Feeds:
Posts
Comments

Archive for the ‘სხვადასხვა’ Category

ჯანმრთელი კბილების შენარჩუნებაში, კარიესის პროფილაქტიკა გადამწყვეტია. კბილის სილანტები ეფექტურია კარიესის საწყისი ფორმებისაგან დასაცავად. ჰერმეტიკები ავსებენ კბილების ღრმა და  ძნელად მისადგომ ადგილებს.

რას წარმოადგენს ფისურების ჰერმეტიზაცია?

კბილების ზოგიერთი ზედაპირის ანატომიური თავისებურებებიდან გამომდინარე, ჯაგრისის მოხვედრა გაძნელებულია. ეს ძირითადად ეხება უკანა კბილებს (მოლარებს).

მათ საღეჭ ზედაპირზე, ბორცვებს შორის განთავსებულია ღარები – ფისურები. ისინი ვიწრო და საკმაოდ ღრმაა

ღრმა ფისურები პირის ღრუს ბაქტერიებისათვის იდეალური საცხოვრებელი ადგილია. ბაქტერიები შაქრის, შაქრის შემცველი პროდუქტების და სასმელების მიღებით, მომენტალურად მრავლდებიან და ფიქსირდებიან წებოვან მასად, ვითარდება კბილის ნადები. აღნიშნული ბაქტერიების ცხოველმყოფელობის შედეგად წარმოიქმნება მჟავეები, რომლებიც იწყებენ კბილის მინანქრის დაშლით პროცესებს. კბილის ჯაგრისს არ შეუძლია ასეთი სიღრმის ფისურების გასუფთავება, რადგან თითოეული ჯაგრულის დიამეტრი ერთი-ორად აღემატება ფისურისას და წმენდის დრო მის ფსკერამდე მიღწევა შეუძლებელია.

ნადების მუდმივი „გამოუწმენდობა“, იწვევს მის დაგროვებას და კარიესის განვითარებას, აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად, სტომატოლოგი ავსებს ფისურებს სპეციალური მაჰერმეტიზებელი საშუალებით.

ეს ნივთიერება (სილანტი) თავისი მომატებული თხევადობიდან გამომდინარე, საღეჭ ზედაპირზე მოთავსებისას, ავსებს ყველა ძნელად მისაწვდომ და ღრმა სივრცეებს, რითაც ხდის მათ სწორს და გლუვს. ასეთი ზედაპირიდან ნადების მოცილება გაცილებით მარტივია და შექმნილი ბარიერი ხელს უშლის მიკროორგანიზმების შეღწევას კბილის მინანქართან.

ფისურების ჩაბეჭდვის შედეგად, კბილები იღებენ კარიესისგან დაცვას წლების მანძილზე.

რა ასაკშია უკეთესი ფისურების ჩაბეჭდვა?

ფისურების კარიესი ვითარდება, კბილების ამოჭრიდან 1-2 წლის განმავლობაში. პირველი მუდმივი მოლარების ამოჭრა ხდება 6-8 წლის, მეორე – 12-14 წლის ასაკში. ამიტომ ფისურების ჰერმეტიზაცია ამ ასაკში უფრო ეფექტურია. როდესაც კბილები ჯერ კიდევ დაუზიანებელია კარიესისგან.

ასეთი დაცვა სასარგებლოა ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის, თუკი კბილები ჯერ კიდევ კარიესით არაა დაზიანებული, მაგრამ განსაკუთრებით ფისურების ჩაბეჭდვა რეკომენდებულია ბავშვებისათვის.

ზემოხსენებულის გარდა ფისურების დაშლის, არის კიდევ ერთი მიზეზი. საქმე იმაშია, რომ კბილის ამოჭრისთანავე მისი ემალი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია, მასში მინერალების შემცველობა გაცილებით ნაკლებია ვიდრე მოზრდილი ადამიანის შემთხვევაში.

ამიტომ ასეთი ფისურები უფრო მიდრეკილია კარიესისადმი, რადგან  ისინი უფრო რბილია, ვიდრე ზრდასრულ ასაკში. როგორც წესი ფისურების მომწიფება ხდება 1-2 წლის შემდეგ.

რომელ კბილებზე ხდება ფისურების ჩაბეჭდვა?

ითვლება, რომ რაც უფრო ღრმაა ფისურა, მით უფრო ეფექტური და სასარგებლოა მისი ჩაბეჭდვა.

პირველ რიგში, ღრმა ფისურებში კარიესის განვითარების საშიშროება მეტია. მეორეც – სილანტი უფრო კარგად აღწევს ვიწრო ფისურებში. როგორც წესი ასეთი ღრმა და წვრილი ფისურები აქვთ უკანა საღეჭ კბილებს (მოლარებს). ამიტომ მათ პირველებს ემუქრებათ კარიესი და სჭირდებათ დამცავი ბარიერი.

კბილის ზედაპირზე სილანტების მოთავსების ეტაპები

სილანტის მოთავსების ტექნოლოგია საკმაოდ მარტივია და სრულიად უმტკივნეულო. სილანტი თავისი თვისებებით ჰგავს სხივგამყარებად ბჟენს, მაგრამ უფრო თხევადია. თხევადი კონსისტენციის წყალობით იგი მარტივად აღწევს ფისურებში მათ ფსკერამდეც კი.

 

სილანტის მოთავსების ტექნოლოგია

  1. ფისურების ჰერმეტიზაციის წინ, სტომატოლოგი ახდენს კბილის ზედაპირის გასუფთავებას სპეციალური ჯაგრულის საშუალებით. მხოლოდ სუფთა და მშრალი ზედაპირი წარმოადგენს წარმატების საფუძველს.
  2. ბამბის ლილვაკებით ხდება კბილის იზოლაცია ნერწყვისგან. კბილის ზედაპირზე რამოდენიმე წამით თავსდება სპეციალური გელი, რომელიც კბილის ზედაპირს ხდის უფრო ხაოიანს, შედეგად სილანტის ემალთან მოჭიდების ძალა მატულობს.
  3. შემდგომ გელი ირეცხება წყლით.
  4. კბილის მშრალ ზედაპირზე თავსდება სილანტი და ნაწილდება ყველა ჩანაჭდევში.
  5. მას შემდეგ, რაც სილანტმა ჩააღწია ყველა ღარში, მას ამყარებენ სპეციალური ლამპის საშუალებით.
  6. გამყარებული სილანტი არ უნდა უშლიდეს პირის დახურვას. ამას ექიმი შეამოწმებს პირგადასაღები ქაღალდით, რომელიც აჩვენებს ჭარბი მასალის მქონე ადგილებს. ზედმეტი სილანტი შორდება მბრუნავი მასალებით.

სილანტების გამძლეობა

სტატისტიკური მონაცემებით ჰერმეტიკების გამოყენების რეზულტატები შთამბეჭდავია: სილანტების დაცულობა პირველ წლებში 80% აღწევს, 5 წლის შემდეგ – 70%, ხოლო 10 წლის შემდეგ 30%. შედეგად კარიესის განვითარების საშიშროება კლებულობს 70-80%-მდე. თუკი სილანტმა გაძლო 3-5 წლის განმავლობაში, ითვლება, რომ მკურნალობამ წარმატებით ჩაიარა. თუმცა სილანტის უფრო ადრე ამოვარდნის შემთხვევაშიც არ ითვლება, რომ წარმატებას ვერ მივაღწიეთ, რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში სილანტი იცავდა თქვენს კბილს მჟავა წარმომქნელი მიკრობებისაგან და შესაბამისად კარიესისაგან.

რათა გაკონტროლდეს როგორც კბილის ასევე სილანტის მდგომარეობა, მკურნალი ექიმი ყურადღებითაა ყოველ პროფილაქტიკურ შემოწმებაზე, აუცილებლობის შემთხვევაში კი დროულად ახდენს რეაგირებას. რა თქმა უნდა უფრო ეფექტურად იცავს ის სილანტი, რომელიც დაუზიანებლადაა კბილის ზედაპირზე. თუკი შეამჩნევთ, რომ სილანტს რაღაც ნაწილი აკლია, ან სრულიად ამოვარდა დაუყოვნებლივ აცნობეთ მკურნალ ექიმს.

გისურვებთ ჯანმრთელობას.

Read Full Post »

ფსიქოლოგების, სტომატოლოგების და ფარმაცევტების საერთო ძალისხმევით, შემუშავდა მეთოდი, რომელმაც მიიღო სახელი „სედაცია“ ანუ „მალხენი აირი“. იგი ერთადერთი პრეპარატია ანესთეტიკებიდან, რომელიც ფართოდ გამოიყენება მთელს მსოფლიოში (საქართველოს გარდა, აქაც ჩამორჩენილები ვართ). შიშისა და დაძაბულობის მოსახსნელ საშუალებად „მალხენი აირი“ 150 წელია რაც გამოიყენება მედიცინაში. თანამედროვე სამედიცინო კლინიკებში სედაციის ეს მეთოდი 90% შემთხვევაში გამოიყენება ბავშვებში, ხოლო 20% – დიდებში.

რა არის „მალხენი აირი“?

„მალხენი აირი“ – სედაციაა, რომლის დროსაც პაციენტი სუნთქავს აზოტის ქვეჟანგის და ჟანგბადის ნაერთს სპეციალური ნიღბის საშუალებით.

რა საჭიროა სედაცია მკურნალობისას?

ბევრს აქვს შიში სტომატოლოგიური მანიპულაციების მიმართ. ბევრს ტკივილის ეშინია… ყველაფერი კი ადრე მიღებული უარყოფითი გამოცდილების შედეგად. დღეისათვის უკვე შესაძლებელია შიშისა და ნერვიულობის დაძლევა და მხოლოდ დადებითი ემოციებით მკურნალობა.  სასიამოვნო, არომატიზებული „მალხენი აირი“ მოქმედებს დამამშვიდებლად, ხსნის შიშს, ნერვიულობას და დაძაბულობას.

რას იგრძნობს პაციენტი „მალხენი აირის“ ჩასუნთქვის შემდგომ?

პროცედურის დაწყების წინ პაციენტს აცმევენ ნიღაბს და ასრულებენ რამოდენიმე ჩასუნთქვას, შედეგად იგი გრძნობს სასიამოვნო მოტკბო გემოს. შემდგომ ჩნდება მოდუნების და სიმშვიდის შეგრძნება, ხოლო ექიმს შეუძლია მშვიდად იმუშაოს.

გამოიყენება თუ არა ანესთეზია?

დიახ, რა თქმა უნდა, ტრადიციული ადგილობრივი ანესთეზია – როგორც ჩვეულებრივი მკურნალობისას.

სედაცია – ნარკოზია?

არაფერი აქვთ საერთო. თქვენი ცნობიერება სრულიად შენახულია, გაქვთ კონტაქტი ექიმთან, ნორმალურად სუნთქავთ. არ გებლოკებათ საყლაპავი და ხველებითი რეფლექსები. ამაში პრინციპული სხვაობაა სედაციასა და ნარკოზს შორის.

მიჩვევას ხომ არ იწვევს?

მიჩვევა არ ხდება. პირიქით, დენტოფობიის მქონე პაციენტებისათვის სედაცია – შიშთან ეტაპობრივად განშორების იდეალური საშუალებაა. ასეთი პაციენტებისათვის სედაცია – ნამდვილი აღმოჩენაა და საშუალება იქონიონ ჯანმრთელი, ლამაზი ღიმილი.

რამდენად უსაფრთხოა სედაციის მეთოდი?

სედაცია ყველაზე უსაფრთხო მეთოდია, როგორც დიდების ასევე ბავშვებისათვისაც. არ ჩნდება დამოკიდებულება და მარტივად გამოდის ორგანიზმიდან. პირველად აზოტის ქვეჟანგი აღმოაჩინა ჯოზეფ პრესლიმ და სინთეზირება მოახდინა ჰამფრი დევიმ 1776 წელს. ამ ინგლისელმა მეცნიერებმა პირველებმა შეამჩნიეს, აღნიშნული პრეპარატის თვისებები: ერთგვარი ნასვამობის შეგრძნება, მხიარულობა და სიცილი, შედეგად სახელიც დაერქვა „მალხენი აირი“. მას შემდეგ ლიტერატურაში არ დაფიქსირებულა არც ერთი უარყოფითი შედეგი აღნიშნული პრეპარატის გამოყენებისას.

რამდენად გამოცდილია აღნიშნული ტექნოლოგია?

სედაცია პროგრესულ ქვეყნებში დაახლოებით 30-40 წელია რაც გამოიყენება. ამერიკაში, ისრაელში, დიდ ბრიტანეთში, რუსეთში  თითქმის 100% შემთხვევებში ბავშვთა სტომატოლოგიაში, კლინიკები ყოველდღურად სარგებლობენ გაუტკივარების აღნიშნული მეთოდით. ამიტომ მას ვერ ვუწოდებთ ახალს, მართებული იქნება გამოცდილი და პროფესიონალების მიერ ნებადართული.

ჟანგბადისა და აზოტის ნაერთი, შეიძლება ითქვას ყველაზე უსაფრთხო დამამშვიდებელია. აზოტის ქვეჟანგი – ინერტული აირია. იგი არ უერთდება სისხლის ცილებს და 2-3 წუთის შემდგომ სრულიად გამოდის ორგანიზმიდან. პრაქტიკულად კი ეს ნიშნავს: თქვენ იხსნით ნიღაბს და პრეპარატის მოქმედება სრულდება.

ორგანიზმზე ზემოქმედება

სედაცია

ნარკოზი

ცნობიერების არსებობა

შენარჩუნებულია

არა

რეფლექსები მკურნალობისას

არის

დათრგუნულია

ექიმთან კონტაქტი

შესძლებელის

არა

ნარკოტიკული საშუალებები

არ გამოიყენება

გამოიყენება

რეაბილიტაციური პერიოდი

ხანმოკლე

გახანგრძლივებული

ამბულატორიულ პირობებში საშიშროების საფრთხე

დაბალი

საკმაოდ მაღალი



Read Full Post »

მე მგონი საკმაოდ აქტუალური საკითხია, სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნა კბილის ტკივილის და გამო. ეხლა ეხვეწე კიდე უფროსს:“გამიშვი, ხვალე ორმაგს ვიმუშავებ“, და ამდაგვარი საუბრები.

სამუშაოზე წახემსება, უარყოფითად მოქმედებს კბილების ჯანმრთელობაზე, რაც იძულებულს ხდის ადამიანს ხშირად მიმართოს სტომატოლოგს. ამასთან სტომატოლოგთან ვიზიტი ხშირად ემთხვევა სამუშაო საათებს. დიდი ბრიტანეთის სტომატოლოგიური ჯანმრთელობის ფონდის ინფორმაციით, წინა წლის ბოლო მეოთხედში სტომატოლოგიური პრობლემების გამო სამსახური გააცდინა დაახლოებით თვრამეტი ათასმა ბრიტანელმა. ფინანსურად აღნიშნული ზარალი ქვეყანას დაუჯდა 32 მილიარდი  ფუნტი სტერლინგი.

კვების ჩვევების შეცვლით და პირის ღრუს ჰიგიენისადმი მეტი დროის დათმობით, შესაძლოა კბილების მდგომარეობის გაუმჯობესება. ამისათვის საჭიროა წახემსებების რაოდენობის შემცირება და კბილების მოვლა არა მარტო სახლში არამედ სამსახურშიც!

ხშირი წახემსება, მავნეა იმიტომ, რომ პირის ღრუში იქმნება მჟავე არეალი, რაც შლის კბილის ემალს. ამასთან მნიშვნელოვანია არა რით იკვებებით (ტკბილეული, გაზიანი სასმელები), არამედ რამდენჯერ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში აზრი აქვს საკვები რაციონის გადახედვასაც და შაქრის შემცველი პროდუქტების გამოკლებას.

თუკი კბილების გახეხვის საშუალება არ გეძლევათ, დაგეხმარებათ საღეჭი რეზინი. მართებულია უშაქრო რეზინის გამოყენება, მაგალითად ქსილიტით. პირის ღრუს მოვლისათვის ყოველთვისაა შესაძლებელი სასმელი წყლის გამოვლება.

Read Full Post »

ეს ელექტრო-ჯაგრისი შესაძლოა დაიტენოს კომპიუტერის USB პორტის საშუალებით. სიმართლე ითქვას არ ვიცი რა აუცილებლობას წარმოადგენს ჯაგრისის ასეთი შესაძლებლობა, როდესაც მისი ჩვეულებრივი დენის წყაროდან დამუხტვაც საკმარისია. ან ეს გაჯეტია, მათთვის ვინც კომპიუტერის მონიტორს არ სცილდება დღე და ღამე. როგორც არ უნდა იყოს ტექნიკა წინ მიდის და რატომაც არ უნდა ვისარგებლოთ :)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Read Full Post »

მათთვის ვინც ატარებს ბრეკეტებს, დიდ ბრიტანეთში გამოიცა კულინარიული რეცეპტების წიგნი. მაშინ, როდესაც შეზღუდულია საკვების მიღება, აღნიშნული რეცეპტები თქვენს რაციონს გახდის არამხოლოდ სრულყოფილს, არამედ მრავალფეროვანსაც. რატომაც არ უნდა ვისწავლოთ სხვადასხვა ქაშებისა და სუფების დამზადება?! ამასთან ცოტაოდენ კულინარიულ ინგლისურსაც ისწავლით (როგორც იტყვიან სასიამოვნოსთან ერთად სასარგებლოც). აი რამოდენიმე რეცეპტიც:

 

მიჰყევით ბმულს http://issuu.com/redaktorsmi/docs/book?mode=embed&layout=http%3A%2F%2Fskin.issuu.com%2Fv%2Flight%2Flayout.xml&showFlipBtn=true

ან დაკლიკეთ სურათი

Read Full Post »

პროფილაქტიკა ორთოდონტიაში აუცილებელია. ჩვენი კლინიკის ექიმები დარწმუნებული არიან, რომ შესაძლებელი და აუცილებელია დაავადების საწყის ეტაპზე მისი აღმოფხვრა ან გართულების შედეგების შემცირება. კარგი შედეგების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ პაციენტათ მჭიდრო კონტაქტის და მისი მკურნალობის პროცესში აქტიური მონაწილეობის შემთხვევაში. თუკი საუბარია მოზარდ თაობაზე, მშობლები უნდა მოეხმარონ მათ, რათა შესრულდეს მკურნალი ექიმის ყველა დარიგება, დანიშნულ დროს გამოცხადნენ კლინიკაში. მაშინ პრობლემები იქნება დროულად აღმოჩენილი, ხოლო მკურნალობისა და პროფილაქტიკის ტაქტიკა დასახული.

„ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის“ სტომატოლოგები, მშობლებს ვურჩევთ სერიოზულად მოეკიდონ ბავშვების თანკბილვის ჩამოყალიბებას. აუცილებელია მიაკითხოთ ექიმს 5-6 თვის ასაკში, მოსალოდნელი გადახრები უკვე აღნიშნულ ასაკშივეა შესამჩნევი (მაგ. ენის მოკლე ლაგამი). დიდი მნიშვნელობა ენიჭება მატყუარის შერჩევას, მავნე ჩვევების გადაჩვევას (თითის, სათამაშოს, ფანქრისა და კალმის წოვა; ტუჩის, ენის, ლოყის კვნეტა). აუცილებელია ყურადღება მიექცეს ბავშვის სუნთქვას (არ უნდა სუნთქავდეს პირით), საწოლში სწორი მდებარეობა, აღნაგობა. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ეს ზემოთ ჩამოთვლილი მომენტი არა ნაკლებ მნიშვნელოვანია

დიდებისთვისაც, მათი დაუცველობა იწვევს თანკბილვის დარღვევებს.

მნიშვნელოვან პროფილაქტიკურ ღონისძიებებს ნებისმიერ ასაკში მიეკუთვნება სწორი კვება და პირის ღრუს ჰიგიენა.

საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი, კალორიული, დაბალანსებული, შევსებული საჭირო მიკროელემენტებით და ვიტამინებით. არ შეიძლება რაციონიდან მაგარი საკვების, რომელიც ითხოვს საფუძვლიან დაქუცმაცებას და დაღეჭვას ამოღება. დატვირთვა ყბა-სახის კუნთებზე უნდა იყოს საკმარისი. მაგარი საკვები ხელს უწყობს ბავშვის პირის ღრუს მომზადებას კბილების ამოჭრისათვის, ყბების ზრდასა და ფორმირებას.

პირის ღრუს ჰიგიენა ხელს უწყობს კარიესის პროფილაქტიკას. არააქვს მნიშვნელობა ეს სარძევე კბილებია თუ მუდმივი. მოვლას და ყურადღებას ორივე ერთნაირად იმსახურებს. კარიესული კბილები აუცილებლად უნდა იყოს დაბჟენილი, რათა არ მოგვიწოს მათი ამოღება. ორთოდონტები თვლიან, რომ თუკი სარძევე კბილი ნაადრევად იქნა ამოღებული, ხოლო ნაკლული კბილი არ ნახევარი წლის განმავლობაში არ ჩაინაცვლა მუდმივით, აუცილებელი ხდება სპეციალური პროთეზის დამზადება, რომელიც შეინარჩუნებს ადგილს მუდმივი კბილისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეზობელი კბილები გადაინაცვლებს და ადგილი დაიკარგება. ახალი კბილი ამოვა გვერდულად. ხოლო მუდმივი კბილის ამოღება და მისი დროული ჩაუნაცვლელობა, იწვევს კუნთების არათანაბარ დატვირთვას, დეფორმაციებს, სახის კოსმეტიკურ და ესთეტიკურ დეფექტებს. ჩნდება მწვავე ორთოდონტიული მკურნალობის აუცილებლობა.

კომპლექსური და ინდივიდუალური პროფილაქტიკური მიდგომა ორთოდონტიაში, საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ არა მარტო პირის ღრუს, არამედ მთელი ორგანიზმის პრობლემები.

სწორი დიაგნოსტიკა, თანკბილვის კორექციის სისტემის ინდივიდუალური შერჩევა, ორთოდონტიული აპარატების დამზადების კომპიუტერული სისტემა, უახლესი სახარჯი მასალები, საექიმო კონტროლი მკურნალობის და პროფილაქტიკის ყველა ეტაპზე, „ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის“  ექიმების უმაღლესი პროფესიონალიზმი, აგრეთვე პაციენტების დაინტერესება და აქტიური მონაწილეობა (პირის ღრუს ჰიგიენა, ექიმის დანიშნულებების შესრულება) – თანკვილვის და კბილების დგომის კორექციის, შედეგიანი მკურნალობის, აუცილებელი პირობების კომპლექსია.

Read Full Post »

კლინიკები სადაც შეგიძლიათ კბილები იმკურნალოთ ძალიან ბევრია ქალაქში. ჩვენ გთავაზობთ პრინციპიალურად განსხვავებულ მომსახურებას – გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა და აიმაღლოთ ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობა გარეგანი გამღიზიანებლების მიმართ, ხოლო მკურნალობის შედეგი გავხადოთ უფრო სტაბილური.

დღეისათვის თანამედროვე მედიცინაში ნორმად ითვლება ის ფაქტი, რომ ყველა ვიწრო სპეციალისტი ჭრის იმ პრობლემას რაც იმ წუთისათვის აწუხებს პაციენტს, მუშაობს რა საკუთარ ვიწრო სპეციალობაში, არც კი იხედება მის გარეთ, ამასთან ხშირად არც ხდება დაავადების გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრაც.

უნდა იმკურნალოთ არა მარტო ის სადაც გტკივათ – ამაში მდგომარეობს ძირითადი მესიჯი, იდეა, რომელიც მიეწოდება პაციენტს ჩვენს კლინიკაში. ტკივილი ხომ მხოლოდ სიგნალია, რომ სადღაც პრობლემაა. იგი არ მიუთითებს თუ სად არის პრობლემის პირველწყარო. აი რატომ ხდება, რომ სტომატოლოგი უმკურნალებს კარიესულ კბილს, ხოლო მცირე ხანში იმავე კბილზე ისევ ვითარდება კარიესი, ბჟენის გვერდით ან სხვა ზედაპირზე. მკურნალობა, რომლის დროსაც არ ხდება გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრა, ნაკლებ ეფექტურია და აქვს სიმპტომური ხასიათი. ამის ახსნა მარტივია მუცლის ტკივილის მაგალითზე.

წარმოიდგინეთ, რომ ადამიანს სტკივა მუცელი. იგი მიმართავს თერაპევტს და ისიც ეუბნება: „უნდა გამოვიკვლიოთ და ვიმკურნალოთ, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს“. პაციენტს არ სცალია და მიმართავს სხვა ექიმს, რომელიც ეუბნება: „არაფერია საშიში, თუ დრო არ გაქვთ დალიეთ გამაყუჩებლები“. იგიც სვამს გამაყუჩებლებს, მას არაფერი ან თითქმის არაფერი არ აწუხებს, გადის დრო და ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ხვდება რეანიმაციაში კუჭის წყლულის დიაგნოზით. საქმე იმაშია, რომ ადამიანმა აირჩია ყველაზე მარტივი გზა, მოიშორა რაც აწუხებდა. ამასთან არ იქნა აღმოფხვრილი გამომწვევი მიზეზი. პრობლემა პროგრესირებდა და სარეზერვო და დაცვითი ძალების ამოწურვის შემდეგ, სტრესულ სიტუაციაში გარდაიქმნა სერიოზულ დაავადებაში.

„ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის“ მიზანია აამაღლოს თქვენი ორგანიზმის ბრძოლის უნარიანობა გარეგანი გამღიზიანებლების მიმართ. თუკი დროულად მოხდებოდა  ტკივილის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა, ანუ განიკურნებოდა კუჭის წყლული, შედეგად არ მივიღებდით ამ დაავადების ასეთ კრიტიკულ სახეს.

როდესაც თქვენ მოდიხართ ჩვენთან კარიესის სამკურნალოდ, იმპლანტატის ჩასასმელად, ან მით უმეტეს კბილების დგომის ანომალიების გამოსასწორებლად და ა.შ. ყველა ამ პრობლემის გადაწყვეტა ადგილობრივ დონეზე შეუძლებელია. თქვენ დროებით იგრძნობთ შვებას, მაგრამ ჩვენი მიზანია მივიღოთ დიდ ხნიანი, სტაბილური რეზულტატი. ერთი კბილის თუ მთელი საღეჭი აპარატის პრობლემებით ჩვენთან მომართვისას, ჩვენ ვიცით, რომ ამის მიზეზი უფრო ღრმადაა და ყოველთვის არ შემოიფარგლება მხოლოდ კბილებით. თქვენი კბილების დაზიანებები – მხოლოდ ანარეკლია იმ პრობლემებისა, რომლებიც დაკავშირებულია: შინაგან ორგანოებთან, ძველ ტრავმებთან (მათ შორის სამშობიარო), სხეულის აღნაგობასთან, გადატანილ ოპერაციებთან და სხვა ფაქტორებთან. რათა გავერკვიოთ, თუ რა ფაქტორებმა გამოიწვიეს თქვენი თანკბილვის თუ ოკლუზიის ანომალიები, აუცილებელია დიაგნოსტიკა, რომელიც შედგება შემდგომი ეტაპებისგან:

  1. ორგანიზმში მიმდინარე ყველა დარღვევის გამოკვლევა მორფოლოგიურ დონეზე.
  2. წამყვანი მიზეზის გამოკვლევა, რომელიც იწვევს პრობლემებს ყბა-სახის მიდამოში – აღნიშნული საკითხით დაკავებულია ექიმი-ორთოდონტი.
  3. ორთოდონტთან ერთად ექიმი-ორთოპედი სწავლობს ოკლუზიას. ამავე ეტაპზე ხდება საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის, ყბა-სახის მიდამოს კუნთების, ქვედა ყბის მოძრაობის დიაგნოსტიკა.
  4. ზოგად სომატური პათოლოგიის არსებობისას პაციენტი იგზავნება შესაბამის სპეციალისტან სამკურნალოდ.

მას შემდეგ, რაც შეიკრიფა სრული ინფორმაცია პაციენტის შესახებ მორფოლოგიურ დონეზე, და ჩვენი ექიმისათვის ცნობილია პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ გაცილებით მეტი ვიდრე მომართვისას. პაციენტს ეძლევა არჩევანი, როგორც წყლულიანი პაციენტის შემთხვევაში.

ნებისმიერი პრობლემა მით უმეტეს ჯანმრთელობასთან  დაკავშირებული – ეს ნიშანია ადმიანისათვის, რომ იგი რაღაცას ისე არ აკეთებს. ჩვენ მხოლოდ ვეხმარებით ადამიანს დასძლიოს მისი დაავადება და ამ ბრძოლაში ვიკავებთ პაციენტის მხარეს.

მაშასადამე თქვენ გაქვთ არჩევანი – მიიღოთ კომპლექსური მკურნალობის მეთოდი და დადგეთ ჩვენს გვერდით, ან აირჩიოთ ტრადიციული უარყოფის მეთოდი და დაიწყოთ მარტივი გზების ძიება. არჩევანი თქვენზეა. დღეისათვის მედიცინამ ისე შორს შეაბიჯა პროგრესის მხრივ, რომ კარიესის მკურნალობა, ბჟენის ჩადება ან თუნდაც გვირგვინის გაკეთება არ წარმოადგენს სიძნელეს. კლინიკების უმრავლესობა ასეც მუშაობს, რატომ? იმიტომ, რომ ასე მარტივია.

ჩვენი ამოცანაა, დაგეხმაროთ თქვენთვის პრინციპიალურად ახალ ეტაპზე. გავაკეთოთ ყველაფერი რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რათა დაგეხმაროთ თქვენი პრობლემის გადაჭრაში.

დიახ ეს გზა უფრო რთულია და უფრო ხანგრძლივი, მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში არაფერი არ ხდება ეფექტურად და სწრაფად ამასთან მარტივად და სასიამოვნოდ. თუკი ჩვენ არ შევცვლით ამის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას. ყველაფერი თქვენს ხელშია. ჩვენი კლინიკის გუნდი მზადაა დაგეხმაროთ ყველა თქვენს პოზიტიურ წამოწყებაში.

გთავაზობთ:

  1. პირველადი კონსულტაცია, მოტივაცია პაციენტის კომპლექსურ მკურნალობაზე – ატარებს ექიმი-სტომატოლოგი.
  2. პირის ღრუს პროფესიონალური ჰიგიენა.
  3. კომპლექსური დიაგნოსტიკა.

ორთოდონტი – რენტგენოდიაგნოსტიკა, ტომოგრაფია, ცეფალომეტრია, ორთოპანთომოგრაფია, ფოტოდიაგნოსტიკა.

ორთოპედი – დიაგნოსტიკა არტიკულატორში – ოკლუზიის ანალიზი, სახსრების პრობლემებისას მიგრაფიული კვლევები.

აუცილებლობის შემთხვევაში – შერეული სპეცილისტების კონსულტაციები.

  1. ქირურგ-სტომატოლოგთან, თერაპევტ-სტომატოლოგთან, პაროდონტოლოგთან  ერთად – კომპლექსური მკურნალობის გეგმის შედგენა.
  2. პროფესიონალური ჰიგიენა 6 თვეში ერთხელ.

Read Full Post »

« Newer Posts - Older Posts »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 698 other followers