Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘თანკბილვა’

დღეისათვის ყბა-კბილთა სისტემის ნორმალური განვითარების, ძირითადი ნიშანი არის კბილების შეკვრის სახე – თანკბილვა. ყველაზე ხშირი და ოპტიმალურად ფუნქციური ვარიანტი არის ორთოგნათიული თანკბილვა, რომლის დროსაც ზედა კბილები ოდნავ გადმოკბილავენ ქვედებს, მიჩნეულია ნორმად.

იმისათვის, რომ განისაზღვროს რამდენად პროპორციულად და ჰარმონიულადაა განვითარებული ყბა-კბილთა სისტემა, ორთოდონტიაში შემუშავებულია სახის ნაწილების გამოკვლევის მეტრული სისტემა (დაფუძნებული გამოთვლებზე). სახის ესთეტიკის გამოკვლევებისას სარგებლობენ 3 საორიენტაციო სიბრტყით და სპეციალური ცეფალომეტრული წერტილებით.

გამოყოფენ თანკბილვის ფორმირების ხუთ ძირითად პერიოდს, თითოეული მათგანის არასწორ მიმდინარეობას, შეიძლება ყბა-კბილთა სისტემის ანომალიები მოჰყვეს.

  • ახალშობილობის პერიოდი (დაბადებიდან 6 თვემდე);
  • სარძევე თანკბილვის ჩამოყალიბების პერიოდი (6 თვიდან 3 წლამდე), ამ პერიოდში ხდება ყველა სარძევე კბილის ამოჭრა;
  • ფორმირებული სარძევე თანკბილვის პერიოდი (3 დან 6 წლამდე). ამ პერიოდში ხდება ყბების ზრდა და მზადება მუდმივი კბილების ამოსაჭრელად;
  • შერეული თანკბილვის პერიოდი (6 – 12 წელი), ხასიათდება ყბების აქტიური ზრდით და მუდმივი კბილების ამოჭრით;
  • მუდმივი თანკბილვის ფორმირების პერიოდი (12-15 წელი), ამ პერიოდში ყველა დროებითი კბილი იცვლება მუდმივით.

ყბების ზრდისა და კბილების ამოჭრის დარღვევები შეიძლება სხვადასხვა დარღვევების მიზეზი გახდეს. მაგალითად: საჭრელების, ეშვების ან პრემოლარების არ არსებობა, მჭიდროდ დგომა საჭრელების არეში (თუკი ყბის განვითარება შენელდა, ხოლო მუდმივი კბილები ამოიჭრა დიდი ზომის) ან პირიქით – ტრემებისა და დიასთემების ჩამოყალიბება, კბილების დგომის ნორმიდან გადახრა  ზედა ან ქვედა ყბაზე. საჭრელი კბილების მიერ ერთ-ერთი ყბის ზედმეტად გადმოკბილვა, ღია თანკბილვის ჩამოყალიბება, რომლის დროსაც საჭრელები საერთოდ არ ეხება ერთმანეთს.
არა სწორი თანკბილვა შეიძლება იყოს:

დისტალური - ზედმეტად განვითარებული ზედა ან განუვითარებელი ქვედა ყბა;

მედიალური - წინ წამოწეული ქვედა ყბა;

ღრმა - ზედა კბილები გადმოკბილავენ ქვედებს მათი სიგრძის ნახევარზე მეტს;

ღია - ზედა და ქვედა ყბის კბილების უმრავლესობა არაა შეხებაში;

ჯვარედინი - ზედა ან ქვედა კბილთა რკალის, ცალმხივი განუვითარებლობა.

დისტოპია - კბილები არ დგანან მათთვის განკუთვნილ ადგილზე.

დღეისათვის არასწორი თანკბილვის მიზეზებში, პირველი ადგილი უკავია გენეტიკურ ფაქტორს. ყბებისა და კბილების აგებულების თავისებურება მემკვიდრეობით გადაეცემათ შვილებს მშობლებისაგან.

მეორე ადგილზეა – გადატანილი ქრონიკული დაავადებები, რომლის დროსაც ხდება, ნორმალური ცხვირით სუნთქვის დარღვევა. ტუჩის, ენისა და ლოყების რბილი ქსოვილები უზრუნველყოფენ მზარდი ყბის ნორმალურ განვითარებას, ხოლო თუ პირი გამუდმებით ღიაა ეს პროცესი ირღვევა.

მავნე ჩვევები – თითის, ენის, ტუჩის წოვა, მატყუარას დიდხნიანი მოხმარებამ აგრეთვე შეიძლება მოახდინოს მავნე ზეგავლენა ყბებისა და კბილების ზრდასა და განვითარებაზე.

არასწორი თანკბილვა არა მარტო ესთეტიური დარღვევაა. ხშირად არასწორი თანკბილვა ხდება მიზეზი სუნთქვის, ყლაპვის, მიმიკისა და საუბრის ფუნქციის დარღვევისა. მან შეიძლება გამოიწვიოს ყელ-ყურის ორგანოების რიგი დაავადებები, გახშირებული მწვავე რესპირატორულ-ვირუსული დაავადებები, ოტიტი, ჰაიმორიტი, სინუსიტი, თავის ტკივილები, კუჭისა და სხვა დაავადებები. არასწორი ან არ არსებული თანკბილვისას საჭმლის გუნდა კუჭში ხვდება დაუღეჭავი და არ მუშავდება სათანადოდ. ამას კი მივყავართ შინაგანი ორგანოების დაზიანებამდე.

თანკბილვის ანომალიების მკურნალობა გვიანი არასოდესაა. მისი ჩატარება შესაძლებელია სანამ პირში გაქვთ კბილები. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ რაც დროულად მიმართავთ მკურნალობას შედეგიც დროული იქნება.

Read Full Post »

თუ პატარა წოვს თითს

პედიატრების პრაქტიკაში, ბავშვები თითის წოვის მავნე ჩვევით ძალიან ხშირია. მისი გადაჩვევა საკმაო სირთულეებთანაა დაკავშირებული, ვინაიდან მის მიღმა შეიძლება იმალებოდეს: შიში, ემოციური პრობლემები, ბავშვისადმი არა საკმარისი ყურადღება და ა.შ. როგორც პრაქტიკიდან ჩანს საწყის კლასებში არსებული ბავშვების 20%, ჯერ კიდევ ვერ ელევა თითის წოვას. რაც უფრო დიდია ბავშვი, მით უფრო რთულია ამ დამღუპველი ჩვევის აღმოფხვრა. რაც გამოიხატება ყბა-კბილთა სისტემის დეფორმაციით. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს ბავშვის გადაჩვევა ამ მავნე ჩვევისგან. მაგრამ ამისათვის ნამდვილად არაა საჭირო თითებზე წიწაკის წასმა და მითუმეტეს ბავშვის დაბმა ძილის დროს. ამისათვის არსებობს უფრო ჰუმანური და ცივილური მეთოდები, როგორიცაა პროფილაქტიკური ფირფიტა „სტოპი“, რომლის შესახებაც ზევით მოგახსენეთ ან მისი ანალოგი 4 წელს ზევით ბავშვებისათვის ვესტიბულარული ფირფიტა „მაპპი“, შემუშავებული გერმანელი ექიმების მიერ სპეციალურად ბავშვებისათვის ჰიპოალერგიული ელასტიური მასალისაგან. აჩვენეთ პატარას თუ როგორ უნდა მოითავსოს იგი პირში და მიეცით 1-2 საათით დღისით და და აუცილებლად დღის ან ღამის ძილის წინ. იგი ფსიქოლოგიურად ჩაანაცვლებს მისთვის თითს და ბავშვიც მალევე გადაეჩვევა ამ მავნე ჩვევას. თუ ზუსტად როგორი ფირფიტა გჭირდებათ ამაშ ექიმი-ორთოდონტი ან სტომატოლოგი დაგეხმარებათ.  ძვირფასო მშობლებო გთხოვთ დაიხსომოთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თანკბილვის დროული კორექცია. ყბა-კბილთა სისტემის განვითარების ნორმალიზება, ყველაზე მარტივად ბავშვის აქტიური ზრდის პროცესში ხდება – სარძევე თანკბილვაში და სარძევე კბილების ცვლის პერიოდში. სწორედ ამ დროს ხდება თანკბილვის ნორმალიზება მოზარდი ბავშვის ბიოლოგიური მექანიზმების ამოქმედებით.

თქვენი ბავშვი პირით სუნთქავს???

ადამიანი ბუნებრივად სუნთქავს ცხვირით. ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა უნდა ხდებოდეს ცხვირის სასუნთქი გზების გავლით, სადაც ჰაერი იფილტრება და თბება. ხოლო თუ ესე არ ხდება, ასეთ შემთხვევაში ცხვირ-ხახაში ჩნდება სპეციფიური წანაზარდები ე.წ. „ადენოიდები“, რაც ართულებს ჰაერის თავისუფალ მოძრაობას ცხვირში. შედეგად ბავშვი გამუდმებით სუნთქავს პირით, ასეთი სუნთქვისას ორგანიზმი საჭირო ჟანგბადის მხოლოდ 15% ითვისებს და მუდმივად განიცდის ჟანგბადის უკმარისობას. რასაკვირველია ასეთი ბავშვები უფრო ხშირად ცივდებიან და ემართებათ რესპირატორული დაავადებები. ვინაიდან თავდაცვითი ფუნქციები, რომლებიც მოქმედებს ცხვირით სუნთქვისას არ მუშაობს პირით სუნთქვის პირობებში. პირით სუნთქვისას, ბავშვებში გარდაუვალია სახის ძვლების განუვითარებლობა, სახის პროპორციების დარღვევა და დეფორმაციები, რაც გარეგნულად ვლინდება თანკბილვის ანომალიით და კბილთა მჭიდრო დგომით. ასეთი ბავშვები ცხვირში ლაპარაკობენ (დუდღუნებენ) და იძულებით თავდახრილად ყოფნის გამო შეიძლება დაერღვეთ სხეულის ტანადობა. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ადენოიდები არაა პირველადი მიზეზი სუნთქვის დაარღვევისა, იგი მხოლოდ შედეგია, მას შემდეგ რაც ჰაერის მოძრაობა სასუნთქ გზებში წყდება. აი რატომაა აუცილებელი დროულად და სწორად უმკურნალოთ სურდოს ბავშვებში, რათა ავიცილოთ მისი გადასვლა ქრონიკულ ფორმაში.

ცხვირის წვეთების დანიშვნა არ გიშველით უკვე ჩამოყალიბებული პირით სუნთქვისას. თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენი პატარა სუნთქავს პირით (განსაკუთრებით ღამე!), თუ მას ადენოიდები აქვს, ან ახლახანს ამოკვეთეთ, მაგრამ იგი აგრძელებს პირით სუნთქვას, თქვენი ძირითადი მიზანია დაუყოვნებლივ აღადგინოთ ცხვირით სუნთქვა. ძირითადი ამოცანაა – გავათავისუფლოთ სასუნთქი გზები და გადავკეტოთ ჰაერის მიწოდება პირის ღრუში. ეტაპობრივად ცხვირით სუნთქვის აღდგენის ეფექტური საშუალებაა პრეორთოდონტიული ტრეინერი, რომელიც საკმარისია მხოლოდ ერთი საათი ვატაროთ დღისით და აუცილებლად ღამე, წინასწარ სისხლძარღვების შემავიწროვებლის ჩაწვეთებით.

ეს უნიკალური, ცხვირით სუნთქვის ვარჯიშების სისტემა ტრეინერის გამოყენებით, უკვე დიდი ხანია წარმატებით იხმარება მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში. ტრეინერის კონსტრუქციის ისეთი სპეციფიურობა, როგორიცაა სპეციალური „ენა“, ეხმარება ბავშვის ენას „დაიმახსოვროს“ მისი ფიზიოლოგიურად სწორი მდებარეობა ყლაპვისა და ბგერების წარმოქმნისას. სპეციალური სამასაჟე ბორცვები, განლაგებული აპარატის გარეთა ზედაპირზე, გვეხმარებიან ქვედა ტუჩის ზედმეტი ზეწოლის მოხსნისათვს, რაც ხელს უწყობს, ყვედა ყბის ნორმალურ განვითარებას. ხოლო ტრეინერის ელესტიური მიმმართველები საშუალებას აძლევენ მუდმივ კბილებს ამოიჭრან მათთვის განკუთვნილ ადგილზე. ტრეინერი ძალიან იოლი მოსახმარია და ბავშვი საკმაოდ მარტივად ეჩვევა რეგულარულ ვარჯიშებს.

თავიდან, ძილის დროს შესაძლებელია, რომ ტრეინერი პატარას გადმოუვარდეს პირიდან, თუმცა მისი რეგულარულად ხმარების შემთხვევაში – დღისით არა ნაკლებ ერთი საათისა, პირის ირგვლივი კუნთის ტონუსი ნორმალურდება და 2-3 თვეში ხდება ცხვირით სუნთქვის აღდგენა. სასუნთქი გზების თავისუფალი ვენტილაცია ხელს უშლის ადენოიდების ზრდას. ძალიან მნიშვნელოვანია არ ვიჩქაროთ და ვასწავლოთ პატარას ნელ-ნელა შეეგუოს აპარატს. სამჯერ დღეში მაქსიმალურად, რამდენ ხანსაც შესძლებს, რომ გაიჩეროს ტრეინერი, შემდგომ ამ დროს დაუმატეთ თითო-თითო წუთი. კუნთების დაჭიმულობის დრო არ უნდა აღემატებოდეს მათ მოდუნებულ მდგომარეობას.

ეს მოუსვენარი ენა
!

ლოგოპედების მონაცემებით, ბოლო დროს გახშირდა, ბგერების ცუდად წარმომთქმელი  ბავშვების რაოდენობა. გამართული საუბრის აღდგენა, მხოლოდ სპეციალური ვარჯიშებით ძალიან რთულია. საქმე იმაშია, რომ ლოგოპედის სავარჯიშოები მიმართულია პირის ღრუს ანატომიურ წარმონაქმნებს შორის სწორ ურთიერთობაზე. იმ დროს, როდესაც ვარჯიშები არა რეგულარულია, სწორი ბგერების წარმოქმნის პროცესი მიდის ძალიან ნელი ტემპებით. ჩვენ, ძვირფასო მშობლებო, არ გვაქვს საკმარისი დრო, რათა ვივარჯიშოთ შვილებთან ერთად. მაშ, როგორ ვასწავლოთ პატარას სწორად წარმოთქვას ბგერები?

ბგერების წარმოქმნაში ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო ენაა! ხშირ შემთხვევაში იგია დამახინჯებული ბგერების მიზეზი. ენის მამოძრავებელი კუნთები უნდა ვავარჯიშოთ, რათა განვავითაროთ მისი მოძრაობა და მგრძნობელობა.

თუ თქვენი პატარა ცუდად გამოთქვამს ბგერებს, მას დაეხმარება ვესტიბულური ფირფიტა მძივით. დღისით უმჯობესია პატარას ვასწავლოთ, რომ დამოუკიდებლად ივარჯიშოს ფირფიტით – მათ მოსწონთ პირის ღრუში პატარა, გამჭვირვალე მძივის ენით თამაში. დღეში 2-3 ჯერ 20 წუთის განმავლობაში ამ ვარჯიშების დროს ეფექტურად ვითარდება ენის ყველა კუნთი და პარალელურად პირის ირგვლივი კუნთი. ხოლო ლოგოპედის ვარჯიშები ხდება უფრო შედეგიანი.
თუ ლაპარაკისა და ყლაპვის დროს, ბავშვი ენას აქცევს კბილებს შორის, მაშინ იგი არა მარტი იწყებს ჩლიფინს, არამედ ერღვევა თანკბილვაც: ენა ძალიან ძლიერი კუნთია და მისმა გამუდმებულმა ზეწოლამ შეიძლება შეცვალოს კბილთა დგომა, რითაც გამოიწვევს კბილთა რკალში ცვლილებებს. ენის კბილთა შორის მდებარეობა იწვევს, ენის გამომწევი კუნთების ზედმეტ განვითარებას და რომ მივაჩვიოთ ენა დაუბრუნდეს საწყის პოზიციას ამაში ჩვენ დაგვეხმარება ენის შემზღუდავი ვესტიბულარული ფირფიტა მავთულოვანი საფარით. ასწავლოს ენას დაიკავოს მისი ადგილი, ამაში ასევე დაგვეხმარება მიოფუნქციური ტრეინერი. ტრეინერში ენის შემზღუდი, დამზადებულია რბილი სილიკონისაგან და ეხმარება ენას „დაიმახსოვროს“ მისი ადგილი ღამის ძილის პერიოდში. კუნთის მახსოვრობის ეფექტიდან გამომდინარე.

ცალკეულ შემთხვევებში ლოგოპედი ან ორთოდონტი შეგირჩევთ თქვენი შვილისათვის კორექციის ოპტიმალურ ვარიანტს.

Read Full Post »

ექიმი ფიზიოლოგები ერთხმად იუწყებიან, რომ მატყუარას წოვა აუცილებელია ქვედა ყბის კარგი ზრდა-განვითარებისათვის. ამერიკის პედიატრიის აკადემიის 7 წლიანმა გამოკვლევებმა დაამტკიცა, რომ ბავშვებში უეცარი სიკვდილის სინდრომის საშიშროების შემცირებაში, მატყუარა მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თუმცა მისი გამოყენება უნდა დავიწყოთ მხოლოდ მეოთხე კვირიდან. თუ ძილის დროს იგა პატარას უვარდება ნუ ეცდებით მის უკან დაბრუნებას. წლის შემდეგ მატყუარას გამოყენება არ არის სასურველი.

ბავშვებში წოვითი რეფლექსი, ცხოვრების პირველ წელს წარმოადგენს ბუნებრივ ფიზიოლოგიურ მოთხოვნას. წოვითი მოძრაობები ამცირებენ ბავშვის აქტიურობას და აქრობენ უარყოფით ემოციებს. ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვების წოვა, ხშირად არა დამაკმაყოფილებელია, რითაც იწვევს ქვედა ყბის ზრდაში ჩამორჩენის პროვოცირებას. შედეგად ბავშვს უყალიბდება დისტალური თანკბილვა.

ამას გარდა ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებს, პირის კუნთებზე არ ადგებათ საჭირო დატვირთვა და წოვის რეფლექსი რჩება დაუკმაყოფილებელი, ასეთ შემთხვევაში მატყუარას გამოყენება ბავშვებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვინაიდან ანვითარებს ენისა და ქვედა ყბის მამოძრავებელ კუნთებს. თუმცა, როგორც კი პატარას შეუსრულდება 6 თვე სასურველია ღრმა ძილის დროს გამოართვათ მატყუარა. რათა თავიდან ავიცილოთ მადეფორმირებელი მოქმედება – საქმე იმაშია, რომ მატყუარას მრგვალი ყელი ხელს უშლის ცენტრალური საჭრელი კბილების შეხებას. ამ მიზერულ, მაგრამ მუდმივი ზეწოლას შეუძლია ღია თანკბილვამდე მიგვიყვანოს, ასევე გამოიწვიოს ქვედა ყბის ზრდის შეჩერება.

დღეისათვის უკვე არსებობს მატყუარას პრინციპიალურად ახალი მოდელი, ”დენტისტარი”, რომელიც ორთოდონტიული დარღვევების თავიდან აცილების მიზნით შემუშავდა. მას აქვს განსაკუთრებულად თხელი ყელი და სპეციალური საფეხური საჭრელების სწორი შეხებისათვის. ახალი მატყუარა გამოდის 2 ზომის – ახალშობილების 9 თვემდე და პატარებისათვის უკვე ამოჭრილი კბილებით. დღეისათვის იგი წარმოადგენს ყველაზე ოპტიმალურ მოდელს ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების პროფილაქტიკისათვის.

რა ვქნათ თუ უკვე დროა მოვიშოროთ მატყუარა, მაგრამ პატარას არ სურს მასთან განშორება. ყველაზე საუკეთესო პერიოდი მატყუარას გადასაჩვევად 8-18 თვეა. ამ ასაკში პატარას უყალიბდება ღეჭვითი რეფლექსი და მას ფიზიოლოგიურად და ფსიქოლოგიურადაც უადვილდება მასთან განშორება.

ამ პერიოდში მშობლების ამოცანაა – მიეხმარონ საღეჭი რეფლექსის სრულყოფილად  ჩამოყალიბებაში, ვინაიდან მასზეა დამოკიდებული შემდგომად საჭმლის მონელაბა და ჯანმრთელობაც რაღა თქმა უნდა. როგორც ცნობილია ფუნქცია განსაზღვრავს ფორმას და საკვებ რაციონში მაგარი საკვების უკმარისობა ხშირად იწვევს კბილთა მწკრივების შევიწროებას, მჭიდრო დგომას და შემდგომად უკვე მრავლობით კარიესს და პაროდონტის დაავადებების განვითარებას მუდმივ კბილებში.  რათა დროულად ჩამოყალიბდეს ღეჭვითი რეფლექსი, აუცილებელია ბავშვის კვებას ნელ-ნელა დავამატოთ მაგარი საკვები, როგორც კი პატარას ამოეჭრება წინა კბილები, მას უკვე შეუძლია აიღოს კიტრის პატარა ნაჭერი და მოკბიჩოს. პირველი გვერდითი კბილების ამოჭრისას პატარ სწავლობს ღეჭვას. ამიტომ უმჯობესია კი არ გაუხეხოთ, არამედ მოუთუშოთ ბოსტნეული პატარა ნაჭრებად, რათა ღეჭვის ჩვევებმა ფეხი მოიკიდოს.

ორი წლის ასაკში, როცა ყველა სარძევე კბილი ამოჭრილია, მატყუარას ხმარება არც კი უნდა იფიქროთ. თუკი პატარა 2 წლის მერეც სარგებლობს მატყუარით, ღია თანკბილვის განვითარების ალბათობა 96%-ია.

თუ თქვენს პირმშოს უჭირს მატყუარასთან განშორება, არაა აუცილებელი მდოგვით დაუწვათ პირი ან ძალით გამოგლიჯოთ საყვარელი ნივთი. არსებობს უფრო ჰუმანური მეთოდები, რათა გადავაჩვიოთ მატყუარის ან თითის წოვას. მშობლებში არსებობს ასეთი მოსაზრება: ”რომ შესაძლებელია მისი გამორთმევა, ნუ იტირებს ერთი-ორი დღე ბავშვი და გაჩერდება”. მაგრამ შესაძლებელია კი უემოციოდ უყურუთ, თუ როგორ ტირის წლამდელი ბავშვი? ბავშვის ფსიქოლოგია ძალიან ტრამვირებადია, მას ბავშვობიდან გაფრთხილება სჭირდება. თუ ზრდასრულ ადამიანს შეუძლია მოწევას გადაეჩვიოს ნებისყოფის გამოყენებით, პატარებს 5 წლამდე ჯერ არააქვთ ეს ნებისყოფა ჩამოყალიბებული. თუ თქვენ მას გამოართმევთ ამ სიამოვნებას, ყველანაირი ჩანაცვლების გარეშე, საბოლოოდ მხოლოდ ნერვულ აშლილობას და სხვა მავნე ჩვევას მიიღებთ. მაგ.: თითის წოვას რისი გადაჩვევაც უკვე ძალიან გაჭირდება.

პატარას, წოვის მავნე ზემოქმედების გადაჩვევაში დაეხმარება რბილი სილიკონის ფირფიტა ”სტოპი”. სპეციალურად შემუშავებული ექიმი რ. ჰინცეს მიერ მატყუარას ჩასანაცვლებლად.

ბავშვთა სტომატოლოგის ან პედიატრის რეკომენდაციით თქვენ შეძლებთ შეიძინოთ ფირფიტა აფთიაქში, რომელიც გარეგნულად ძალიან ჰგავს მატყუარას. იგი ეხმარება პატარას არა მარტო წოვის მავნე ჩვევების გადაჩვევაში, არამედ აგვარებს უკვე არსებულ პრობლემებს. სურათზე ნათლად სჩანს თუ როგორაა ფირფიტა მოთავსებული პირის ღრუში, წინა კბილებს არაფერი არ უშლის შეხებაში. ხოლო ღია თანკბილვა გამოწვეული მატყუარას დიდ ხნიანი მოხმარებით 2-3 თვეში განიცდის კორექტირებას ფირფიტის ხარჯზე. რაც შეეხება მავნე ჩვევას პატარების 80% მალევე აგდებს მატყუარას „სტოპის “ დახმარებით.

Read Full Post »

მშობლების უმრავლესობამ უკვე იცის ან გაუგიათ ისეთი უცნაური სიტყვა, როგორიცაა „თანკბილვა“. იციან, რომ შესაძლოა იყოს არასწორი და საჭიროებდეს მკურნალობას. განსაკუთრებულად განვითარებულმა მშობლებმა იციან სიტყვა „ბრეკეტი“, ხოლო ძალიან განათლებულებმა ორი უმაღლესი დიპლომით ისიც იციან, რომ ბრეკეტებს ორთოდონტი აყენებს. როგორც წესი ამით ცოდნა მთავრდება და იწყება მითები და გამოცანები.

თავიდან, რომ მივყვეთ, წესიერად არავინ არ იცის, თუ როდის უნდა დავიწყოთ სიარული ბავშვთა სტომატოლოგთან და ორთოდონტთან. ერთნი დარწმუნებული არიან, რომ პირდაპირ სამშობიაროდან უნდა გაიქცნენ ექიმთან, ხოლო მეორენი – რომ სარძევე კბილები არ იკურნება და უნდა დაელოდნონ მათ მოცვლას. სინამდვილეში ორთოდონტთან პირველი ვიზიტი უნდა დაიგეგმოს 4-5 წლის ასაკისათვის. უკბილო ყბაზე აზრი არა აქვს ვიზიტს, ვინაიდან ჯერ გაურკვეველია, როგორი თანკბილვა ექნება ბავშვს. თუ ბავშვის კბილების მოვლა არადამაკმაყოფილებელია და კბილები იწყებს გაფუჭებას უმჯობესია მიმართოთ ექიმს 3-4 წლის ასაკში, რათა მოხდეს პროცესის დროული ლოკალიზება. მანამდე ბავშვი მაინც არაფრის საშუალებას არ მოგცემთ. სარძევე კბილების მკურნალობა აუცილებელია! მშობლების ძირითადი შეკითხვაა: რატომ? ხომ მაინც მოსაცვლელია?
იმიტომ, რომ თუ არ ვუმკურნალებთ სარძევე კბილს დროულად, იგი შეიძლება გართულდეს და დააზიანოს მუდმივი კბილის ჩანასახი. ხოლო თუ სარძევე კბილი ნაადრევად დაიკარგა და მისი ჩანაცვლება არ მოხდა დროულად, აუცილებლად განვითარდება თანკბილვის პათოლოგია. მისი მკურნალობა კი ძნელი და ძვირი იქნება. მაგალითად განვითარებულ ქვეყნებში არა მარტო მკურნალობენ სარძევე კბილებს, არამედ კარიესის პროგრესირების და კბილის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელი წესით ფარავენ მათ ხელოვნური გვირგვინებით.

კიდევ ერთი შეცდომაა, რომ თანამედროვე ორთოდონტები მხოლოდ ბრეკეტებით მკურნალობენ და ფირფიტები წარსულს ჩაბარდა. სინამდვილეში, ადრეულ ასაკში ბრეკეტებით მკურნალობა არ შეიძლება. სანამ მუდმივი კბილები არ ამოვა, ბრეკეტებს ვერ დავაწებებთ. ამიტომ სარძევე თანკბილვაში, ანომალია იკურნება სპეციალური ფირფიტოვანი აპარატების დახმარებით. ადრეულ ასაკში იკურნება მხოლოდ სერიოზული პათოლოგია, ან მზადდება პირის ღრუ მომავალი მკურნალობისათვის.

ასე, რომ ყველაფერი ნათელია – სარძევე კბილები უნდა ვიმკურნალოთ, ისიც გასაგებია,თუ  როგორ და რა დროს. იბედება შეკითხვა – „ვინაა დამნაშავე?“

თანკბილვის პათოლოგიის გამომწვევი მიზეზები ბევრია. პირველ რიგში მემკვიდრეობა. მართლაც, რომ თანკბილვის სახე-სხვაობები „ოჯახურ სიმბოლოს“ ატარებს. მაგალითად საკმაოდ ცნობილი „ჰაბსბურგული ტუჩი“, სამეფო ოჯახის მემკვიდრეობით გარდამავალი ნიშანი. მეორე მიზეზი სამშობიარო ტრავმაა. შემდგომ შეიძლება დასახელდეს მრავლობითი კარიესი და სარძევე კბილების ნაადრევი დაკარგვა. მაგრამ არის შეუმჩნეველი მნიშვნელოვანი მიზეზები, მაგალითად თითის წოვა, ხელის მუდმივი კბენა და სხვა მავნე ჩვევები რასაც საბოლოოდ თანკბილვის ანომალიამდე მივყავართ. ზოგიერთი დაავადება, მაგალითად რაქიტი ასევე შეიძლება გახდეს ანომალიის მიზეზი. მოკლედ, მიზეზები შეიძლება იყოს უამრავი, ხოლო თქვენი, როგორც მშობლის მისიაა დროულად მიიყვანოთ ბავშვი ორთოდონტთან, იგი კი თავის მხრივ აღმოაჩენს პათოლოგიას, შეეცდება გაიგოს გამომწვევი მიზეზები და დანიშნავს მკურნალობას.

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 692 other followers