილების სრული არქონა (არ იგულისხმება სიბრძნის კბილები)

აი აქედან

აი აქამდე

ნებისმიერ დროს შესაძლებელია მოხდეს, ნებისმიერი ლოკალიზაციის, ნებისმიერი კბილის პროთეზირება იმპლანტზე.

უკუჩვენება:

დენტალური იმპლანტაციის აბსოლუტური უკუჩვენებები:

  • ორგანიზმის ქრონიკული დაავადებები (ტუბერკულოზი, რევმატიული დაავადება, შაქრიანი დიაბეტის არაკომპენსირებული ფორმა, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებები და სხვა);
  • სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების დაავადებები;
  • ძვლოვანი სისტემის დაავადებები, რომლებიც ამცირებენ მის რეგენერაციას;
  • ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები.
  • ავთვისებიანი სიმსივნეები სპეციალური თერაპიის ჩატარებისას და გარკვეული პერიოდი ჩატარების შემდგომ.

დენტალური იმპლანტაციის შედარებითი (გადაჭრადი) უკუჩვენებები:

  • პაროდონტიტი (მწვავე და ქვემწვავე ფორმები);
  • პათოლოგიური თანკბილვა და კბილების მომატებული ცვეთა;
  • პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა და მისი გაუმჯობესების არანაირი ნიშანწყალი.
  • სიმსივნისმაგვარი და სიმსივნური წარმონაქმნები პირის ღრუში და ყბებზე;
  • სხეულის სხვა ადგილებში ლითონის იმპლანტების არსებობა (კირშნერის სპიცები, მინიფირფიტები, ლითონის ნაკერები, ხელოვნური სახსრები, გულის სარქველი, კარდიოსტიმულატორი და სხვა);
  • საფეთქელ-ქვედა ყბის დაავადებები;
  • ბრუქსიზმი (ქვეცნობიერად ყბების მოჭერა ან კრაჭუნი, განსაკუთრებით ძილში);
  • ყბის ძვლების ანატომიური თავისებურებები, რაც გამორიცხავს იმპლანტის მოთავსებას (ძვლის ატროფია, რეტენირებული კბილები, წიაღები და სხვა), რაც მოითხოვს წინამდებარე ძვლის აღდგენად ოპერაციებს.
  • დროებით უკუჩვენებად გვევლინება ფეხმძიმობა და ლაქტაცია.

იმპლანტაციის სოციალური უკუჩვენებები

  • საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ დაუდევარი მიდგომა, ნიკოტინი, ალკოჰოლის ხშირი მოხმარება, არარეგულარული კვება, დიდი რაოდენობით ყავის მიღება.
  • პროფესიული საქმიანობის თავისებურებები – მძიმე ფიზიკური დატვირთვები, სპორტის ექსტრემალური და ტრავმული სახეები.

წინასაოპერაციო კვლევები

აი მომენტი როდესაც ჩნდება გაუგებრობა არა მარტო პაციენტსა და ექიმს შორის არამედ ექიმებს შორისაც. რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს პაციენტმა დენტალური იმპლანტაციის ოპერაციის წინ? რითი დავიწყოთ?

ყველაზე მთავარი და უმთავრესი პრინციპია წინასაოპერაციო გამოკვლევა – ესაა სამედიცინო მიზანმიმართულობის პრინციპი. სხვა სიტყვებით (მარტივად), რომ ვთქვათ ამა თუ იმ სამედიცინო კვლევის დანიშვნის წინ ზუსტად უნდა  ვიცოდეთ თუ რისთვის ვაკეთებთ და რას ვეძებთ.

მომიჯნავე სპეციალისტების კონსულტაცია

იმპლანტაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი ექიმი – სტომატოლოგი-ორთოპედია. ჩვენი სამუშაოს მიზანი – ხარისხიანი, საიმედო და ესთეტიური კბილის პროთეზებია, რომლებიც დაყრდნობილია იმპლანტებზე. დენტალური იმპლანტატი – მხოლოდ პროთეზის საყრდენია. რამდენი იქნება ეს საყრდენი, სად იქნება განლაგებული, რა დგომა ექნება – ყველაფერს განსაზღვრავს მომავალი პროთეზის კონსტრუქცია. ამისათვის საჭიროა ექიმი ორთოპედი.

კბილების დიდი ხნით არ ქონა, იწვევს თანკბილვის ცვლილებას. ეს ცვლილებები კი შესაძლოა ისეთიც იყოს, რომ ვერ მოხდეს ხარისხიანი და ესთეტიური პროთეზირება. ამიტომ პაციენტებს იმპლანტაციამდე (როგორც საერთოდ პროთეზირებამდე) ესაჭიროებათ ორთოდონტის კონსულტაცია, შესაძლოა ორთოდონტიული მკურნალობაც კი.

აუცილებელია დენტალური იმპლანტაციის წინ (როგორც პირის ღრუში ნებისმიერი ქირურგიული ჩარევის წინ) ჩატარდეს კბილების პროფესიული წმენდა: ულტრაბგერის და AirFlow აპარატებით, მოშორდეს ქვები, ნადები. ასევე სასურველია მიიღოს პაციენტმა პირის ღრუს მოვლის შესახებ რჩევა-დარიგებები, რათა შეინარჩუნოს მიღებული სისუფთავე მომავალშიც.

პირის ღრუს სანაცია

ზოგიერთი ექიმი იმპლანტაციის წინ ითხოვს პირის ღრუს სრულ სანაცია. მოთხოვნა სამართლიანია ოღონდ გარკვეულ ფარგლებში.

პირის ღრუ უნდა იყოს სუფთა, არ უნდა იყოს მწვავე ან პოტენციურად საშიში ანთებადი კერები: ქრონიკული პულპიტი,   პაროდონტიტი, პერიოდონტიტი გამწვავების ფაზაში და ა.შ.

სადიაგნოსტიკო მოდელები და  WaxUp

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმპლანტოლოგის სამუშაოს მიზანი – ხარისხიანი, გამძლე, საიმედო პროთეზირებაა და არა იმპლანტის ჩასმა. იმპლანტი მხოლოს პროთეზის საყრდენია და არა პროთეზი. მაშასადამე, იმპლანტების ზომა, რაოდენობა და ლოკალიზაცია პირველ რიგში დამოკიდებულია არა იმპლანტოლოგის ფანტაზიაზე, არამედ იმ ამოცანებზე, რომლებიც დგას სტომატოლოგი ორთოპედის წინაშე.

წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მივიღოთ ინტეგრირებული იმპლანტი, რომელზეც ვერ კეთდება ორთოპედიული სამუშაო.

რომ გახდე იმპლანტოლოგი, უნდა იყო არა მარტო კარგი ქირურგი არამედ ცოტა ორთოპედიც. ამასთან უნდა გქონდეს კარგად განვითარებული სივრცობრივი აზროვნება და წარმოსახვა. რადგან ყველაზე რთული იმპლანტოლოგიაში – იმპლანტების შერჩევა და მათი პოზიცირებაა.

რომ მოთავსდეს იმპლანტი სწორ პოზიციაში, ზუსტად უნდა ვიცოდეთ თუ როგორი იქნება პროთეზი. ამისათვის არსებობს wax-up ე.წ. “ცვილით მოდელირება”.

მისი დამზადება მისაღებია, როდესაც იმპლანტების პოზიცირება იწვევს სირთულეებს. მაგალითად ძვლოვანი ქსოვილის ატროფია, რთული კონსტრუქციის პროთეზები და ა.შ.

დენტალური იმპლანტაციის ოპერაციისათვის მზადებისას ორთოპედის კონსულტაცია არის აუცილებელი

ყბა-კბილთა სისტემის ფუნქციონალური დიაგნოსტიკა

კბილების დიდი ხნით არ ქონა იწვევს სერიოზულ ცვლილებებს ყბა-კბილთა სისტემაში:

- კბილთა რკალში დატვირთვის გადანაწილება

- მეზობელი კბილების გადანაცვლება, გადაადგილება, თანკბილვის დარღვევა

- საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის და საღეჭი კუნთების დისტროფიული ცვლილებები

- დანაკლისი კბილების მიდამოში ძვლოვანი ქსოვილის და ლორწოვანი გარსის ატროფია

ექიმის დანიშნულებაა – არა მხოლოდ “ლამაზად გააკეთოს”, არამედ აღადგინოს ნორმალური ფუნქცია, აღმოფხვრას კბილების არ ქონით გამოწვეული შედეგები. ამისათვის საჭიროა გავარკვიოთ, თუ რა მოუვიდა კბილთა რკალს მას შემდეგ რაც დაიკარგა კბილები.

ქირურგიული თარგი (შაბლონი) 

თუკი იმპლანტების პოზიცირება იწვევს სიძნელეებს, მაშინ ორთოპედი ამზადებს სპეციალურ შაბლონს. ამისათვის გამოიყენება სპეციალური კომპიუტერული პროგრამები და სამგანზომილებიანი პრინტერი.

ნავიგაციური სისტემა საშუალებას გვაძლევს ზუსტად დავგეგმოთ იმპლანტაცია და შაბლონების გამოყენებით მივიღოთ ესთეტიურად და ფუნქციონალურად საუკეთესო შედეგები. პაციენტისთვის ვირტუალური დაგეგმარება ძვლოვანი ქსოვილის

სამგანზომილებიანი გამოსახულების გამოყენებით, ტიტანის კონსტრუქციის ადგილმდებარეობის და დახრის კუთხის წინასწარი განსაზღვრა არის შესრულებული სამუშაოს უმაღლესი ხარისხის გარანტია. შაბლონების გამოყენებისას რისკები გაცილებით დაბალია.სისტემის ყველა მომხმარებელი, ახალბედა სტომატოლოგებით დაწყებული – იმპლანტოლოგიაში სოლიდური გამოცდილების მქონე სპეციალისტებით დამთავრებული დიდად აფასებენ მის უპირატესობას. აღნიშნული პროგრამა ოთხჯერ და მეტჯერ ამცირებს ოპერაციული ჩარევისათვის საჭირო დროს.

კომპიუტერული ტომოგრაფია

ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევაა იმპლანტაციის ოპერაციის წინ, რომელიც უნდა ჩატარდეს 100% შემთხვევაში. არ შეიძლება იმპლანტაციის დაწყება თუკი არ გვექნება კომპიუტერული ტომოგრაფიის მონაცემები.

კტ-თვის გამოიყენება სპეციალური ციფრული ტომოგრაფები და სპეციალური სტომატოლოგიური პროგრამები.

კომპიუტერული ტომოგრაფია გვეხმარება შევაფასოთ საოპერაციო ველში ძვლოვანი ქსოვილის კონფიგურაცია, მოცულობა და სტრუქტურა. ტომოგრაფიით შესაძლოა განისაზღვროს გარკვეულის სტრუქტურების ზომები, შეირჩეს საჭირო ზომის იმპლანტი. მისი დახმარებით შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ რიგი გართულებები.

სისხლის და შარდის ანალიზი, სხვა ლაბორატორიული კვლევები.

არის კლინიკები სადაც, როგორც წესი ყველა პაციენტი ოპარაციის წინ იკეთებს სისხლის და შარდის ანალიზს. მიუხედავად ამისა ქირურგიული ჩარევისთვის ამ ანალიზებს არავინ არ იყენებს, იბადება კითხვა მაშ რისთვის კეთდება ეს ანალიზები, თუკი არავინ მათ არ უყურებს?

ტრავმატულობის, ორგანიზმზე ზემოქმედების და გართულებების რაოდენობის გათვალისწინებით დენტალური იმპლანტაცია კბილის ამოღებაზე ადვილი ოპერაციაა. რიგ შემთხვევებში სინუსლიფტინგს და ოსტეოპლასტიკას უფრო მარტივად იტანს პაციენტი ვიდრე დარეზორცინებული მეექვსეს ამოღებას, მაგრამ არავინ არ ითხოვს ანალიზს კბილის ამოღების წინ (უნდა ვაღიარო გამონაკლისებიც არსებობენ), ხომ მართალია?

ყველაფერს აქვს ჩვენება და უკუჩვენება. მაგალითად თუკი პაციენტი ამბობს, რომ მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აქვს გარკვეული პრობლემები, რომ იგი მკურნალობს ექიმთან. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ აღნიშნული ექიმისგან  აუცილებლად უნდა მივიღოთ თანხმობა ჩასატარებელ ქირურგიულ მანიპულაციაზე.  მან უნდა გააგზავნოს ანალიზებზე თუკი ჩათვლის ამას საჭიროდ.

დასკვნა

იმპლანტაციისათვის მომზადების აუცილებელი ეტაპებია:

- ორთოპედის კონსულტაცია

- კომპიუტერული ტომოგრაფია

ორთოპედის და იმპლანტოლოგის კონსულტაციით ინიშნება:

- სადიაგნოსტიკო მოდელები, ცვილით მოდელირება

- მომიჯნავე სტომატოლოგი სპეციალისტების კონსულტაცია, პირის ღრუს სანაცია

- პირის ღრუს პროფესიული ჰიგიენა

- ყბა-კბილთა სისტემის ფუნქციონალური დიაგნოსტიკა

- ქირურგიული შაბლონის (თარგის) დამზადება

 ჩვენების შემთხვევაში მკაცრად ინიშნება: 

- სისხლის და შარდის ლაბორატორიული ანალიზები

- არასტომატოლოგიური პროფილის სპეციალისტების კონსულტაცია – კარდიოლოგი, თერაპევტი, ენდოკრინოლოგი, რევმატოლოგი და ა.შ.

- ელექტროკარგიოგრამმა

პირველს და ბოლოს ნიშნავს შესაბამისი სპეციალობის ექიმი.

საერთოდ არ არის საჭირო: 

- ელექტროენცეფალოგრაფია

- მრტ (მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია)

- დინამიური კტ ან მრტ

- ზურგის ტვინის სითხის და პროსტატის წვენის ლაბორატორიული ანალიზი :)

და ბოლოს – წარმატებული მკურნალობა და შედეგი – ორი ადამიანი დამსახურებაა: ექიმის და პაციენტის. არა მხოლოდ ექიმის!

გისურვებთ ჯანმრთელობას!!!

Read Full Post »

კომპიუტერის გამოყენება ნებისმიერი თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესად იქცა.

კომპიუტერების გარეშე თანამედროვე მედიცინის წარმოდგენაც ძნელია. სადიაგნოსტიკო გამოკვლევების უმრავლესობას ციფრული ტექნოლოგიები ასრულებენ. ტექნიკის ბოლო სიტყვა – ენდოსკოპიური რობოტი – ასისტენტია, რომელიც ურთულესი ოპერაციების შესრულებისას გამოიყენება. კომპიუტერული ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა გამოირიცხოს საექიმო შეცდომების მთავარი მიზეზი – ადამიანური ფაქტორი.

თუმცა არიან ექიმები, რომლებსაც არ ქონიათ კომპიუტერთან შეხება. ჩვენთვის კომპიუტერი ძალზედ მნიშვნელოვანია. სპეციალური პროგრამებით ხდება დიაგნოსტირება, მკურნალობის დაგეგმვა, სამგანზომილებიანი შაბლონების დამზადება. ფერადი და სამგანზომილებიანი სკანერების საშუალებით ორთოპედს შეუძლია არა მარტო სწრაფად და ხარისხიანად დაამზადოს კარკასი გვირგვინებისათვის არამედ გვირგვინებიც.

დღეს მინდა გიამბოთ იმ პროგრამებზე და ტექნოლოგიებზე, რომლებიც უადვილებს სტომატოლოგს მუშაობას.

ციფრული რენტგენოლოგიური სურათებით უკვე ვეღარ გაგაკვირვებთ. დაწყებული დენტალური სურათებით და დამთავრებული ორთოპანთომოგრამებით ან ტელერენტგენოგრამებით – ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს კომპიუტერით. ციფრული გამოსახულების უპირატესობაა:


-      რენტგენოლოგიური გამოსხივების განსაკუთრებით დაბალი დოზა (2-3 ჯერ მცირე ვიდრე ჩვეულებრივისას).

-      სურათის მიღების სიჩქარე.

-      არ საჭიროებს გასამჟღავნებელ ხსნარებსა და აპარატურას.

-      არ საჭიროებს ცალკეულ რენტგენოლოგიურ კაბინეტს.

-      საშუალებას იძლევა გაკეთდეს სურათების სასურველი რაოდენობა.

-      ინტერნეტით ინფორმაციის გაცვლის საშუალება.

-      საშუალებას იძლევა შევინახოთ და დავალაგოთ სურათები.

ბაზარზე წარმოდგენილია რადიოვიზიოგრაფების ძალზედ დიდი არჩევანი. დაახლოებით ასე გამოიყურება პროგრამა და გადაღებული სურათები. საშუალება გვაქ ერთდროულად გავხსნათ რამოდენიმე სურათი, ვნახოთ მკურნალობის შედეგები, ქრონოლოგია, ვაჩვენოთ ყოველივე პაციენტს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაუგზანოთ კოლეგებს კონსულტაციისათვის. არანაირი ფირები და ქაღალდები.

თუკი დიაგნოზის დასასმელად სურათები არაა საკმარისი დამხმარედ მოდის კომპიუტერული ტომოგრაფია. აღნიშნული გამოკვლევის მეთოდმა მოახდინა რევოლუცია მედიცინაში, აღნიშნული მეთოდის გამომგონებლები საპატიოდ დაჯილდოვდნენ ნობელის პრემიით. სტომატოლოგიაში გამოიყენება მაღალი გარჩევადობის ტომოგრაფები – ეს არცაა გასაკვირი, ჩვენ ხომ ძალზედ მცირე დეტალები გვაინტერესებს. თანამედროვე

ტომოგრაფები იძლევიან საჭირო ობიექტის არა მარტო შრეობრივ გამოსახულებას, არამედ მის სამგანზომილებიან მოდელსაც.

შესაძლებლობა გვეძლევა გავაკეთოთ საჭირო გამოთვლები, დავადგინოთ ქსოვილების სტუქტურა, ორგანოების ურთიერთ დამოკიდებულება, დავგეგმოთ იმპლანტაცია და ა.შ. დღეისათვის სტომატოლოგიური ტომოგრაფია – ყბა-სახის გამოკვლევის ყველაზე სრულყოფილი მეთოდია.

როგორც გითხარით კომპიუტერული ტომოგრაფიით შესაძლებლობა გვაქ დავგეგმოთ იმპლანტაციის ოპერაციები. შეიძლება არ დაიჯეროთ მაგრამ იმპლანტაციისას ყველაზე რთული იმპლანტების სწორი პოზიცირებაა. განსაკუთრებით კი როცა ბევრია. ხარგი შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანია არა ის, რომ ჩავნერგოთ იმპლანტი სადაც გამოგვივა, არამედ მკაცრად განსაზღვრულ ადგილას და მკაცრად განსაზღვრულ სიღრმეზე. სამწუხაროდ ამის თვალით განსაზღვრა საკმაოდ რთულია. მით უმეტეს, რომ ექიმ-იმპლანტოლოგებს უჭირთ იქიმი-ორთოპედების თვალით საქმის დანახვა.

საბედნიეროდ არსებობს პროგრამა, რომელიც იმპლანტაციების დაგეგმვის საშუალებას იძლევა. პროგრამის საინფორმაციო ბაზაში, ყველა ცნობილი იმპლანტების სისტემაა შეტანილი, ვირჩევთ საჭირო სისტემას და საჭირო ადგილს. მზადდება მოდელი და ქირურგიული შაბლონი. რომლებზეც უკვე ტიტანის რგოლებით მითითებულია საჭირო ადგილები და მიმართულება. საჭიროა მხოლოდ შაბლონების ყბაზე დამაგრება და იმპლანტების ჩანერგვა.

ცხადია არა მხოლოდ ქირურგები სარგებლობენ კომპიუტერების დახმარებით. ალბათ გახსოვთ სტატია ლინგვალურ ანუ უხილავ ბრეკეტებზე? ხოდა მათი დამზადების თითქმის ყველა ეტაპს ახორციელებს კომპიუტერი. ეს კი იძლევა მაქსიმალურ რეზულტატს.

ყველაზე მეტად კი კომპიუტერებით ექიმი-ორთოპედები სარგებლობენ.

დღეისათვის უკვე შესაძლებელია ანაბეჭდის ან ყბის მოდელის დასკანერება. ინფორმაცია იგზავნება სპეციალურ პროგრამაში, აქვე ხდება მომავალი კარკასის, გვირგვინის, ჩანართის ან ხიდის დამოდელირება, ხოლო შემდგომ სპეციალური საჩარხი მოწყობილობით მისი დამზადება.

ჩვენ ისღა დაგვრჩენია მიღებულ კარკასს დავადოთ ფაიფური, ან გავაპრიალოთ ჩანართი და დაუმაგროთ პაციენტს.

რა თქმა უნდა ეს სრული ჩამონათვალი არ გახლავთ სტომატოლოგიაში არსებული ტექნოლოგიებისა თუმცა დღეისათვის საკმარისია.

მომავალში ალბათ დიაგნოსტირებასაც და მკურნალობასაც რობოტები შეასრულებენ, ხოლო ადამიანები წარუძღვებიან აღნიშნულ პროცესს.

Read Full Post »

სინუსლიფტინგი (სწორი დასახელება „სუბანტრალური აუგმენტაცია“) – დენტალურ იმპლანტოლოგიაში გამოყენებადი ყველაზე გავრცელებული ძვლოვან-პლასტიკური ოპერაცია. თითქმის ყოველი მესამე პაციენტი, რომელიც საჭიროებს იმპლანტაციას ზედა ყბის გვერდით სეგმენტში საჭიროებს აღნიშნულ მანიპულაციას – ყოველივე დაკავშირებულია ადამიანის ყბა-სახის ანატომიურ თავისებურებებთან.

მინდა კონკრეტულ მაგალითზე მოგითხროთ ოპერაციის ჩვენებებზე, ჩატარების ტექნიკაზე, შედეგებზე და შესაძლო გართულებებზე.

არსებობს აღნიშნული  ოპერაციის ჩატარების უამრავი მეთოდი, თუმცა ძირითადად ისინი იყოფა ორ ჯგუფად:

-         ლატერალური სინუსლიფტინგი ზედა ყბის წიაღის გვერდითი კედლის გახსნით (ღია სინუსლიფტინგი). მას „დიდ“ სინუსლიფტინგსაც უწოდებენ.

-         ვერტიკალური (ტრანსკრესტალური) სინუსლიფტინგი იმპლანტის ჭრილიდან შესვლით (დახურული სინუსლიფტინგი). „პატარა“ სინუსლიფტინგი.

ჩვენი დღევანდელი საუბარი ძირითადად შეეხება პირველ მეთოდს. მარტივად, რომ მოგახსენოთ ვერტიკალური ლიფტინგი ტარდება ოსტეოკონდენსორებით იმპლანტის ჩანერგვის პროცესში. მას შედარებით შეზღუდული ჩვენებები აქვს, შესრულების თვალსაზრისით გაცილებით მარტივია.

როგორც ავღნიშნეთ არსებობს ლატერალური სინუსლიფტინგის ჩატარების უამრავი მეთოდი და მოდიფიკაცია. მეცნიერები და ექიმები გამუდმებით მუშაობენ აღნიშნულ საკითხზე. ასე გაჩნდა ოპერაციის „ბალონური“, „ენდოსკოპური“ და „ულტრაბგერითი“ მეთოდები. ყველა ექიმი ირჩევს მისთვის სასურველ მეთოდს, რადგან მიზანი ერთია – შევქმნათ საიმედო დენტალური იმპლანტაციისათვის საჭირო, ქსოვილის ადექვატური რაოდენობა.

საერთოდ რა საჭიროა სინუსლიფტინგი?

განსხვავებით ქვედა ყბისაგან, რომელიც ერთი მთლიანი ძვალია, ზედა ყბას აქვს 2 დიდი წიაღი. აღნიშნული წიაღები ამოფენილია ლორწოვანი გარსით და უერთდება ცხვირის ღრუს, ჩვენ მას ვეძახით ზედა ყბის ანუ „ჰაიმორის“ წიაღს. ჰაიმორის წიაღი – ცხვირის წინამდებარე წიაღებში ყველაზე დიდია. მისი დანიშნულებაა – ფილტვებში მიმავალი ჰაერის გათბობა, ხმის რეზონირება და ქალას მასის შემცირება.

კომპიუტერულ ტომოგრამაზე აღნიშნული წიაღები შემდეგნაირად გამოიყურება

წიაღის ზომები და ფორმა ყველა ადამიანისათვის ინდივიდუალურია, ზოგს დიდი და ჰაეროვანი აქვს, ზოგს კი – პატარა და სქელი კედლებით.

ყველაფერი კარგია, მაგრამ როდესაც ადამიანი კარგავს კბილებს და დგება საკითხი მათი იმპლანტებით ჩანაცვლების შესახებ, იბადება შეკითხვა ზედა ყბის წიაღსა და პირის ღრუს შორის ძვლოვანი ქსოვილის მოცულობაზე. თუკი აღნიშნული მოცულობა მცირეა, ჩვენი იმპლანტი უბრალოდ ჩავარდება ჰაიმორის ღრუში.

იმპლანტაციის ზონაში ძვლოვანი ქსოვილი საჭირო მოცულობის შესაქმნელად მოგონილ იქნა სინუსლიფტინგის ოპერაცია.

უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ კბილების დაკარგვის შემდეგ, ალვეოლური მორჩი განიცდის ატროფიას (მცირდება ზომებში), ხოლო დაშორება პირის ღრუსა და წიაღს შორის უფრო კლებულობს. თუმცა არსებობს ანატომიური თავისებურებები, რომლებიც არ არის დამოკიდებული ძვლოვანი ქსოვილის ატროფიაზე. ამიტომ იმპლანტების დროული ჩანერგვაც არ უზრუნველყოფს სინუსლიფტინგის თავიდან აცილებას.

სინუსლიფტინგის ჩვენება და უკუჩვენება

კერძოდ ჩვენება ერთია – საოპერაციო ველში ძვლოვანი ქსოვილის ნაკლოვანება. როგორც ავღნიშნეთ სინუსლიფტინგი ბევრ პაციენტს ესაჭიროება.

ამისათვის კეთდება კომპიუტერული ტომოგრაფია, რის საფუძველზეც ვსაზღვრავთ საოპერაციო არეში ძვლოვანი ქსოვილის სისქეს (აღნიშნულია რიცხვებით, ითვლება მილიმეტრებში):

 თუკი ძვლის მოცულობა საკმარისია საჭირო იმპლანტის პირველადი სტაბილიზაციის მისაღწევად (მინიმუმ 10-13მმ), სინუსლიფტინგი არ გვჭირდება. თუკი სისქე ნაკლებია – მაშინ საჭიროა.

სინუსლიფტინგის ჩატარების უკუჩვენება ბევრი არ არის:

-         ზედა ყბის წიაღის ქრონიკული ანთების გამწვავება

-         ცხვირის ღრუსა და ზედა ყბის წიაღზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომი, სარეაბილიტაციო პერიოდი.

-         ზედა ყბის წიაღის ან ზედა ყბის სიმსივნე

-         სხივური ან ქიმიოთერაპია

-         აუტოიმუნური დაავადებები

-         აქტიური მწეველი (დღეში ორ კოლოფზე მეტი). მაგრამ აქ საკითხი დგას საერთოდ შესაძლო ხარისხიან მკურნალობასა და პროთეზირებაზე.

იმპლანტებით თუ ისე?

სინუსლიფტინგის ოპერაცია შესაძლოა ჩატარდეს ერთდროულად იმპლანტების ჩანერგვასთან ერთად, ან ცალ-ცალკე.

არჩევანი დამოკიდებულია ალვეოლური ქედის სიმაღლეზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს იმპლანტატის პირველადი ფიქსაცია. იმპლანტი უნდა ჩაიძიროს ძვალში ნახევარზე მაინც (დაახლოებით 5მმ), ასეთ შემთხვევაში იმპლანტაცია შესაძლოა ჩატარდეს ლიფტინგთან ერთად. თუკი ალევეოლური ქედის მოცულობა არ იძლევა იმპლანტის დაფიქსირების საშუალებას და ვერ ფარავს მას ნახევრამდე (ნაკლებია 5მმ) სასურველია ჩატარდეს ჯერ სინუსლიფტინგი ცალკე ოპერაციად, ხოლო შემდგომ უკვე იმპლანტაცია. არიან ექიმები, რომლებიც აფიქსირებენ იმპლანტებს 2-3მმ სისქის ძვალშიც, თუმცა ეს საკმაოდ სარისკოა და ჩვენ ამის გაკეთებას არ გირჩევდით.

 აი მაგალითისთვის კონკრეტული სიტუაცია. პაციენტს ესაჭიროება იმპლანტების ჩანერგვა ზედა ყბის გვერდით სეგმენტებში. გაკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია და რას ვხედავთ: სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით მოხდა საიმპლანტაციო არეში ალვეოლური მორჩის სიმაღლის განსაზღვრა.

 როგორც ხედავთ მარცხენა მხარეს (აღნიშნულია ასო L-ით) ალვეოლური მორჩის სიმაღლე შეადგენს 4,43 მმ, ხოლო მარჯვენა მხარეს (აღნიშნულია ასო R-ით) – 8,17მმ. ეს კი ნიშნავს, რომ მარჯვენა მხარეს შეგვიძლია მშვიდად ჩავატოთ იმპლანტაცია სინუსლიფტინგით, ხოლო მარცხნივ ჯერ უნდა ჩატარდეს სინუსლიფტინგის ოპერაცია, დაველოდოთ ძვლის აღდგენას და შემდგომ უკვე ჩავნერგოთ იმპლანტები.

როგორ ტარდება სინუსლიფტინგის ოპერაცია?

ოპერაცია ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, ზოგადი გაუტკივარება და ნარკოზი, როგორც წესი არაა საჭირო.

საწყისი სიტუაცია:

პირის ღრუში ზედა ყბის გვერდითა კედელზე, (როგორც წესი საიმპლანტაციო ველის თავზე) კეთდება ზედა ყბის წიაღში შესასვლელი. იგი წარმოადგენს პატარა ფანჯარას, რომელიც კეთდება ფრეზის (ბორი)ან  ულტრაბგერის ზემოქმედებით. შესასვლელის გაკეთება ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო დაქმეა, ვინაიდან მნიშვნელოვანია ზედა ყბის წიაღის ლორწოვანის მთლიანობის შენარჩუნება.

„ფანჯრიდან“ კარგად ჩანს ჰაიმორის ლორწოვანი. სქემატურად ეს შემდეგნაირად გამოიყურება: 

სპეციალური იარაღების საშუალებით ფრთხილად ხდება ლორწოვანის აწევა, რითაც მის ქვეშ ვქმნით თავისუფალ სივრცეს.

წარმატების საწინდარი – სწორად შერჩეული იარაღები და კარგი მხედველობის არეა. ძალზედ მნიშვნელოვანია ზედა ყბის წიაღის ლორწოვანის მთლიანობის შენარჩუნება.

შემდგომი ეტაპი შექმნილი სივრცის ოსტეოპლასტიური მასით ამოვსებაა. ამ მიზნით იხმარება აუტოძვალი, ხელოვნური ძვალი, ბიოძვალი ან ალოძვალი. შექმნილი ფანჯარა იხურება ბარიერული მემბრანით. შემდგომ საოპერაციო ველი იხურება და იკერება.

Read Full Post »

ეს საკითხი პროფესიული სტომატოლოგიური ხედვის გარეშე ძნელი გადასაჭრელია. რადგან იმპლანტაცია შედარებით უფრო მეტ დანახარჯებს მოითხოვს ფინანსების, ასევე დროისა და ენერგიის, როგორც ექიმის ასევე პაციენტის მხრიდან, ხოლო მისი ჩატარების ადექვატურობა პირდაპირაა დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციაზე.

კბილების პროთეზირების ჩვენებებს სურვილის არსებობისას მიეკუთვნება ყველა შემთხვევა თუ არ არის მისი გაკეთების რაიმე უკუჩვენება. იმპლანტაციის ჩვენებების და უკუჩვენებების დადგენა ხდება ანამნეზის და გამოკვლევების საფუძველზე, ასევე პაციენტის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შეფასების შემდეგ.

იმპლანტაციის ჩვენებებია:

  • კბილთა რკალის ერთეული დეფექტები (გვერდზე მდგომი, მეზობელი კბილების პრეპარირების გარეშე);
  • კბილთა რკალის ჩართული დეფექტები (კბილთა დეფექტის გარშემომყოფი კბილების პრეპარირების გარეშე);
  • კბილთა რკალის ბოლოს არსებული დეფექტები (საშუალებას იძლევა ჩატარდეს მოუხსნელი პროთეზირება);
  • კბილების სრული უქონლობა (საშუალებას იძლევა ჩატარდეს მთლიანი მოუხსნელი პროთეზირება ან მოსახსნელ პროთეზს უქმნის მაქსიმალურ ფიქსაციას).

დენტალური იმპლანტაციის აბსოლუტური უკუჩვენებები:

  • ორგანიზმის ქრონიკული დაავადებები (ტუბერკულოზი, რევმატიული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებები და სხვა);
  • სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების დაავადებები;
  • ძვლოვანი სისტემის დაავადებები, რომლებიც ამცირებენ მის რეგენერაციას;
  • ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები.
  • ავთვისებიანი სიმსივნეები სპეციალური თერაპიის ჩატარებისას და გარკვეული პერიოდი ჩატარების შემდგომ.

დენტალური იმპლანტაციის შედარებითი უკუჩვენებები:

  • პაროდონტიტი (მწვავე და ქვემწვავე ფორმები);
  • პათოლოგიური თანკბილვა და კბილების მომატებული ცვეთა;
  • პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა და მისი გაუმჯობესების არანაირი ნიშანწყალი.
  • სიმსივნისმაგვარი და სიმსივნური წარმონაქმნები პირის ღრუში და ყბებზე;
  • სხეულის სხვა ადგილებში ლითონის იმპლანტების არსებობა (კირშნერის სპიცები, მინიფირფიტები, ლითონის ნაკერები, ხელოვნური სახსრები, გულის სარქველი, კარდიოსტიმულატორი და სხვა);
  • საფეთქელ-ქვედა ყბის დაავადებები;
  • ბრუქსიზმი (ქვეცნობიერად ყბების მოჭერა ან კრაჭუნი, განსაკუთრებით ძილში);
  • ყბის ძვლების ანატომიური თავისებურებები, რაც გამორიცხავს იმპლანტის მოთავსებას (ძვლის ატროფია, რეტენირებული კბილები, წიაღები და სხვა), რაც მოითხოვს წინამდებარე ძვლის აღდგენად ოპერაციებს.
  • დროებით უკუჩვენებად გვევლინება ფეხმძიმობა და ლაქტაცია.

იმპლანტაციის სოციალური უკუჩვენებები

  • საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ დაუდევარი მიდგომა, ნიკოტინი, ალკოჰოლის ხშირი მოხმარება, არარეგულარული კვება, დიდი რაოდენობით ყავის მიღება.
  • პროფესიული საქმიანობის თავისებურებები – მძიმე ფიზიკური დატვირთვები, სპორტის ექსტრემალური და ტრავმული სახეები.

Read Full Post »

Older Posts »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 702 other followers