Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ბრეკეტები’

“თინეიჯერების” და მოზარდების უმრავლესობა ატარებს ბრეკეტებს. არიან უფრო პატარა და ზრდასრული პაციენტებიც, მაგრამ ჰიგიენის დაცვა ყველასთვის ერთნაირად აუცილებელია. ამ პროცედურამ შესაძლოა დაიკავოს 5-10 წუთი. გთხოვთ დაწვრილებით გაეცნოთ ჰიგიენის წესებს!

1. აირჩიეთ კარგი კბილის ჯაგრისი. თქვენი ორთოდონტი გირჩევთ კბილის ჯაგრისს, თუ არ გირჩიათ მაშინ შეეცადეთ აირჩიოთ კარგი (არა ელექტრო) ან მაინც ჰკითხოთ თქვენს მკურნალ ექიმს.

670px-Clean-Teeth-With-Braces-Step-2

2. მოათავსეთ კბილის პასტა ჯაგრისზე. დაიწყეთ კბილების ხეხვა მცირე წრიული მოძრაობებით. თავიდან წინ, ხოლო შემდგომ უკანა კბილებზე, ეტაპობრივად გადადით საღეჭ ზედაპირებზე. თუკი თქვენმა ორთოდონტმა გირჩიათ სხვა წესით გახეხვა, დაემორჩილეთ მას.

670px-Clean-Teeth-With-Braces-Step-3

3. მოათავსეთ კბილის ჯაგრისი ბრეკეტების მიმართ კუთხით. შემდგომ შეასრულეთ მცირე მოძრაობები ზედა და ქვედა მიმართულებით.

670px-Clean-Teeth-With-Braces-Step-4

4. გაიხეხეთ ყველა კბილის ყველა ზედაპირი (წინა, უკანა საღეჭი), დარწმუნდით, რომ ყველა კბილი სუფთაა. გადაანერეწყვეთ.

670px-Clean-Teeth-With-Braces-Step-5

5. კარგად გამოივლეთ წყალი და კიდევ ერთხელ შეამოწმეთ. ნამდვილად სუფთაა კბილები თუ არა? საკმარისად გამოიხეხეთ?

670px-Clean-Teeth-With-Braces-Step-6

6. გამოიყენეთ დენტალური ფლოსი. ორთოდონტების უმრავლესობა ურჩევს პაციენტს ფლოსის სხვადასხვა ნაირსახეობებს.

 

670px-Clean-Teeth-With-Braces-Step-7

7. მოათავსეთ ფლოსი ბრეკეტების ქვეშ და ნელ-ნელა ამოძრავეთ ზედა-ქვედა მიმართულებით, როგორც ჩვეულებრივად ფლოსინგის დროს. გაიმეორეთ ეს მოძრაობები ყველა კბილთან.

670px-Clean-Teeth-With-Braces-Step-8

8. ფლოსით გაწმენდის შემდეგ შეამოწმეთ კბილთაშუა სივრცეები. საკვების ნარჩენი ხომ არ დაგრჩათ? თუ კი მაშინ გაიმეორეთ პროცედურა.

670px-Clean-Teeth-With-Braces-Step-9

9. შეამოწმეთ ყველა კბილი და ყველა ბრეკეტი, ბრეკეტის საკეტები. როგორც წესი ორთოდონტები ურჩევენ დამატებით ჰიგიენის საშუალებებს, როგორიცაა კბილთაშუა ჯაგრისები და ირიგატორები. თუკი თქვენმა მკურნალმა ექიმმა გირჩიათ აუცილებლად გამოიყენეთ.

670px-Clean-Teeth-With-Braces-Step-10

 

10. გამოიყენეთ პირის ღრუს სავლები. 

670px-Clean-Teeth-With-Braces-Step-11

11. ყველაფერი შეამოწმეთ და აუცილებლობის შემთხვევაში გაიმეორეთ საჭირო მანიპულაცია

 

Read Full Post »

ორთოდონტია – სტომატოლოგიის ნაწილი, რომელიც მიმართულია თანკბილვის ანომალიების პროფილაქტიკასა და მკურნალობისკენ.

“ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში” – ექიმი ორთოდონტის მიერ ტარდება:

მხოლოდ სრულყოფილი დიაგნოსტიკის და პაციენტთან გასაუბრების შემდეგ ისმება დიაგნოზი და დგება მკურნალობის გეგმა კონკრეტულად თითოეული პაციენტისთვის, მისი ყველა ჩივილის და სურვილების გათვალისწინებით. დღეისათვის თანამედროვე ორთოდონტიისთვის წარმატების ალბათობა თითქმის ყველა ასაკშია შესაძლებელი. მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ შვილების კბილებს ამოჭრისთანავე.

ortho1ადრეულ ასაკში (3-4 წელი) აუცილებელია მავნე ჩვევების გაკონტროლება. ძალზედ ხშირია თითის, ტუჩის ან სათამაშოების წოვის ჩვევები. სამწუხაროდ ყველა მშობელმა არ იცის, რომ ეს ჩვევები მომავალში იწვევს არასწორი თანკბილვის განვითარებას: ყბების განუვითარებლობის, კბილების არასწორი დგომის, კბილებს შორის სივრცეების გაჩენის და ა.შ. პრობლემების სახით. აღნიშნული მავნე ჩვევების შემთხვევაში მშობელმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმ-ორთოდონტს, რომელიც თავის მხრივ საჭიროების შემთხვევაში დანიშნავს მკურნალობას. ადრეულ ასაკში ეს შეიძლება იყოს ხინცის ვესტიბულარული ფირფიტები, ტრეინერები ან უფრო გვიან ასაკში ფირფიტები და ფუნქციონალური აპარატები. აპარატის შერჩევას ახდენს მკურნალი ექიმი სრულყოფილი კონსულტაციის და გამომწვევი მიზეზების გამოვლენის შემდეგ.

orthodontic_treatmentზრდასრულ ასაკში პაციენტების მკურნალობა უპირატესად ბრეკეტ სისტემებით მიმდინარეობს. ჩვენ ცენტრში მკურნალობა ტარდება ყველაზე თანამედროვე ბრეკეტ-სისტემებით, რომლებიც ხასიათდებიან მაღალი ეფექტურობით და ესთეტიურობით.

ბევრისთვის უცნობია, რომ თანკბილვის ფორმირებაზე ზეგავლენას ახდენს ყბა-სახის მიდამოს კუნთები! ამიტომ თანკბილვის გასწორებასთან ერთად საჭირო ხდება კუნთების მუშაობის გადანაცვლება. აქვე აღსანიშნავია, რომ საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პრობლემები, როგორიცაა: ტკაცუნი, თავის ტკივილები, ტკივილი პირის გაღებისას დაკავშირებულია ქვედა ყბის არასწორ დგომასთან.

23336“ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში” დანერგილია თანკბილვის ანომალიების გამოსწორება თანამედროვე მეთოდით, როგორიცაა მინი-იმპლანტები, რითაც წარმატებით ხდება ორთოდონტიაში საყრდენის პრობლემის მოგვარება.

აუცილებელია გვახსოვდეს, რომ თანკბილვის ანომალიების გარკვეული ნაწილი გენეტიკურია, ამიტომ ადრეული დიაგნოსტიკა და დროული მკურნალობა წარმატებული შედეგის გასაღებია.

 

Read Full Post »

irrigator-polosti-rtaთუკი თქვენ გადიხართ ბრეკეტებით მკურნალობას, გაქვთ ვინირები, ხელოვნური გვირგვინები ან იმპლანტები მაშინ პირის ღრუს ირიგატორი თქვენთვის შეუცვლელი ნივთია! ყველა ეს ზემოთ ჩამოთვლილი კონსტრუქცია ართულებს პირის ღრუს ჰიგიენას. რბილი ნადები არ უშვებს შანსს და გროვდება რთულად მისადგომ ადგილებში, გადადის მაგარ ფაზაში და აქ უკვე კარიესის განვითარებაც მოსალოდნელია. რა ვქნათ? ხელს ნუ ჩაიქნევთ დაიწყეთ პირის ღრუს ირიგატორის გამოყენება.


რას წარმოადგენს ეს სასწაული ირიგატორი?

irrygator contactyგარეგნულად სტომატოლოგიური ირიგატორი გავს ელექტრო კბილის ჯაგრისს, მხოლოდ სამუშაო ზედაპირზე ჯაგრულების მაგივრად აქვს განსაკუთრებული თავი. მოწყობილობის მუშაობა დაფუძნებულია ირიგაციის პრინციპზე – ჰიდრომასაჟზე. ირიგატორში არსებული კომპრესორი ქმნის წნევას, შედეგად წყლის ჭავლი გარკვეული წნევით მიეწოდება სამუშაო ზედაპირს. ასე წყლის წნევის საშუალებით შესაძლებელია კბილთაშუა სივრცეების, კბილის ზედაპირების, ღრძილების ენის და ლოყების გაწმენდა. პროცედურის ეფექტურობის გასაზრდელად წყალს შესაძლოა დაემატოს სპეციალური სამკურნალო ბალზამები ან ანტისეპტიკური სითხეები.

თუკი  მაქვს კბილის ჯაგრისი, რაღად მინდა ირიგატორი?

shutterstock_38968666_1300ირიგატორის გამოყენება აუცილებელია პირის ღრუში არსებული მოუხსნელი კონსტრუქციების ან ნაწილობრივ მოსახსნელი კბილის პროთეზების, გვირგვინების, ვინირების, ლუმინირების, იმპლანტების და ბრეკეტების ტარებით მკურნალობის დროს. ჩამოთვლილი ორთოპედიული და ორთოდონტიული კონსტრუქციები ართულებენ პირის ღრუს ხარისხიანი ჰიგიენის ჩატარების პროცესს, რაც შემდგომში აისახება კბილების და ღრძილების ჯანმრთელობაზე. ამ მიდამოებში ნადების დაგროვებამ შესაძლოა გამოიწვიოს ყელის კარიესი, აგრეთვე კბილის ირგვლივი ქსოვილების ქრონიკული ანთებითი პროცესები – გინგივიტი და პაროდონტიტი. ამ უსიამოვნო პრობლემების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ ირიგატორი. აპარატიდან გამოსულ წყლის ჭავლს შეუძლია საკვების ნარჩენების და რბილი ნადების მოცილება ყველა რთულად მისადგომი ადგილიდან, რაც არ შეუძლია არც ჩვეულებრივ და არც ელექტრო ჯაგრისს.

ირიგატორის სახეობები

irrigator_polosti_rtaსტაციონარული და პორტატული

ირიგატორები არის, როგორც სტაციონარული ანუ სახლში გამოსაყენებელი, ასევე პორტატული – იმ შემთხვევებისთვის, როდესაც მფლობელი ბევრს მოგზაურობს ან უბრალოდ აბაზანაში არ აქვს იმდენი ადგილი, რომ დადგას ირიგატორი. შესაძლოა ორივეც დაგჭირდეთ.

ერთი თავით და რამოდენიმეთი

nasadki-dlya-irrigatoraირიგატორს სხვადასხვა დანიშნულების თავები აქვს: ძირითადი კბილთაშუა სივრცეებისათვის და ღრძილების მასაჟისათვის, ენის ჰიგიენისათვის, პათოლოგიური ჯიბეების გასაწმენდად, ბრეკეტების ირგვლივ სივრცეების, ხელოვნური გვირგვინების, იმპლანტების, ხიდისებრი კონსტრუქციები, ვინირების გასაწმენდან. ამას გარდა შესაძლებელია სპეციალური თავების შეძენა კბილების პოლირებისა და გათეთრებისათვის. როგორც წესი ყველა თავის ყიდვა არ არის საჭირო. საკმარისია რამოდენიმეს შეძენაც.

წყლის რეზერვუარით და ონკანთან მიერთებით

წყლის მიწოდება შესაძლებელია, როგორც სპეციალური წყლის რეზერვუარიდან ასევე ჩვეულებრივი ონკანიდანაც. ისეთი კრიტერიუმი, როგორიცაა წყლის რაოდენობა არ ქმნის პრობლემას, რადგან ყოველთვის შეიძლება მისი მარტივად შევსება. თუკი ამას თქვენთვის მნიშვნელობა აქვს აირჩიეთ ირიგატორი ონკანთან მიერთებით.

აკუმულატორით და ელემენტებით

irrigatorირიგატორები შესაძლოა იყოს, როგორც დენის კაბელით ასევე მის გარეშე. არის მოწყობილობები, რომლებიც მუშაობენ დენის წყაროდან, აკუმულატორზე ან ელემენტებზე. ამას გარდა ირიგატორების მწარმოებლები მომხმარებელ სთავაზობენ წყლის ჭავლის სხვადასხვა წნევის, პულსაციის სიხშირის და სითხის მიწოდების სხვადასხვა რეჟიმებს – ჭავლი და სპრეი. ყველაფერი შესაძლოა აისახოს ჰიგიენის ხარისხზე. გამოყენების კომფორტზე მოქმედებს ისეთი ნიუანსები, როგორიცაა ხმაურის დონე და ვიბრაცია, ასევე მოწყობილობის წონა და დიზაინი.

fr12აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ირიგატორის გამოყენება არ ნიშნავს, რომ უნდა დაივიწყოთ სხვა ჩვეული ჰიგიენის საშუალებები! მოწყობილობა უზრუნველყობს კბილების წმენდის იდეალურ დასასრულს, ის რაც ვერ შეძლო კბილის ჯაგრისმა. ხოლო ღრძილების და მთელი პირის ღრუს დამატებითი მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ახდენს ქსოვილების განახლების პროცესების სტიმულირებას, ხელს უშლის კბილის ქვის ჩამოყალიბებას და აქრობს პირის ღრუში არსებულ უსიამოვნო სუნს. სტომატოლოგები გირჩევთ: ირიგატორი უნდა იყოს ყველა სახლში!

Read Full Post »

ბრეკეტიიცით რომელი ბრეკეტებია ყველაზე ხელმისაწვდომი და უნივერსალური? რა თქმა უნდა მეტალის.  მინდა უფრო განვავრცო ეს თემა და აგიხსნათ თუ რა სახის მეტალის ბრეკეტებია დღეს ბაზარზე, რით განსხვავდებიან, რა ღირს. როგორც ამბობებ კლასიკა ყველა დროში კლასიკაა.

რა სახის მეტალის ბრეკეტები არსებობს? 

კლასიკურად ითვლება ყველასთვის კარგად ცნობილი ვესტიბულარული მეტალის ბრეკეტ-სისტემა, რომელიც მაგრდება კბილების გარეთა ზედაპირებზე. სამწუხაროდ იგი საკმაოდ შესამჩნევია და არ გამოირჩევა ესთეტიურობით. მწარმოებელი ფირმები მუხლჩაუხრელად მუშაობენ რათა გამოასწორონ ეს ნაკლი, რაც უამრავ პაციენტს მკურნალობის დაწყების სურვილს უფრთხობს. რიგი მწარმოებლები რეკომენდაციას უწევენ მინი ბრეკეტებს, რაც ნაკლებ შესამჩნევია.

მეტალის ბრეკეტები

კლასიკური ბრეკეტ-სისტემების გარდა, რომლებიც დამზადებულია მეტალისაგან და მაგრდება კბილების გარეთა ზედაპირებზე არსებობს მეტალის ბრეკეტების კიდევ სხვა სახეობები. ისინი შესაძლოა იყოს, როგორც ვესტიბულარული ასევე ლინგვალური (ანუ ენისკენა), რომლებიც მაგრდება კბილების შედა ზედაპირებზე, რაც მათ აბსოლუტურად უხილავს ხდის.  ულიგატურო ანუ თვითლიგირებადი მეტალის ბრეკეტები – აღნიშნული სისტემის კიდევ ერთი სახეცვლილებაა, რომელიც გამოირჩევა ტრადიციული ლიგატურების არ ქონონით. ულიგატურო მეტალის ბრეკეტები შესაძლოა იყოს, როგორც ვესტიბულარული ასევე ლინგვალური.

რა დრო სჭირდება მეტალის ბრეკეტების შეგუებას?

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ბრეკეტებს დაიყენებთ ვესტიბულარულს თუ ლინგვალურს. ვესტიბულარი ბრეკეტების ადაპტაცია არის ყველაზე სწრაფი და კომფორტული. პირველი სამი დღე პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს თავის ტკივილი, ტკივილი კბილების არეში, სერიოზული დისკომფორტი ღეჭვის, ყლაპვის და საუბრის დროს. მაგრამ, ნელ-ნელა ორგანიზმი ეჩვევა უცხო სხეულს და ადამიანიც პრაქტიკულად ვეღარ ამჩნევს მას.

ლინგვალური ბრეკეტების ადაპტაციის პერიოდი ცოტა განსხვავებულია. ვინაიდან ბრეკეტები მაგრდება კბილების შიდა ზედაპირებზე და შესაბამისად იქ არის ენა, შეგუების პროცესი შესაძლოა გართულდეს და გახანგრძლივდეს. ძირითადი პრობლემა დიქციის დარღვევაა. საერთო ჯამში შეგუების ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტზე და ბრეკეტების სახეობაზე.

მეტალის ბრეკეტირამდენად მარტივია მეტალის ბრეკეტების მოვლა?

მეტალის ბრეკეტების მოვლის პრინციპები ერთნაირია, მისი ყველა სახესხვაობისთვის. რეკომენდებულია კბილების ხეხვა ყოველი საკვების მიღების შემდეგ, ოთხი სახის მოწყობილობით: კბილთაშუა ჯაგრისი, ელექტრო ჯაგრისი, სპეციალური ორთოდონტიული კბილის ჯაგრისი და ირიგატორი. დილით და საღამოს ასევე შეიძლება სუპერფლოსების გამოყენება ბრეკეტების და კბილთაშორისი სივრცეების გასაწმენდად. სამ თვეში ერთხელ, ხოლო ლინგვალური ბრეკეტების შემთხვევაში თვეში ერთხელ აუცილებელია პაროდონტოლოგთან ვიზიტი ღრმა წმენდის ჩასატარებლად. შეზღუდულია მაგარი და წელვადი საკვები პროდუქტების მიღება, რამაც შესაძლოა დააზიანოს ბრეკეტები.

ლინგვალური ბრეკეტების მქონე პაციენტს მოუწევს უფრო მეტი დრო დაუთმოს ბრეკეტების წმენდას, რაგან ისინი განლაგებულია ენისკენა ზედაპირზე. ხოლო ულიგატურო ბრეკეტების შემთხვევაში კბილების წმენდა უფრო გამარტივებული და სწრაფია. ლიგატურების (ანუ რეზინების) არ არსებობა კონსტრუქციას ხდის მარტივს და მოვლაც გაადვილებულია. ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ დახარჯულ დროში სხვაობა სულ რამოდენიმე წუთია.

ჰიგიენარა თავისებურებები გააჩნია მეტალის ბრეკეტებით მკურნალობას?

მიუხედავად იმისა, ვესტიბულარული მეტალის ბრეკეტები არ გამოირჩევა ისეთი სილამაზით, როგორც გამჭირვალე კაპები, სამაგიეროდ გამოირჩევიან მკურნალობის უნიკალურობით და უნივერსალურობით. მეტალის ბრეკეტები ყველაზე საიმედო და ეფექტური ინსტრუმენტია თანკბილვის ანომალიების და კბილების არასწორი დგომის გამოსასწორებლად. იმავ დროულად ლინგვალურ სისტემაზე მკურნალობა მაღალ ესთეტიურობასთან ერთად შესაძლოა დროში უფრო გაჭიანურდეს. ეს კი ძირითადად ხდება დაბალი პროფესიონალიზმის და გამოუცდელი ექიმი-ორთოდონტის შემთხვევაში, ასევე დამოკიდებულია მომსახურების სირთულეზე. როგორც წესი ლინგვალური ბრეკეტები მზადდება ინდივიდუალურად თითოეულ პაციენტზე, დაზიანების შემთხვევაში მისი აღმოფხვრა დიდ დროს მოითხოვს.

განსაკუთრებული დიზაინის წყალობით ულიგატურო თვითლიგირებადი ბრეკეტებმა შესაძლოა დააჩქარონ მკურნალობის პროცესი საწყის ეტაპზე. მაგრამ საერთო ჯამში კონსტრუქციის ტარების ვადები არ იცვლება. თვითლიგირებადი ბრეკეტ-სისტემა საგრძნობლად ამარტივებს ექიმის მუშაობას და საშუალებას იძლევა მოინახულოთ თქვენი ორთოდონტი 2ჯერ უფრო ნაკლები სიხშირით, ვიდრე ეს დაგჭირდებოდათ ტრადიციული ბრეკეტებით მკურნალობის შემთხვევაში (თვეში ერთხელ).

რა ღირს მეტალის ბრეკეტები?

best-priceმეტალის ბრეკეტების ფასი დამოკიდებულია მის ტიპზე და მწარმოებელზე. დღეისათვის ყველაზე ხელმისაწვდომი ვესტიბულარული მეტალის ბრეკეტებია, ხოლო ყველაზე ძვირი ლინგვალური ბრეკეტებია. მათ შორისაა ულიგატურო ვესტიბულარული მეტალის ბრეკეტები. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ბრეკეტ სისტემის შერჩევისას მთავარია რა ჯდება მთლიანად მკურნალობა და არა ესა თუ ის ბრეკეტი. ულიგატურო ვესტიბულარული სისტემით მკურნალობა უფრო ძვირია ვიდრე ჩვეულებრივი მეტალის ბრეკეტების შემთხვევაში, მაგრამ იაფი ვიდრე ლინგვალური.

მიუხედავად იმისა, რომ ბრეკეტ-სისტემების მწარმოებლები ყოველ წლიურად უშვებენ ბრეკეტების ათასგვარ მოდელებს, ჩვეულებრივი მეტალის ბრეკეტები არ კარგავენ პოპულარობას. ეს არცაა გასაკვირი! რადგან ჯერ არ მოუგონიათ უფრო ხელმისაწვდომი და უნივერსალური ბრეკეტები. საბედნიეროდ დღეისათვის კბილებზე არსებული “რკინები” არ ითვლება სიმახინჯედ და საშინელებად, პირიქით იწვევს სიმპათიას და პაცივისცემას.

Read Full Post »

ბრეკეტები, ჰიგიენააღნიშნული თემა ძალზედ მნიშვნელოვანია თუკი გახდით ორთოდონტიული პაციენტი, ან აპირებთ უახლოეს მომავალში.ორთოდონტიის განსხვავება, სხვა სტომატოლოგიური სპეციალობებიდან მდგომარეობს შემდეგში, აქ რეზულტატის მისაღწევად საჭიაროა არა მხოლოდ სტომატოლოგის არამედ პაციენტის მონდომებაც. ამერიკელი ორთოდონტი რ. ალექსანდერი ამბობს, რომ: იგი შესანიშნავი ორთოდონტია, როდესაც მას ასეთივე პაციენტი ჰყავს, ხოლო ცუდი პაციენტის შემთხვევაში ამის მიღწევა შეუძლებელია. ამიტომ აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ამ სტატიაში არსებულ

ყველა მითითებას.  რა თქმა უნდა მკურნალობის პერიოდში ორთოდონტი მოგცემთ დამატებით მითითებებს, მაგრამ ეს აუცილებელი კრიტერიუმებია.

ბრეკეტებით მკურნალობის დროს არ შეიძლება:

საკვები, ბრეკეტები-საკვების ჩაკბეჩა. სასურველია ყველანაირი საკვები დაჭრათ ან გატეხოთ პატარა    ნაჭრებად და უკანა კბილებით დაღეჭოთ.

არ შეიძლება:

ხრაშუნა კარტოფილი,  თხილი, მზესუმზირა, პოპ-კორნი და ა.შ. რადგან აღნიშნულმა საკვებმა შესაძლოა დააზიანოს აპარატები.

ვაფლი, პეჩენია ეწებებიან ბრეკეტებს ისე, რომ ვეღარ მოაშორებთ

ბლითები, „ბუბლიკი“, სუხარები მოტეხავს რკალს, მოაძრობს ბრეკეტს და რგოლს.

უცილებელია უარი თქვათ წელვად-წებოვან პროდუქტებზე: ხალვა, ირისი და ა.შ. ყველაზე მტკივნეული დანაკარგი უმრავლესობისთვი არის საღეჭი რეზინი. ძალზედ ძნელია მისი მოშორება ორთოდონტიული აპარატებიდან.

მონო ჯაგრისიეს რეკომენდაცია დაკავშირებულია ფიზიკის იმ კანონთან, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა სხეული იცვლის მოცულობას ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად. შედეგად უარი უნდა ვთქვათ ძალზედ ცხელ ან ცივ პროდუქტებზე, განსაკუთრებით მათ სწრაფ მონაცვლეობაზე (ყავა-გლიასე). ლითონის ბრეკეტები მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ფართოვდებიან და შესაძლოა მოხდეს მათი ატკეჩა ემალიდან. ასევე ტემპერატურის მკვეთრმა ცვლილებამ შესაძლოა ორთოდონტიული რკალის თვისებებიც შეცვალოს.

სტაფილო, ვაშლი და სხვა მაგარი ხილი დაჭერით და მიირთვით პატარა ნაჭრებად. იგივე ეხება ხორცს და ყველა მოსაკბეჩ პროდუქტს.

არავითარ შემთხვევაში არ დაღრღნათ ფანქრები და პასტები და მით უმეტეს არ მოიკვნიტოთ ფრჩხილები.

brekhig14ბრეკეტებით (მაგრამ არა ლინგვალური) მკურნალობისას, განსაკუთრებით პლასტმასის უნდა შევზღუდოთ მღებავი სითხეების და პროდუქტების მიღება. ყავა, მუქი ჩაი, მოცვის მურაბა და ა.შ. შესაძლოა გამოიწვიოს გამჭვირვალე ბრეკეტების და მაფიქსირებელი ნივთიერების შეღებვა. ასევე სასმელებიდან უნდა ამოვიღოთ: კოკა-კოლა, ფანტა, სპრაიტი და ა.შ. რადგან აღნიშნული სასმელები ზრდიან კარიესის განვითარების საშიშროებას, განსაკუთრებით მოუხსნელი კონსტრუქციებით მკურნალობისას.

ორთოდონტიული მკურნალობის დროს ბრეკეტების გარშემო განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გროვდება საჭმლის ნარჩენები, კბილის ნადები და ბაქტერიები, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს კარიესის განვითარებამდე. კარიესი ჩნდება ბრეკეტების გარშემო, და არა მის შიგნით!

ბრეკეტ სისტემით მკურნალობისას პაციენტმა მაქსიმალურად უნდა დაიცვას ჰიგიენა. აუცილებელია იხეხოთ კბილები  ყოველი საკბების მიღების შემდგომ. გამოიყენეთ კბილის ჯაგრისი, ფლოსი და კბილთაშუა ჯაგრულები. კბილის ჯაგრულები იდეალურია რკალქვეშა სივრცეების და კბილთაშორისი ადგილების გასაწმენდად.

ამის შემდგომ  კბილების ხეხვა გრძელდება ჩვეულებრივ როგორც ბრეკეტების გარეშე. ჯაგრისი დაიჭირეთ 450 კუთხით ღრძილთან და გაიწმინდეთ გამოგვითი მოძრაობებით, 2 კბილი ერთდროულად, დაახლოებით 10-ჯერ. გაიმეორეთ შემდეგ 2 კბილზე და ა.შ. იგივე სასისკენა და ენისკენა ზედაპირებზე. არ დაგავიწყდეთ საღეჭი ზედაპირების გახეხვა.

წმენდა დაამთავრეთ ”სუპერ ფლოსის” დახმარებით. საბოლოოდ კი გამოივლეთ ფტორშემცველი სავლები. პასტები სასურველია შეირჩეს ფტორის გაძლიერებული შემცველობით, კბილის ემალის გასამაგრებლად.

ირიგატორი

ორთოდონტიული მკურნალობის საწყის ეტაპზე, ბრეკეტმა შეიძლება გააღიზიანოს ტუჩი ან ლოყის ლორწოვან გარსი. ამ შემთხვევაში მასზე შეგიძლიათ მიაწებოთ სპეციალური ცვილი. 3-7 დღის შემდეგ მოხდება ლორწოვანის გარსის ადაპტირება  და ეს არასასიამოვნო შეგრძნებები გაივლის.

დამტკიცებულია, რომ პირის ღრუს ხარისხიანი მოვლისათვის არა საკმარისია მხოლოდ ჯაგრისი და კბილის პასტა. თუკი თქვენი სურვილია შედეგიანად მოუაროთ თქვენს კბილებს და ღრძილებს, აუცილებელია ჰიგიენის ინტერდენტალური (კბილთაშუა) საშუალებების რეგულარული გამოყენება. როგორც არ უნდა ეცადოთ გამოისუფთაოთ კბილთაშუა სივრცეები, იქ მაინც რჩება ყველაზე ძვირიანი და თანამედროვე კბილის ჯაგრისისთვისაც მიუწვდომელი ადგილები. მოუხერხებლობის გამო, როგორც წესი შედარებით გაუწმენდავი გვრჩება კბილების შიგნითა ზედაპირები (სასიკენა და ენისკენა) და უკანა კბილები. აი, გამოვიდა, რომ კარგად ვიხეხავთ მხოლოდ მარტივად მისაწვდომ ადგილებს, ხოლო რთულად მისაწვდომს, რაც უმრავლესობას წარმოადგენს უმეტეს წილად გვრჩება გამოუწმენდავი. ამას უკვე მოსდევს არა მხოლოდ ნადების წარმოქმნა და ემალის ფერის ცვლილება, არამედ უფრო სერიოზული პრობლემებიც. რთულად მისადგომი ადგილების გასაწმენდად არსებობს უამრავი საშუალება. ერთ-ერთ მათგანს მიეკუთვნება ირიგატორი.

წმენდა

ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია – ორთოდონტიული მკურნალობის დროს აუცილებელია არ გამოტოვოთ ვიზიტები. რეგულარულად იაროთ ექიმთან დანიშნულ დროს. ასევე არ დაივიწყოთ ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციები.

ბოლოს მინდა ასევე ავღნიშნო ორთოდონტისა და პაციენტის თანამშრომლობის მნიშვნელობა. თქვენი დახმარება აისახება თქვენს მკურნალობაზე და შედეგზე. იდეალური ღიმილის მისაღებად უნდა იყოთ საუკეთესო პაციენტი.

Read Full Post »

ვესტიბულარული ბრეკეტები ყველაზე პირველი, ტრადიციული მოუხსნელი კონსტრუქციებია. კბილთა მწკრივს აქვს 2 ზედაპირი: გარეთა (წინა) – ვესტიბულარული და შიგნითა – ლინგვალური. ვესტიბულარულმა ბრეკეტებმა თავიანთი სახელი მიიღეს მათი მიმაგრების ადგილის გამო. საკმაოდ გამძლე და საიმედო კონსტრუაქციას მხოლოდ ერთი “ნაკლი” აქვს იგი შესამჩნევია პირის ღრუში.

ვესტიბულარული ბრეკეტები: ესთეტიკა

თანამედროვე ორთოდონტია გვთავაზობს ბრეკეტების ახალ სახეებს, რომლებიც დამზადებულია გამჭირვალე და ფერადი ლითონებისგან. ასეთ კონსტრუქციებს შესაძლოა  სამკაულის სახელიც უწოდოთ, როგორც სათვალის ლამაზი ჩარჩო. საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს. ღიმილის ესთეტიკამ წინა პლანზე წამოიწია. დღეისათვის უკვე აღარავის უკვირს ბრეკეტებიანი ადამიანების ხილვა.

ვესტიბულარული ბრეკეტები: ფიქსაციის ეტაპები

არსებობს ფიქსაციის 2 მეთოდი – პირდაპირი და არაპირდაპირი. ვესტიბულარული ბრეკეტების დასამაგრებლად გამოიყენება პირდაპირი მეთოდი, რაც ექიმი-ორთოდონტისგან მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვს.

  • პირველ რიგში აუცილებელია პირის ღრუს პანორამული სურათი ანუ ორთოპანთომოგრამმა, რაც საშუალებას იძლევა ვნახოთ კბილთა ფესვების განლაგება ყბის ძვალში;
  • ტარდება პირის ღრუს სრული სანაცია;
  • თითოეული ბრეკეტი სპეციალური კომპოზიციური მასალის საშუალებით მაგრდება კბილის ვესტიბულარულ ზედაპირზე;
  • ხდება საყრდენი “კოლცოების” ბეჭდების ფიქსაცია. ბრეკეტებში თავსდება ელასტიური რკალი, რომელიც ახდენს ზეგავლენას კბილებზე ცდილობს რა დაიბრუნოს საწყისი ფორმა.

ვესტიბულარული ბრეკეტები: რკალის მიმაგრების მეთოდები

ლიგატურული ბრეკეტები. ლიგატურა – მცირე ზომის ლითონ-რეზინის მიმაგრება, მისი საშუალებით რკალი მაგრდება ბრეკეტზე. პერიოდულად საჭიროა მათი მოჭიმვა.

მკურნალობა ტარდება ეტაპობრივად:

  • კბილთა დგომის დეფექტების აღმოფხვრა;
  • კბილების გადაადგილება კბილთა რკალის გასწვრივ;
  • კბილთა რკალის ფორმის ნორმალიზაცია;
  • თანკბილვის ნორმალიზაცია.

ულიგატურო ბრეკეტები - თვითლიგირებადი ბრეკეტები. ასეთ ბრეკეტებს არ აქვთ ლიგატურები, მათი ადგილი უკავია საკეტს, რომელიც იჭერს რკალს, ამასთან რკალი ძალზედ ადვილად გადაადგილდება და ცვლის დაჭიმვის ძალას.

თვითლიგირებადი ბრეკეტების უპირატესობები:

  • მოქმედებენ უფრო სწრაფად, ვიდრე ლიგატურიანი და უზრუნველყოფენ კბილებთან ბუნებრივ ადაპტაციას ხახუნის ძალის შემცირების ხარჯზე;
  • უმეტეს შემთხვევაში არ საჭიროებს მუდმივი კბილების ექსტრაქციას;
  • შემცირებულია ექიმთა ვიზიტების რაოდენობა;
  • პაციენტებისათვის მკურნალობის უფრო კომფორტული მეთოდი.

ვესტიბულარული ბრეკეტები: დამზადების მასალები

  • ლითონის ბრეკეტები. მზადდება უჟანგავი ფოლადისაგან. გამოირჩევა კარგი ფიქსაციით, პრაქტიკულად არ ტყდება.
  • ფაიფურის ბრეკეტები. ერთ-ერთი ყველაზე ესთეტიური ბრეკეტები. გააქჩია საკეტების სხვადასხვა გამჭირვალობა, შერჩევა ხდება ბუნებრივი კბილის ფერის მიხედვით, პრაქტიკულად შეუმჩნეველია.
  • საფირის ბრეკეტები.  ყველაზე გამჭირვალე ბრეკეტები, არ იცვლის ფერს მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში. არ იკრავს ნადებს. მყარად ფიქსირდება და გამოირჩევა მაღალი ესთეტიურობით.
  • პლასტმასის ბრეკეტები. ერთ-ერთი პირველი ესთეტიური ბრეკეტები. ფერის და ფორმის მიხედვით შესაძლოა იყოს სხვადასხვა. არის მსხვრევადი, საკვები საღებავების ზემოქმედებით შესაძლოა შეიცვალოს ფერი.

ვესტიბულარული ბრეკეტები: მკურნალობის ხანგრძლივობა

ვესტიბულარული ბრეკეტები შესაძლოა დაუმაგრდეთ ბავშვებს 11 წლიდან. ორთოდონტიული მკურნალობის ხანგრძლივობა საშუალოდ 1,5-2 წელი.

ვესტიბულარული ბრეკეტები: მოვლა

აუცილებელია ექიმთან რეგულარული ვიზიტები. პირის ღრუს საფუძვლიანი მოვლა აგარიდებთ ღრძილების ანთებას და კარიესის განვითარებას. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ბრეკეტებზე ფიქსირდება ნადები.

Read Full Post »

დღეისათვის თამამი და ლამაზი ღიმილი წარმატებული ადამიანის იმიჯის განუყოფელი ნაწილია. თანამედროვე ორთოდონტიის წყალობით მკურნალობას არანაირი ასაკობრივი შეზღუდვები არ აქვს, შესაბამისად ნებისმიერ მსურველს გაილამაზოს საკუთარი ღიმილი შეუძლია მიმართოს ექიმ-ორთოდონტს. მკურნალობას ხელი შეიძლება შეუშალოს მხოლოდ პირის ღრუს არადამაკმაყოფილებელმა მდგომარეობამ.

ისეთი მნიშვნელოვანი სტომატოლოგიური პროცედურები, როგორიცაა კბილების გასწორება, კბილთა მწკრივების დეფორმაციის გასწორება, თანკბილვის ნორმალიზაცია და მრავალი სხვა, ითხოვენ ექიმისაგან მაღალ იუველირულ სიზუსტეს და გამოცდილი პროფესიონალის ოსტატობას. ორთოდონტთან “გაცნობა” ჯობია დავიწყოთ პატარა ასაკიდან 3-4 წლიდან, ამ ასაკში უკვე ამოჭრილია ყველა სარძევე კბილი და ექიმს შეუძლია დაახლოებით ივარაუდოს თუ როგორი იქნება მისი თანკბილვა მომავალში.

ადრეულ ასაკში ექიმი-ორთოდონტი დაკავებულია არა თანკბილვის გასწორებით არამედ ახორციელებს კონტროლს, რათა სწორედ მოხდეს თანკბილვის ჩამოყალიბება და აუცილებლობის შემთხვევაში შეიტანოს კორექტივები. როდესაც ბავშვი წამოიზრდება ექიმი-ორთოდონტი შეძლებს ჩაატაროს სათანადო მკურნალობა თანკბილვის მოსაწესრიგებლად. მკურნალობის დაწყების წინ ექიმი სწავლობს მთელი ყბის აგებულებას, ხდება რენტგენოლოგიური კვლევების ჩატარება. მხოლოდ აღნიშული კვლევების საფუძველზე ხდება მკურნალობის გეგმის შედგენა. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში ექიმი-ორთოდონტი ახორციელებს კონტროლს პაციენტის მდგომარეობაზე, დაფიქსირებულ სისტემაზე, აგრეთვე პაციენტს აძლევს რჩევა დარიგებებს ბრეკეტების ტარებასთან დაკავშირებით.

იშვიათობას არ წარმოადგენს ზრდასრული პაციენტების მომართვებიც. რთულ შემთხვევებში ასეთი მომართვები დაკავშირებულია ანატომიური წყობის დარღვევებთან, რომლებიც იწვევს ყბა-კბილთა სისტემის ფუნქციის მოშლას, აგრეთვე სხვადასხვა კბილების ფუნქციურ გადატვირთვებს.  აღსანიშნავია, რომ ასეთი დარღვევები იწვევს კბილებზე “ნახეთქების”, ხანდახან კი ნაპრალების გაჩენას კბილებს შორის. ადგილი აქვს კბილების ცვეთის ფაქტებს, აგრეთვე კბილების გაშიშვლებას ყელის და  ფესვების მიდამოში. არის შემთხვევები, როდესაც კბილების გასწორების მიზნით აუცილებელი ხდება კბილების ამოღება.

ორთოდონტიული მკურნალობის ჩვენებებს მიეკუთვნება ისეთი დარღვევები, როგორიცაა თანკბილვის ანომალია, კბილების მჭიდრო დგომა, კბილების დგომის დარღვევები და ა.შ. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების აღმოფხვრაში და მომხიბვლელი ღიმილის შეძენაში დაგეხმარებათ ექიმი-ორთოდონტი.

Read Full Post »

ეს სტატია ჩემი ერთი პაციენტის შეკითხვას მოჰყვა და მე მგონი საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს. შესაძლოა (და ალბათ ასეც არის) ბევრს ერიდება ამ შეკითხვის დასმა.

ბრეკეტები – არის მოწყობილობა, რომელიც საერთოდ არ მოქმედებს კოცნაზე და არ ხდის მას ნაკლებ მგრძნობიარეს. ორთოდონტიული აპარატურა, რომელიც მჭიდროდ არის მიბჯენილი კბილებზე ხელს არ უშლის კოცნას. თანამედროვე ორთოდონტიული სისტემები – მცირედ შესამჩნევია, მჭიდროდ ზის კბილზე და არ იწვევს პაციენში უხერხულობას. ბიჭებისა და გოგონების უმრავლესობა, რომლებიც ხმარობენ ბრეკეტ სისტემას, არ განიცდიან არანაირ უხერხულობას ან დისკომფორტს.

თუკი თქვენ გინდათ, რომ თქვენმა პარტნიორმა საერთოდ ვერ გაიგოს თქვენი კბილების გასწორების შესახებ გამოიყენეთ ლინგვალური (ენისკენა ანუ უხილავი) ბრეკეტები, რომლებიც მდებარეობს კბილების ენისკენა და სასისკენა ზედაპირებზე. გარემოება, რამაც შესაძლოა შეაფერხოს ნორმალური კოცნა თუკი ორივე პარტნიორი ატარებს ბრეკეტბს. თუმცა ვერც ეს ფაქტი ვერ დაუდგება კოცნას წინ. დაიმახსოვრეთ, რომ ბრეკეტები ვერ შეაჩერებენ კოცნას, მათ მხოლოდ მისი სიღრმის შემცირება შეუძლიათ, ისიც თუკი იგი ორივე პარტნიორს უკეთია.

ბრეკეტების ტარება არ ნიშნავს, რომ უნდა გერიდებოდეს ან გეშინოდეს. თანკბილვის გასწორების სისტემა თქვენი სილამაზეა, ხოლო თანამედროვე კომერციულ პირობებში – ძვირადღირებული სილამაზე. ბრეკეტები არ ახდენენ ზემოქმედებას კოცნაზე, საკვების მიღებაზე, სუნთქვაზე და ა.შ.

გახსოვდეთ, რომ ბრეკეტები კი არ აუშნოვებს ადამიანს, არამედ გაუბადეობა და საკუთარ თავში ჩაკეტილობა.

თუკი გაინტერესებთ საკუთარი თანკბილვის მდომარეობა, თანამედროვე ბრეკეტების სახეები და მეთოდები, გინდათ ბრეკეტებით მკურნალობა მოგვმართეთ “ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში” ვაჟა-ფშაველას 70ბ, ტელ.: 210-30-64 აბ 218-40-18. თქვენი ღიმილი თქვენივე წარმატების საწინდარია.

Read Full Post »

ყოველი მეორე ბავშვი ამა თუ იმ დონეზე საჭიროებს თანკბილვის გასწორება, კორექციას.

ბავშვებში პროფესიონალურად კბილების გასწორება აგარიდებთ მომავალში უამრავ პრობლემას: კბილების დაზიანება (ამცირებს ორგანიზმის ბრძოლის უნარიანობას), ღეჭვის ფუნქციის დარღვევა (რაც უარყოფითად აისახება საჭმლის მონელებაზე, შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილის სინდრომები), ღრძილზედა და ღრძილქვეშა ნადების და შემდგომ უკვე პათოლოგიური ჯიბეების განვითარება (რაც იწვევს ღძილების ანთებას და პაროდონტიტს), კარიესი.

განარჩევენ სწორ (ფიზიოლოგიურ) და ანომალიურ თანკბილვას. ყველაზე ხშირი და ოპტიმალურად ფუნქციური ვარიანტი არის ორთოგნათიული თანკბილვა, რომლის დროსაც ზედა კბილები ოდნავ გადმოკბილავენ ქვედებს, მიჩნეულია ნორმად.

ბავშვთა ორთოდონტია, ორთოდონტიული მკურნალობა, თანკბილვის კორექცია დაფუძნებულია კბილების ან კბილთა ჯგუფების (სარძევე და მუდმივი) ნელ და თანმიმდევრობით გადანაცვლებაზე გარკვეული მიმართულებით მუდმივი ზეწოლის საშუალებით. დატვირთვის მოხსნის შენდგომ, ადაპტირებული ქსოვილები გადანაცვლებულ კბილს უკვე აღარ აძლევენ უკან დაბრუნების საშუალებას.

„ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში“ ბავშვების ორთოდონტიული მკურნალობა ტარდება 4-5 წლის ასაკიდან. მკურნალობის საბოლოო მიზანია ბავშვის იდეალური კბილთა დგომის შექმნა.

ჩვენს კლინიკაში ბავშვთა ორთოდონტიული მკურნალობა წარმოებს, როგორც მოსახსნელი (მოსახსნელი ფირფიტები, პროფილაქტიკური აპარატები, აქტიური და პასიური) და მოუხსნელი (ბრეკეტები, ბრეკეტ სისტემები მათ შორის ლინგვალური, თვითლიგირებადი და ა.შ.)

ორთოდონტიული მკურნალობის წინ აუცილებელია პირის ღრუს სრული სანაცია, რომელსაც ატარებენ ჩვენი კლინიკის ბავშვთა-თერაპევტები.

ბავშვთა ორთოდონტია. როდის დავიწყოთ მკურნალობა

კორექციის დაწყების ვადები დამოკიდებულია თანკბილვის ჩამოყალიბების ეტაპზე. თუ რაიმე აშკარა პათოლოგია არ აღინიშნება ბავშვის პირველი ვიზიტი ორთოდონტთან უნდა დაიგეგმოს 4-5 წლის ასაკისათვის.

სარძევე კბილების თანკბილვის ჩამოყალიბება იწყება 6 თვიდან და გრძელდება 3-3,5 წლამდე. ბავშვის ყბა-კბილთა სისტების შემდგომი ეტაპია მომზადება მუდმივი კბილების ამოჭრისათვის (4 დან 6 წლამდე).

სარძევე კბილების მოცვლის პერიოდში ბავშვის ყბების აქტიურად იზრდება (ვითარდება ასაკობრივი ტრემები და დიასთემები, ხდება სარძევე კბილების ფესვების გაწოვა, ხოლო ქვედა ყბა აქტიური ზრდის შედეგად ცოტათი წინ გადაინაცვლებს).

 არასწორი თანკბილვის განვითარების მიზეზები

ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების მიზეზებს ორ დიდ ჯგუფად – ეგზოგენურ და ენდოგენურ ფაქტორებად ყოფენ. წამყვანი როლი, რა თქმა უნდა, მემკვიდრეობას და მემკვიდრეობით განწყობას ენიჭება. ასევე მნიშვნელოვანი ენდოგენური ფაქტორებია: ნივთიერებათა ცვლის დარღვევა (ავიტამინოზები), ენდოკრინოპათიები (ჰიპო და ჰიპერთირეოზი, ადრენოგენიტალური სინდრომი, თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიები, ნანიზმი), დედის ქრონიკული და ორსულობასთან დაკავშირებული დაავადებები (ტოქსიკოზი, ანემია), ნაყოფის არასწორი მდებარეობა, სანაყოფე წყლების არათანაბარი განაწილება.

უამრავი ეგზოგენური მიზეზებიდან მნიშვნელოვანია: მავნე ჩვევები, როგორიცაა თითისა და მატყუარას ხანგრძლივად წოვა, ტუჩის კვნეტა, სარძევე კბილების ნაადრევი ექსტრაქცია, დეკომპენსირებული კარიესი, მოკლე ტუჩისა და ენის ლაგამი, მინანქრისა და დენტინის არასრულფასოვნება, ცუდი ეკოლოგიური პირობები და ა.შ.

არასწორი თანკბილვის განვითარების კიდევ ერთი მიზეზია, თანამედროვე ადამიანის კვების რაციონის დარღვევა, საკვები საკმაოდ რბილია, ჩვენი საღეჭი აპარატი კი ვერ იღებს სათანადო დატვირთვას, რის გამოც ხდება ყბის ძვლების არასაკმარისი განვითარება, კბილები კი რჩებიან იგივე ზომის, ამიტომ მათ ყბის ძვალში ადგილი აღარ ყოფნით.

Read Full Post »

როგორ ფიქრობთ ჰოლივუდის მსახიობების თვალისმომჭრელი ღიმილი და კბილების სილამაზე ბუნებისგანაა? ძალზე ხშირად თეთრი კბილები და კბილთა სწორი წყობა – სტომატოლოგების სანიმუშო ოსტატობის შედეგია. ასეთია შოუ-ბიზნესის კანონები, რომ მიიღო სამუშაო უნდა გქონდეს შესაბამისი იერსახე, თამამი ღიმილი და იდეალური გარეგნობა. არაფერი ისე არ წარმოადგენს ჯანმრთელობისა და წარმატების სიმბოლოს, როგორც შესანიშნავი თეთრი ღიმილი.

ლოს-ანჯელესის წამყვანი კოსმეტიკური-სტომატოლოგი ექიმი დოფმანი ამბობს, რომ პირველი რასაც ბრიტანელი მსახიობები აკეთებენ ჰოლივუდში გადაღებებზე ჩამოსვლისას – მიდიან სტომატოლოგთან კბილების რესტავრაციაზე. წარმატებულმა მსახიობმა და რეჟისორმა ჯორჯ ქლუნიმაც მიმართა სპეციალისტს რათა აღმოეფხვრა მისი ღიმილის ნაკლოვანებები. ხოლო სექ-სიმბოლო ტომ კრუზმა 40 წლის ასაკში გაისწორა კბილები, მხოლოდ ამის შემდეგ გახდა მისი ღიმილი გულწრფელი და თამამი.

ცნობილი მსახიობი და ლამაზმანი დემი მური და ტომ-მოდელი სინდი კროუფორდი სრულიად დაუფარავად ატარებდნენ ბრეკეტებს. მომღერალი და მსახიობი, ოსკარის მფლობელი შერი ჟურნალ „People“-ს გადაღებებზე ბრეკეტებით წარსდგა, ამ დროს იგი მკურნალობის კურსს გადიოდა ექიმ-ორთოდონტთან. ძალიან ბევრი მსახიობი დაუღალავად იბრძოდა საკუთარი იდეალური ღიმილისათვის. მათ შორისაა ჯულია რობერტსიც, ბუნებამ იგი დააჯილდოვა კბილთა ცუდი დგომით, მას საკმაო ხანი მოუწია ბრეკეტების ტარება, მაგრამ დღეისათვის მისი ღიმილი პოპულარობით მეორე ადგილზეა. ყველაზე ლამაზი ღიმილი კი მსახიობ ჰოლი ბერის აქვს, იგი პირველ ადგილზეა ამ ნომინაციაში.

ისეთ ვარსკვლავებს კი როგორიცაა არნოლდ შვარცნეგერი, ელტონ ჯონი და მადონა შეუძლიათ თავს უფლება მისცენ ჰქონდეთ ისეთი მცირედი ნაკლი, როგორიცაა ღარი წინა კბილებს შორის. ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნაკლია, რომელიც მილიონობით ღიმილს უქმნის პრობლემას. სტომატოლოგები მას დიასთემას უწოდებენ. ღარი საჭრელებს შორის შეიძლება უამრავი მიზეზის გამო გაჩნდეს, დღეისათვის მისი დაფარვის უამრავი საშუალება არსებობს. მაგრამ ბევრს არც აწუხებს ეს მცირე ნაკლი, პირიქით მას საკუთარ მარგალიტად მიიჩნევენ. მაგალითად ლამაზმანმა ბრიჯიტ ბარდომ და ლეგენდარულმა ჯეინ ბირკინმა მოიწყვეს

მშვენიერი კარიერა, ხოლო დიასთემამ მათ გარკვეული შარმი შესძინა. შოუ-ბიზნესის მოდელები ლარა სტოუნი და ჯორჯია მეი არც აპირებენ ამ ბუნებრივი ნაკლის მოშორებას, თვლიან რა, რომ ჰოლივუდის ღიმილი მათ ინდივიდუალურობას ხელს უშლის. მსოფლიოს ხალხთა თქმულებებში, ადამიანი რომელსაც წინა კბილებს შორის სივრცე აქვს მდიდარი და ბედნიერია. ლორენ ჰატონმა, ვანესა პარადიმ, ეშლი სმიტმა, ანა პაკუინმა და კონდოლისა რაისმა წარმატებსაც მიაღწიეს და მშვენიერი კარიერაც გაიკეთეს. მათი შესანიშნავი ღიმილის საიდუმლოება კბილების ჯანმრთელობაშია. ხოლო კბილების ჯანმრთელობისათვის, მათ მოვლა ესაჭიროებათ.

Read Full Post »

Older Posts »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 692 other followers